მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ევროკავშირში ექსპორტზე გვაქვს ორიენტირი" - Farmway-მ კახეთში ნუშის ბაღების ფართობი გაზარდა
"ევროკავშირში ექსპორტზე გვაქვს ორიენტირი" - Farmway-მ კახეთში ნუშის ბაღების ფართობი გაზარდა

"ევროკავშირში ექსპორტზე გვაქვს ორიენტირი" - Farmway-მ კახეთში ნუშის ბაღების ფართობი გაზარდა

BM.GE30 ივნისი, 2026, 21:13|bm.ge

Farmway საქართველოში ფართოვდება. კომპანიამ კახეთში ნუშის ბაღების ფართობი 330 ჰექტრამდე გაზარდა და ნუშის გადამმუშავებელ საწარმოს აშენებს. კომპანიის გეგმების შესახებ BM.GE-ს საქართველოში Farmway-ის ოპერაციების ხელმძღვანელი გიორგი სანიკიძე ესაუბრა.

როგორც გიორგი სანიკიძე ამბობს, კომპანია ევროკავშირში (იტალია, გერმანია...) ექსპორტზეა ორიენტირებული, სადაც მოთხოვნა ძირითადად გარჩეულ ნუშზეა, სწორედ ამიტომ, 7 მილიონი ლარის ინვესტიციით, შენდება ორი ქარხანა, სადაც ნუშის დამტვრევა, გაშრობა და ბლანშირება (კანის გაცლა) მოხდება.

კახეთში ნუშის ბაღები 20 მილიონ ლარიანი ინვესტიციით გასულ წელს გაშენდა, თავდაპირველად 120 ჰექტარზე. როგორც გიორგი სანიკიძე ამბობს, პროექტს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სუბსიდირებულმა სესხმა. აღსანიშნავია, რომ კახეთში ნუშის ბაღების პროექტი 12 მლნ ლარის სესხით "საქართველოს ბანკმა" დააფინანსა.

"წინა პროგრამა რაც იყო, დანერგე მომავალი გამოვიყენეთ და ძალიან კმაყოფილები ვიყავით. ანუ ძირითადად გადამწყვეტი მიზეზი საქართველოში ინვესტიციის ჩადების ეს პროგრამები იყო, ჩემი აზრით, იმიტომ რომ საკმაოდ ხელშესახები დახმარებაა.

ბაღების გაშენება ამ ეტაპზე დავამთავრეთ, გაშენებული გვაქვს 330 ჰექტარი, ბოდბეში არის 90 ჰა და დედოფლისწყაროში 240-მდე ჰა. ბოდბეში წელს უკვე მეორე მოსავალს ავიღებთ და დედოფლისწყაროში მომავალი წლიდან დაიწყება მოსავლის აღება. შარშან პირველი მოსავალი ავიღეთ და წელს უკვე გაიზრდება მოსავალი და აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ქარხანაც აგვეშენებინა და წელს დავიწყეთ მშენებლობა, რომელიც ამ ეტაპზე მშენებლობა მიმდინარეობს, 7 მილიონი ლარის ინვესტიცია იდება. იქნება დამტვრევა, გარჩევა და მეორე ეტაპი გვექნება კიდე ბლანშირება, კანის გაცლა ნუშზე. ანუ ორი ქარხანა იქნება, ერთი იქნება დამტვრევის და მეორე ბლანშირების დედოფლისწყაროში. სამტვრევი და საშრობი მზად უნდა იყოს 15 აგვისტოსთვის, ბლანშირება შეკვეთილი გვაქვს და დეკემბერში შეგვპირდნენ, რომ დაგვიმონტაჟებენ.

შარშან იმდენი მოსავალი არ გვქონია და ადგილზევე გავყიდეთ, სხვა კომპანიას მივყიდეთ. წელს ადგილობრივ ბაზარზე ჯერჯერობით არ გვიფიქრია გაყიდვა. ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვას ბრენდირება, დისტრიბუცია უნდა და ჯერჯერობით თავს ვიკავებთ. უფრო საბითუმო (wholesale) გაყიდვა იქნება და არა საცალო, ამ ეტაპზე ეგრე გვაქვს გადაწყვეტილი. გამომდინარე ბაზრიდან, ნაბიჯებიდან, მერე ვნახოთ, როგორი იქნება. ექსპორტზე ვართ ორიენტირებული. ევროკავშირში და ბრიტანეთში ძირითადი მოთხოვნა არის დამტვრეულ ნუშზე და არა ნაჭუჭიანზე. გამომდინარე ბაზრიდან, მოთხოვნიდან, სხვასთან რომ დაგვემტვრია, დიდი ხარჯი არის და გადავწყვიტეთ ჩვენივე აგვეშენებინა. საექსპორტო ბაზრებზე ჩვენს პროდუქტზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია, ფასიდან გამომდინარე კონკურენტუნარიანია, ხარისხით არ ჩამოვუვარდებით",- ამბობს გიორგი სანიკიძე.

კომპანიაში გამოწვევად ექსპორტთან დაკავშირებული შემოწმების ხანგრძლივობას ასახელებენ. გიორგი სანიკიძის თქმით, მინისტრთან შეხვედრაზე ეს საკითხი დააყენეს, რაზეც დახმარების დაპირება მიიღეს.

"ევროკავშირში ექსპორტისთვის პროდუქტს შემოწმება ხომ სჭირდება ფიტოსანიტარული, სანამ გავა პროდუქცია და მაგას ორი კვირა სჭირდება თუ სამი, ხანდახან იწელება ხოლმე. მზად რომ ხარ და გასაგზავნი გაქვს ტვირთი, მაგდენ ხანს ვერ დაიცდი და დაჩქარებაზე იყო ლაპარაკი. მაგის აღმოფხვრაში და შემცირებაში დახმარება აღგვითქვეს",- აცხადებს ის.

აღსანიშნავია, რომ პროექტში ორი კომპანიაა ჩართული, სინგაპურელი და ამერიკელი ინვესტორებით. შპს ფარმვეი საქართველო (ფლობს ნუშის ბაღების დიდ ნაწილს) და შპს ფორთ ფილარი (აშენებს ნუშის გადამმუშავებელ ქარხანას). Farmway Technologies Inc. აშშ-ში დაფუძნებული ფინტექ კომპანიაა, რომელიც აგრარულ მეურნეობებს ფლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. სამეწარმეო ამონაწერის თანახმად, ორივე კომპანიის დირექტორი ინდოეთის მოქალაქე უმპანიუ მისრაა. ორივე კომპანიაში 49.9%-იანი წილი აქვს გიორგი სანიკიძეს, 0.2% კი ირაკლი გაფრინდაშვილს. შპს ფორთ ფილარის 49.9%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ფორთ ფილარი /სინგაპური/ ფლობს, ხოლო შპს ფარმვეი საქართველოს 49.9%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ფარმვეი საქართველო 2023-2 /აშშ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"აშშ NATO-ს არ დატოვებს" - თურქეთის თავდაცვის მინისტრი

"აშშ NATO-ს არ დატოვებს" - თურქეთის თავდაცვის მინისტრი

BM.GE

ავსტრალიის მარეგულირებელმა Amazon-ს სასამართლოში უჩივლა

ავსტრალიის მარეგულირებელმა Amazon-ს სასამართლოში უჩივლა

BM.GE

"Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა" - ფინანსთა სამინისტრო

"Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა" - ფინანსთა სამინისტრო

BM.GE

ტრამპმა ბენზინგასამართ ქსელებს საწვავის გაიაფება მოსთხოვა

ტრამპმა ბენზინგასამართ ქსელებს საწვავის გაიაფება მოსთხოვა

BM.GE