
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - გასული კვირის შედეგები
გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 0.08 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც გაცვლითმა კურსმა 2.5926 ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტა ევროსთან 2.26 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ღირებულებამ 2.8423 ლარი შეადგინა. გირვანქა სტერლინგთან მიმართებით ლარი 3.19 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც კურსმა 3.3968 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება სხვა ვალუტებს, ლარი გამყარდა თურქულ ლირასთან, სომხურ დრამთან, აზერბაიჯანულ მანათსა და ჩინურ იუანთან მიმართებით, ხოლო გაუფასურდა რუსულ რუბლთან, უკრაინულ გრივნასა და იაპონურ იენთან.
ლარზე მოქმედი მაკროეკონომიკური ფაქტორებიდან ცნობილია საგარეო ვაჭრობის შედეგები, ოქტომბერში ექსპორტი 722 მილიონ დოლარს შეადგენდა (ზრდა 5%), იმპორტი კი 1.73 მილიარდი დოლარი იყო (ზრდა 11%). ხოლო სხვა პარამეტრების, მათ შორის ფულადი გზავნილების, საინვესტიციო ნაკადების, ტურიზმის შემოსავლების შესახებ ინფორმაცია ჯერ ცნობილი არაა.
ვალუტა გაცვლითი კურსი ცვლილება (თეთრი) 1 აშშ დოლარი 2.5926 0.08 1 ევრო 2.8423 2.26 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი 3.3968 3.19 1 თურქული ლირა 0.0513 0.02 100 რუსული რუბლი 3.1542 -0.02 1000 სომხური დრამი 7.1871 0.76 1 აზერბაიჯანული მანათი 1.5242 0.16 10 უკრაინული გრივნა 0.5762 -0.54 10 ჩინური იუანი 3.8826 0.43 100 იაპონური იენი 1.6315 -1.01
BM.GE
წყარო: bm.ge