მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "გაფართოების შემოდგომა ახლოვდება" - მარტა კოსი
"გაფართოების შემოდგომა ახლოვდება" - მარტა კოსი

"გაფართოების შემოდგომა ახლოვდება" - მარტა კოსი

BM.GE4 სექტემბერი, 2026, 21:12|bm.ge

"გაფართოების შემოდგომა ახლოვდება", - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა განაცხადა. როგორც მან პლატფორმა X-ზე დაწერა, 2026 წელი ამ კუთხით პროგრესის რეკორდული წელია.

"ჩვენ ვგეგმავთ უფრო მეტს. დისკუსიები ახლა ინტენსიურ ხასიათს იღებს იმაზე, თუ როგორ მოვამზადოთ ჩვენი გაერთიანება უკეთ ახალი წევრების მისაღებად. გაფართოებული ევროპა იქნება უფრო ძლიერი, რათა დავიცვათ ჩვენი დემოკრატიული ღირებულებები სახლში და უზრუნველვყოთ ჩვენი ინტერესების დაცვა გლობალურად", - დაწერა მარტა კოსმა.

ცნობისთვის, 3-4 სექტემბერს ევროკავშირის გენერალურ საქმეთა საბჭოს არაფორმალური შეხვედრა იმართება, რომლის ფარგლებშიც მარტა კოსმა ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა.

მისი თქმით, დღეს გეგმავენ განიხილონ, თუ როგორ უნდა მოემზადოს ევროკავშირი ახალი წევრი ქვეყნების მისაღებად, რაც ოთხი მიმართულებით წარიმართება:"პირველ რიგში, განვიხილავთ, თუ რა გავლენას მოახდენს გაფართოება ჩვენს პოლიტიკასა და წევრ ქვეყნებზე.მეორე ეხება შიდა რეფორმებს, ვისაუბრებთ შიდა რეფორმებზე, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის, როგორც გლობალური მოთამაშის და ეფექტური გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოს, პოზიციების შესანარჩუნებლად.მესამე მიმართულება იქნება უსაფრთხოება. ვისაუბრებთ უსაფრთხოების მექანიზმების ახალ თაობაზე, რათა უზრუნველვყოთ, რომ ახალმა წევრმა ქვეყნებმა შეძლონ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვა მომდევნო 5, 10 თუ 15 წლის განმავლობაში.ხოლო მეოთხე იქნება ეტაპობრივი ინტეგრაციის საკითხი - უნდა შევავსოთ ნაპრალი გეოპოლიტიკურ საჭიროებასა და დამსახურებაზე დაფუძნებულ პრინციპს შორის. დამსახურებაზე დაფუძნებული გაფართოება დროს მოითხოვს, განვიხილავთ ეტაპობრივი ინტეგრაციის ახალ გზებს, რათა კანდიდატ ქვეყნებს ევროკავშირთან უფრო მჭიდრო კავშირი ჰქონდეთ სრულუფლებიან წევრობამდე", - განაცხადა ევროკომისარმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სლოვაკეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 12 თვით გახანგრძლივება დაბლოკა

სლოვაკეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 12 თვით გახანგრძლივება დაბლოკა

BM.GE

ნეპალში წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალი $2.56 მილიარდად შეფასდა

ნეპალში წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალი $2.56 მილიარდად შეფასდა

BM.GE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE