მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. უკრაინის ფინანსთა მინისტრი: ომი ძალიან სწრაფად გამწვავდა, ეს სრულიად სხვა რეალობაა გასულ თვესთან შედარებით, ძალიან მძიმე ზამთარს ველოდებით - უკვე ვხედავთ ლიკვიდურობის პრობლემებს და ველოდებით სახსრების დეფიციტს ბიუჯეტში
უკრაინის ფინანსთა მინისტრი: ომი ძალიან სწრაფად გამწვავდა, ეს სრულიად სხვა რეალობაა გასულ თვესთან შედარებით, ძალიან მძიმე ზამთარს ველოდებით - უკვე ვხედავთ ლიკვიდურობის პრობლემებს და ველოდებით სახსრების დეფიციტს ბიუჯეტში

იმედი|imedinews.ge

რუსული იერიშების ინტენსიური ზრდის ფონზე, უკრაინა მძიმე ზამთრისთვის ემზადება და 32.6 მილიარდი დოლარის საბიუჯეტო დეფიციტის წინაშე დგას. ფინანსთა მინისტრმა, სერგი მარჩენკომ Euronews-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ პარტნიორებისგან დამატებითი დახმარების გარეშე, კიევს, შესაძლოა, არასამხედრო ხარჯების ნაწილობრივ შეჩერება მოუწიოს.

მინისტრის განცხადებით, 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის შემდეგ, უკრაინა ასეთი მძიმე საბიუჯეტო კრიზისის წინაშე არ მდგარა.

იმის გამო, რომ პრიორიტეტი სამხედრო სექტორსა და შეიარაღების შესყიდვებს ენიჭება, გამოსავლის მოძებნამდე შესაძლოა ბიუჯეტის სხვა მუხლები დაზარალდეს და სოციალური თუ სხვა ტიპის გაცემები შეფერხდეს.

„ჩვენ უკვე ვხედავთ ლიკვიდურობის პრობლემებს და ველოდებით სახსრების დეფიციტს ბიუჯეტში. ეს ნიშნავს, რომ, შესაძლოა, მოგვიწიოს ომთან დაუკავშირებელი ზოგიერთი გადახდის გადადება ლიკვიდურობის ნაკლებობის გამო. ამას ექნება შედეგები“, - განაცხადა მარჩენკომ.

ამასთან, მარჩენკომ აღნიშნა, რომ შესაძლო შეფერხებები საგარეო კრედიტორებზე არ აისახება. მისი განმარტებით, ფინანსური პრობლემები უმეტესად ადგილობრივ დონეზე - კერძოდ, თავშესაფრებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის პროცესში იჩენს თავს.

მარჩენკომ აღნიშნა, რომ რუსული დარტყმების ინტენსივობა უკრაინაზე აგვისტოში მკვეთრად გაიზარდა. ის ახალ ბიუჯეტს ამზადებს იმ დაშვებით, რომ ომი 2027 წლამდე გაგრძელდება. ამასთან, უკრაინას დასჭირდება 32.6 მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსების დეფიციტის დაფარვა. მინისტრის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდს, რომლის მისიაც ამ კვირაში კიევში მუშაობდა, მსგავსი ციფრები მოჰყავს.

„ომი ძალიან სწრაფად გამწვავდა. ჩვენ ამას თავად ვგრძნობთ. ეს სრულიად სხვა რეალობაა გასულ თვესთან შედარებით, ჩვენს ლოგისტიკაზე ბოლო შეტევების გათვალისწინებით. ძალიან მძიმე ზამთარს ველოდებით. ესკალაცია ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ვიპოვოთ რესურსები მის გადასატანად“, - განაცხადა მარჩენკომ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 266 სტატია.

  • უკრაინას ომი ყოველდღიურად $450 მილიონი უჯდება - ანდრიი სიბიჰაBM.GE
  • უკრაინის იერიშების შედეგად რუსეთში ნავთობგადამამუშავებელი ორი მსხვილი ქარხანა გაჩერდაფორმულა
  • ბელგია უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ეწინააღმდეგებარუსთავი 2
  • რა აქვს სათქმელი დაურ ბუავას მეგობარ ქალს? - მოსამართლე დღეს უკრაინის მოქალაქის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებსტვ პირველი
უკრაინის →სრულად →მინისტრი →

მსგავსი სტატიები

The Washington Post: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, პუტინი სამხედრო გამარჯვების მისაღწევად ზეწოლას აძლიერებს

The Washington Post: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, პუტინი სამხედრო გამარჯვების მისაღწევად ზეწოლას აძლიერებს

იმედი

„კასპიის ენერგეტიკული კლუბის“ წევრები აჭარის საინვესტიციო პოტენციალს გაეცნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„კასპიის ენერგეტიკული კლუბის“ წევრები აჭარის საინვესტიციო პოტენციალს გაეცნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

იმედი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი