მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ფოთის თიზ-ის მფლობელი სახელმწიფო კომპანია გახდა
ფოთის თიზ-ის მფლობელი სახელმწიფო კომპანია გახდა

ფოთის თიზ-ის მფლობელი სახელმწიფო კომპანია გახდა

BM.GE8 ოქტომბერი, 2026, 16:58|bm.ge

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ) მფლობელი ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაში არსებული "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" გახდა.

საჯარო რეესტრში ცვლილება 2026 წლის 1 ოქტომბერს დაფიქსირდა. აქამდე, 2025 წლის მაისიდან 2026 წლის ოქტომბრამდე თიზ-ი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკუთრებაში იყო, 2026 წლის პირველი ოქტომბრიდან კი თიზ-ი კორპორაციის საკუთრებაში გადავიდა. ამასთან, შეიცვალა კომპანიის დირექტორი და ზურაბ სავანელის ნაცვლად აღნიშნული თანამდებობა დაიკავა ლაშა ბოსტაშვილმა.

ფოთის თიზ-ის 75% 2017 წლის სექტემბერში განხორციელებული პრივატიზაციის აუქციონის შედეგად ჩინურმა კორპორაცია CEFC-ს („სი ი ეფ სიმ“) 24.6 მილიონ ლარად იყიდა. კომპანია ვალდებული იყო, რომ თიზ-ის განვითარებაში არანაკლებ 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია განეხორციელებინა, თუმცა ადგილზე მსგავსი მასშტაბის ინვესტიციები არ განხორციელდა და საბოლოოდ მთავრობამ 2025 წლის მაისში მმართველ კომპანიას თიზ-ის საკონტროლო პაკეტი ჩამოართვა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, ფოთის თიზ-ის აქტივები 18.9 მილიონ ლარს შეადგენს, 2025 წელს თიზ-ის შემოსავალი 4.7 მილიონი ლარი იყო, მოგება კი 0.3 მილიონ ლარს შეადგენდა. ამასთან, კომპანიას წლების განმავლობაში ზარალზე ოპერირებისგან დაგროვილი აქვს 30.3 მილიონი ლარის ჯამური ზარალი.

თიზ-ის საკუთრებაშია ფოთის პორტის მიმდებარედ არსებული 1,000,761 კვადრატული მეტრი მიწა. თიზ-ი აღნიშნული უძრავი ქონების იჯარით გაცემით არის დაკავებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

₾38 000-ის 1 კგ-მდე ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები საქართველოში უკანონოდ შემოჰქონდათ - RS

₾38 000-ის 1 კგ-მდე ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები საქართველოში უკანონოდ შემოჰქონდათ - RS

BM.GE

"საწვავზე აქციზის თუნდაც განახევრება შედეგს ვერ მოგვცემს" - ფინანსთა მინისტრის მოადგილე

"საწვავზე აქციზის თუნდაც განახევრება შედეგს ვერ მოგვცემს" - ფინანსთა მინისტრის მოადგილე

BM.GE

მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული

მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული

BM.GE

$3.1 მილიარდის შესყიდვით ₾8.3 მილიარდის მიწოდება და 1.7 მლრდ "ჭარბი" ლარი: როგორ მუშაობს "მონეტარული სტერილიზაცია"|ინტერვიუ

$3.1 მილიარდის შესყიდვით ₾8.3 მილიარდის მიწოდება და 1.7 მლრდ "ჭარბი" ლარი: როგორ მუშაობს "მონეტარული სტერილიზაცია"|ინტერვიუ

BM.GE