მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შოთა ბერეკაშვილი კომპანია „AQUALIA“-ს წარმომადგენლებს შეხვდა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა
შოთა ბერეკაშვილი კომპანია „AQUALIA“-ს წარმომადგენლებს შეხვდა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა

შოთა ბერეკაშვილი კომპანია „AQUALIA“-ს წარმომადგენლებს შეხვდა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა

BM.GE20 ნოემბერი, 2026, 23:18|bm.ge

საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი კომპანია „Aqualia“-ს გენერალურ დირექტორ სანტიაგო ლაფუენტე პერეს-ლუკასს, ამ კომპანიის აფრიკისა და აზიის რეგიონულ დირექტორ ხოსე ენრიკე ბოფილ მაესტრეს და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აღმასრულებელ დირექტორ ხოსე მიგელ სანტოს გონზალესს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, შეხვედრის მონაწილეები საქართველოში კომპანია „Aqualia“-ს საქმიანობის მიმართულებებს გაეცნენ და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ესპანური კომპანია, რომელიც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) 100%-იანი წილის მფლობელია, საქართველოში წყალმომარაგების, წყალარინებისა და განახლებადი ენერგიის სფეროში წარმატებულად ოპერირებს.

„Aqualia“ წყალმომარაგებისა და წყალარინების სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა და მის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას კომპანიის საქართველოში საქმიანობის საკითხებზე ვისაუბრეთ. საუბარი შეეხო იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ასეთი მსხვილი კომპანიის ბიზნესსაქმიანობა. „Aqualia“-ს საქართველოში ოპერირება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენი ქვეყანა გახსნილია საერთაშორისო ინვესტორებისა და დიდი კომპანიებისთვის და ეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ბიზნესურთიერთობის კარგი მაგალითია“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე „Aqualia“-ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ კომპანიის ბიზნესპორტფელისთვის თბილისში საქმიანობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. როგორც მათ განაცხადეს, კომპანია მზად არის, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის დამატებითი ინვესტიციები განახორციელოს.

„Aqualia“-ს წარმომადგენლებმა ასევე აღნიშნეს, რომ კომპანია საკუთარი ბრუნვის 50%-ს კაპიტალურ ინვესტიციებში ხარჯავს, რაც წყლის მიწოდების სისტემების მოდერნიზებასა და სერვისების გაუმჯობესებას ხმარდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარეს

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირარუსთავი 2
  • კობახიძე: რუსეთის მხარის წარმომადგენელ მიხაილ გალუზინთან პირველი შეხვედრა მალე იქნებაფორმულა
  • კობახიძემ ჯერ არ იცის, სად შეხვდება მისი სპეცწარმომადგენელი რუსულ მხარესტვ პირველი
  • ცხინვალი: სექტემბრის შემდეგ ქართულ მხარეს საზღვარი არ დაურღვევიანეტგაზეთი
მხარეს →

მსგავსი სტატიები

რესპუბლიკელებმა აშშ-ირანის ომის დასაფინანსებლად $350-მილიარდიანი პაკეტის განხილვა შეაჩერეს

რესპუბლიკელებმა აშშ-ირანის ომის დასაფინანსებლად $350-მილიარდიანი პაკეტის განხილვა შეაჩერეს

BM.GE

Apple-მა საკუთარი AI-აგენტის შექმნა გადაწყვიტა

Apple-მა საკუთარი AI-აგენტის შექმნა გადაწყვიტა

BM.GE

გადავწყვიტეთ, ფონიჭალის ტრაგედიისას უსახლკაროდ დარჩენილ 28 ოჯახს ბინები გადავცეთ - ბიძინა ივანიშვილის განცხადება

გადავწყვიტეთ, ფონიჭალის ტრაგედიისას უსახლკაროდ დარჩენილ 28 ოჯახს ბინები გადავცეთ - ბიძინა ივანიშვილის განცხადება

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - გასული კვირის შედეგები

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - გასული კვირის შედეგები

BM.GE