მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გადავწყვიტეთ, ფონიჭალის ტრაგედიისას უსახლკაროდ დარჩენილ 28 ოჯახს ბინები გადავცეთ - ბიძინა ივანიშვილის განცხადება
გადავწყვიტეთ, ფონიჭალის ტრაგედიისას უსახლკაროდ დარჩენილ 28 ოჯახს ბინები გადავცეთ - ბიძინა ივანიშვილის განცხადება

გადავწყვიტეთ, ფონიჭალის ტრაგედიისას უსახლკაროდ დარჩენილ 28 ოჯახს ბინები გადავცეთ - ბიძინა ივანიშვილის განცხადება

BM.GE20 ნოემბერი, 2026, 23:44|bm.ge

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინა ივანიშვილი მწუხარებას გამოხატავენ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო.

ამასთან, როგორც სამძიმრის წერილშია აღნიშნულია, ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებულ 28 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს გადასცემენ.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რასაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს ამ უდიდეს ტკივილს. მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 28 ოჯახი დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე, რის გამოც მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ ოჯახებს შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს. ეს არის ის მცირედი დახმარება, რაც გვსურს გამოვხატოთ უდიდესი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა მიმართ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს“, – ნათქვამია სამძიმარში.

ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ნანგრევებში მოყოლილი 7 ადამიანიდან მხოლოდ 3 წლის თაია გადარჩა. დაღუპულთაგან 3 ქალია, 1 კაცი და 2 ბავშვი. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რესპუბლიკელებმა აშშ-ირანის ომის დასაფინანსებლად $350-მილიარდიანი პაკეტის განხილვა შეაჩერეს

რესპუბლიკელებმა აშშ-ირანის ომის დასაფინანსებლად $350-მილიარდიანი პაკეტის განხილვა შეაჩერეს

BM.GE

Apple-მა საკუთარი AI-აგენტის შექმნა გადაწყვიტა

Apple-მა საკუთარი AI-აგენტის შექმნა გადაწყვიტა

BM.GE

შოთა ბერეკაშვილი კომპანია „AQUALIA“-ს წარმომადგენლებს შეხვდა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა

შოთა ბერეკაშვილი კომპანია „AQUALIA“-ს წარმომადგენლებს შეხვდა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - გასული კვირის შედეგები

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - გასული კვირის შედეგები

BM.GE