
გადამუშავებულია 100.8 ათას ტონამდე რქაწითელი, 104.3 ათასი ტონა საფერავი | ღვინის ეროვნული სააგენტო
9 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 219 525 ტონა ყურძენი. ყურძნის მოსავალი 15 ათასამდე მევენახემ დააბინავა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გადამუშავებული ყურძნის 99,3% - 217 847 ტონა მაღალი და საშუალო ხარისხისაა.ჩაბარებული ყურძნის მხოლოდ 0,7% - 1 678 ტონაა უხარისხო და მკვახე.
გადამუშავებული ყურძნიდან 104,3 ათასი ტონა საფერავი, 100,8 ათას ტონამდე რქაწითელი, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახეებისგან ყურძენს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 22 ლოკაციაზე იბარებს.
რთველი კახეთში პიკურ ფაზაშია.
საპროგნოზო მოსავალი 320 ათასი ტონის ფარგლებშია.
რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს დააბინავებს მოსავალს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს:
საფერავის ფასი, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია 1 კგ - 1,50 ლარი, 16%-დან 20%-მდე - 1,00 ლარი, 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის - 50 თეთრი.
რქაწითელის და სხვა საღვინე ყურძნის შემთხვევაში, არანაკლებ 19% შაქრიანობის ფასი - 1,30 ლარი, 16%-დან 19%-მდე - 90 თეთრი, 16%-ზე ნაკლები - 50 თეთრი.
ყურძნის ჩაბარების პროცესს, ქალაქ გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 2 19 37 18
BM.GE
წყარო: bm.ge