მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გადამზიდველებისთვის იმიგრაციის ვადის 180 დღემდე დაბრუნებით, რუსეთმა სატრანსპორტო პოლიტიკის „სისტემური კრახი“ აღიარა - TCRC
გადამზიდველებისთვის იმიგრაციის ვადის 180 დღემდე დაბრუნებით, რუსეთმა სატრანსპორტო პოლიტიკის „სისტემური კრახი“ აღიარა - TCRC

გადამზიდველებისთვის იმიგრაციის ვადის 180 დღემდე დაბრუნებით, რუსეთმა სატრანსპორტო პოლიტიკის „სისტემური კრახი“ აღიარა - TCRC

BM.GE4 მაისი, 2026, 23:54|bm.ge

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის (TCRC) შეფასებით, ქართველი საავტომობილო გადამზიდველებისთვის იმიგრაციის ვადის 180 დღემდე დაბრუნებით, რუსეთმა სატრანსპორტო პოლიტიკის „სისტემური კრახი“ აღიარა.

27 აპრილს რუსეთის მთავრობამ გამოაქვეყნა დადგენილება, რომლითაც საავტომობილო გადაზიდვებში ჩართული მძღოლებისთვის რუსეთში ყოფნის მაქსიმალური ვადა 180 დღემდე გაიზარდა.

დადგენილებაში წერია, რომ რუსეთში ხანგრძლივი ყოფნის უფლების განსახორციელებლად უცხოელმა მძღოლებმა რუსეთის ფედერაციაში შესვლისას დამატებითი დოკუმენტები უნდა წარადგინონ, მათ შორის მართვის მოწმობის ასლი, ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა და გადაზიდვის თანმხლები საერთაშორისო სასაქონლო ზედნადები.

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ინფორმაციით, მანამდე რუსეთმა საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო და 2025 წლის იანვრიდან რუსეთში მიგრაციის შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვითაც რუსეთში რეგისტრაციის გარეშე უცხოელი მოქალაქეების ყოფნის ვადა კალენდარული წლის განმავლობაში 180 დღიდან 90 დღემდე შემცირდა.

"სატრანსპორტო ექსპერტებმა ამ პროცესში მკაფიოდ დაინახეს ქართველი გადამზიდველებისთვის სავარაუდო ნეგატიური შედეგები, კერძოდ, ამ გზით ქართველი მძღოლების გაჩერება რუსეთის ტვირთმფლობელებთან გრძელვადიანი კონტრაქტების ჩაშლას გამოიწვევდა. აღინიშნა, რომ ლოგისტიკური კავშირების ჩამოყალიბებას წლები ესაჭიროება და მისი აწყობა სანდოობაზე და კეთილსინდისიერებაზეა დამყარებული. თავის მხრივ, ასეთი კავშირების „მყისიერი“ ჩაჭრა ქვეყნის სასურსათო მომარაგების თვალსაზრისით შეფერხებებს გამოიწვევდა.

ამ თვალსაზრისით გარკვეული კითხვის ნიშნები გაჩნდა, თუ რამ აიძულა რუსეთის მხარე მოკლე ვადაში მიეღო საპირისპირო გადაწყვეტილება.

დადგენილი პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, ერთგვარად პარადოქსულია, რომ რუსეთისთვის რაოდენ წამგებიანიც არ უნდა იყოს ნებისმიერი მისი გადადგმული ნაბიჯი, იგი თავდაპირველ გადაწყვეტილებას არ ცვლის.

მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც რუსეთმა ნათლად დაინახა, რომ სატრანსპორტო გადამზიდველი კომპანიების მძღოლების მიმართ ნაჩქარევად შემოღებული იმიგრაციის რეგულაციების დაწესებამ საომარ პირობებში მყოფი სახელმწიფოსთვის საქონელბრუნვის გაცვლის მიმართულებით მნიშვნელოვანი ლოგისტიკური პრობლემები გამოიწვია.

იმის გამო, რომ გადაზიდვებში ჩართული მძღოლები ხშირად საზღვრებსა და საბაჟოზე იჭედებოდნენ, გარდა ამისა, რუსეთის დიდი ტერიტორიის გათვალისწინებით ერთი რეისის განხორციელება კვირებს იკავებდა, 90-დღიანი ლიმიტი სწრაფად იწურებოდა. შედეგად, მძღოლები ჯარიმებისა და დეპორტაციის რისკის გამო იძულებული იყვნენ, შეეჩერებინათ გადაზიდვები", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე შეფასებით, იმიგრაციის პროცესის უკან დაბრუნებით რუსეთმა ფაქტობრივად მისი პოლიტიკის „სისტემური კრახი“ აღიარა და საკუთარი ლოგისტიკის გამოსწორების მიმართულებით იძულებითი ნაბიჯი გადადგა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 241 სტატია.

  • ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენაიმედი
  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

საქართველო დიუშენის სამკურნალო მედიკამენტ "ჯივინოსტატს" ყიდულობს - სარჯველაძე

საქართველო დიუშენის სამკურნალო მედიკამენტ "ჯივინოსტატს" ყიდულობს - სარჯველაძე

BM.GE

არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე

არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე

BM.GE

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2027 წელს რეფინანსირების განაკვეთი 7.5%-მდე შემცირდება

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2027 წელს რეფინანსირების განაკვეთი 7.5%-მდე შემცირდება

BM.GE

ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, მთავარია დროული რეაგირება - კახა კალაძე სემეკის განცხადებაზე

ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, მთავარია დროული რეაგირება - კახა კალაძე სემეკის განცხადებაზე

BM.GE