ორიგინალი
ფრინველთა სასაკლაო, კუპატის წარმოება, საცხობი - გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდათ
BM.GE·13:57

ფრინველთა სასაკლაო, კუპატის წარმოება, საცხობი - გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდათ

27 ნოემბერი, 2026 · 13:57

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდათ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არაგეგმური ინსპექტირებები განახორციელეს. შემოწმების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები და სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტები გამოვლინდა.

• შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში ინდმეწარმე თ. ს.-ს კუთვნილი ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე. • სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ზუგდიდში ფიზიკური პირის, ლ. დ.-ს (მისამართი: მისამართი: ზუგდიდი, ყურწუას N44) მიერ ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების ფაქტი გამოავლინეს. ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე. • სამცხე-ჯავახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ინდმეწარმე ნ. მ.-ს (მისამართი: ახალქალაქში, ნალბანდიანის ქ. N96) კუთვნილ საცხობში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. ასევე, დაფიქსირდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა გარეშე საქმიანობის და ყველის ეტიკეტირების წესის დარღვევის ფაქტები.

გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ, სამივე ობიექტს კი საწარმოო პროცესი შესაბამისი დარღვევების აღმოფხვრამდე შეუჩერდა.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ფრინველთა სასაკლაო, კუპატის წარმოება, საცხობი - გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდათ

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·14:13

საქართველოს ბანკი ქმნის განათლების უწყვეტ შესაძლებლობებს გორში

საქართველოს ბანკი ქმნის განათლების უწყვეტ შესაძლებლობებს გორში
BM.GE·13:59

გლობალურ ბირჟებზე ბოლო სავაჭრო სესიის შედეგები

გლობალურ ბირჟებზე ბოლო სავაჭრო სესიის შედეგები
BM.GE·13:43

კახა კალაძე რუსეთის მიერ ქართული ღვინის აკრძალვას და უნივერსიტეტების დამეგობრების შეთავაზებას „არალოგიკურს“ უწოდებს

კახა კალაძე რუსეთის მიერ ქართული ღვინის აკრძალვას და უნივერსიტეტების დამეგობრების შეთავაზებას „არალოგიკურს“ უწოდებს
BM.GE·13:25

40-მდე ბრენდი, 80-მდე ავტომობილის ტესტდრაივი - როგორი იყო SOLO AUTO FAIR 2026

40-მდე ბრენდი, 80-მდე ავტომობილის ტესტდრაივი - როგორი იყო SOLO AUTO FAIR 2026
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.