
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა
BM.GE|bm.ge
4 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6126 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.52 თეთრით გამყარდა.
ამასთან, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.02 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0364 ლარი გახდა.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.05 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.5359 ლარი გახდა.
ერთი ლირას კურსმა 5.39 თეთრი შეადგინა.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge