მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საფრანგეთში Shein-ი და Temu შეიზღუდა - რა კანონი დაამტკიცა პარლამენტმა?
საფრანგეთში Shein-ი და Temu შეიზღუდა - რა კანონი დაამტკიცა პარლამენტმა?

საფრანგეთში Shein-ი და Temu შეიზღუდა - რა კანონი დაამტკიცა პარლამენტმა?

BM.GE30 ივნისი, 2026, 21:25|bm.ge

საფრანგეთის სენატმა მსოფლიოში პოპულარული ვაჭრობის ჩინური ონლაინ-პლატფორმების, Temu-სა და Shein-ის, ასევე AliExpress-ის წინააღმდეგ ახალი კანონი დაამტკიცა.

როგორც ირკვევა, ინიციატივა მიზნად მათი საქმიანობის მაქსიმალურად შეზღუდვას ისახავს. საყურადღებოა, რომ დოკუმენტი ძალაში ჯერ არ შესულა და მას საბოლოოდ საფრანგეთის პრეზიდენტის ხელმოწერა დასჭირდება.

დაწესებული ახალი რეგულაცია დასახელებული კომპანიებისთვის ფინანსური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. კერძოდ, ჯარიმა მიმდინარე წელს თითოეული პროდუქტის გაყიდვაზე სახელმწიფოს ბიუჯეტში €0.25-დან €6-მდე გადახდას მოიცავს. 2030 წლიდან კი Temu-ს, Shein-სა და AliExpress-ს გაყიდულ ყოველ პროდუქციაზე დამატებით €10-მდე გადახდა მოუწევთ. ამას გარდა, აღნიშნულ პლატფორმებს საჯარო რეკლამების განთავსება აეკრძალათ. ასევე დადგინდა, რომ ინტერნეტსივრცეში ცნობილ სახეებს მათი პროდუქციის პოპულარიზაციის უფლება არ ექნებათ.

მცირე ბიზნესის სამინისტროს ხელმძღვანელის, სერჟ პაპენის განცხადებით, ამ კანონის მიღების მიზანი რეალურად საზოგადოების დაცვა იყო. მისი თქმით, წამყვანი ჩინური კომპანიები ბაზარს იმ ერთჯერადი ტანსაცმლით "ტბორავდნენ", რომლებიც მოხმარებიდან რამდენიმე კვირაში ფუჭდებოდა.

Shein-ის, Temu-სა და AliExpress-ის წარმომადგენლებს მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტარი ჯერ არ გაუვრცელებიათ.

ცნობისთვის, საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ კანონის პირველი ვერსია ჯერ კიდევ 2024 წლის მარტში დაამტკიცა. ხოლო სენატმა განახლებული დოკუმენტი 2025 წლის ივნისში მიიღო.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"აშშ NATO-ს არ დატოვებს" - თურქეთის თავდაცვის მინისტრი

"აშშ NATO-ს არ დატოვებს" - თურქეთის თავდაცვის მინისტრი

BM.GE

ავსტრალიის მარეგულირებელმა Amazon-ს სასამართლოში უჩივლა

ავსტრალიის მარეგულირებელმა Amazon-ს სასამართლოში უჩივლა

BM.GE

"Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა" - ფინანსთა სამინისტრო

"Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა" - ფინანსთა სამინისტრო

BM.GE

ტრამპმა ბენზინგასამართ ქსელებს საწვავის გაიაფება მოსთხოვა

ტრამპმა ბენზინგასამართ ქსელებს საწვავის გაიაფება მოსთხოვა

BM.GE