
"ფრთხილად იყავით, თუ ნივთებს ონლაინ ყიდით" - "საზოგადოება და ბანკების" განცხადება
"ფრთხილად იყავით, თუ ნივთებს ონლაინ ყიდით!" - ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკები" მოსახლეობას ახალი თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს. განსაკუთრებით მათ, ვინც ონლაინ სივრცეში ვაჭრობენ.
"თაღლითი გიკავშირდებათ, როგორც "დაინტერესებული მყიდველი". გიგზავნით ყალბ ბმულს, რომელიც ვიზუალურად ძალიან ჰგავს ონლაინ გადახდების ან საკურიერო სერვისების ცნობილ ვებგვერდებს (ხშირად დასახელებაში მხოლოდ ერთი ასოა შეცვლილი). გთხოვთ ამ ბმულზე საბანკო მონაცემების შეყვანას, თითქოს ნივთის საფასური ასე უნდა ჩაგირიცხოთ.
შედეგი: თანხის მიღების ნაცვლად, თქვენი ანგარიშიდან ფული ქრება.
• დაიმახსოვრეთ, არასდროს გასცეთ: • მობაილბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი; • ბარათის სრული მონაცემები • SMS-ით მოსული ერთჯერადი კოდები
ოქროს წესი: თანხის თქვენს ანგარიშზე ჩასარიცხად მყიდველს ეს მონაცემები არ სჭირდებათ. საკმარისია მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ანგარიშის ნომრის გაზიარება", - წერს "საზოგადოება და ბანკები".
BM.GE
წყარო: bm.ge