მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. G20-ის ეკონომიკებიდან ყველაზე სწრაფად ინდოეთი იზრდება – სრული რეიტინგი
G20-ის ეკონომიკებიდან ყველაზე სწრაფად ინდოეთი იზრდება – სრული რეიტინგი

G20-ის ეკონომიკებიდან ყველაზე სწრაფად ინდოეთი იზრდება – სრული რეიტინგი

BM.GE22 ივლისი, 2026, 23:01|bm.ge

დიდი ოცეულის (G20) წევრი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის შესახებ 2026 წლისთვის გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა კვლავ ინდოეთში ფიქსირდება, ხოლო რამდენიმე განვითარებულ ეკონომიკაში ზრდის ტემპი 1%-ზე დაბალია. კანადასა და რუსეთში კი ეკონომიკა ზრდის ნაცვლად შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნებს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) სტატისტიკის გამოქვეყნების განსხვავებული კალენდარი აქვთ. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები სხვადასხვა პერიოდის მდგომარეობით ქვეყნდება. წარმოდგენილი მონაცემების უმეტესობა 2026 წლის პირველი კვარტლის (მარტის) მდგომარეობით არის განახლებული, თუმცა ჩინეთისა და სინგაპურის შემთხვევაში ხელმისაწვდომია მეორე კვარტლის (ივნისის) მონაცემები.

2026 წლის მდგომარეობით ხელმისაწვდომი მონაცემების მიხედვით, G20-ის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ინდოეთში დაფიქსირდა, სადაც ეკონომიკა წლიურად 7.8%-ით გაიზარდა (2026 წლის პირველი კვარტალი). მას მოჰყვება ინდონეზია 5.61%-იანი ზრდით, ხოლო ჩინეთის ეკონომიკა, მეორე კვარტლის წინასწარი შეფასებით, 4.3%-ით გაიზარდა.

სამხრეთ კორეაში ეკონომიკური ზრდა 3.8%-ს შეადგენს, საუდის არაბეთში – 3%-ს, ხოლო აშშ-სა და ესპანეთში – 2.7%-ს.

2%-ზე მეტი ზრდა ასევე დაფიქსირდა თურქეთში (2.5%), ავსტრალიაში (2.5%) და არგენტინაში (2.3%).

1%-დან 2%-მდე ეკონომიკური ზრდა აღირიცხა სამხრეთ აფრიკაში (1.9%) და ბრაზილიაში (1.8%).

1%-ზე დაბალი ზრდა დაფიქსირდა გაერთიანებულ სამეფოში (0.9%), საფრანგეთში (0.9%), იტალიაში (0.8%), იაპონიაში (0.6%), გერმანიაში (0.4%) და მექსიკაში (0.2%).

კანადის ეკონომიკა 2026 წლის პირველ კვარტალში 0.1%-ით შემცირდა, ხოლო რუსეთის ეკონომიკის კლება 0.2% იყო.

ცალკე აღსანიშნავია, რომ ევროზონის ეკონომიკა 0.3%-ით გაიზარდა. ასევე, შედარებისთვის, სინგაპურში, რომელიც G20-ის წევრი არ არის, ეკონომიკურმა ზრდამ 2026 წლის მეორე კვარტალში 5.7% შეადგინა, ხოლო შვეიცარიაში – 0.3%.

2026 წლისთვის ხელმისაწვდომი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები (%):

• ინდოეთი – 7.8% (I კვარტალი) • ინდონეზია – 5.61% (I კვარტალი) • ჩინეთი – 4.3% (II კვარტალი) • სამხრეთ კორეა – 3.8% (I კვარტალი) • საუდის არაბეთი – 3.0% (I კვარტალი) • აშშ – 2.7% (I კვარტალი) • ესპანეთი – 2.7% (I კვარტალი) • თურქეთი – 2.5% (I კვარტალი) • ავსტრალია – 2.5% (I კვარტალი) • არგენტინა – 2.3% (I კვარტალი) • სამხრეთ აფრიკა – 1.9% (I კვარტალი) • ბრაზილია – 1.8% (I კვარტალი) • გაერთიანებული სამეფო – 0.9% (I კვარტალი) • საფრანგეთი – 0.9% (I კვარტალი) • იტალია – 0.8% (I კვარტალი) • იაპონია – 0.6% (I კვარტალი) • გერმანია – 0.4% (I კვარტალი) • მექსიკა – 0.2% (I კვარტალი) • კანადა – -0.1% (I კვარტალი) • რუსეთი – -0.2% (I კვარტალი)

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 92 სტატია.

  • უკრაინის ფინანსთა მინისტრი: ომი ძალიან სწრაფად გამწვავდა, ეს სრულიად სხვა რეალობაა გასულ თვესთან შედარებით, ძალიან მძიმე ზამთარს ველოდებით - უკვე ვხედავთ ლიკვიდურობის პრობლემებს და ველოდებით სახსრების დეფიციტს ბიუჯეტშიიმედი
  • ჩვენთვის და პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ სრულად პატივს ვცემ ამას - შალვა პაპუაშვილირუსთავი 2
  • მამუკა მდინარაძის პრესსამსახური ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე: სრული აბსურდიაფორმულა
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
სრულად →

მსგავსი სტატიები

"უამრავი გეგმა გვაქვს" - რა პროექტებზე მუშაობს "ამბასადორი ჯგუფი"?

"უამრავი გეგმა გვაქვს" - რა პროექტებზე მუშაობს "ამბასადორი ჯგუფი"?

BM.GE

აგროსასურსათო პროდუქციის მოყვანა წლიდან წლამდე ძვირდება - "ფერმერთა ასოციაცია"

აგროსასურსათო პროდუქციის მოყვანა წლიდან წლამდე ძვირდება - "ფერმერთა ასოციაცია"

BM.GE

კურორტ გოდერძიზე 20-მდე ახალი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობაა დაგეგმილი - ზურაბ პატარაძე

კურორტ გოდერძიზე 20-მდე ახალი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობაა დაგეგმილი - ზურაბ პატარაძე

BM.GE

პირველკლასელებისთვის ახალი პროგრამა "ჩემი პირველი ნერგი" ამოქმედდება – განკარგულება

პირველკლასელებისთვის ახალი პროგრამა "ჩემი პირველი ნერგი" ამოქმედდება – განკარგულება

BM.GE