
გაგლოევი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიედნტობიდან გადადგა და პუტინის მრჩეველი გახდა - რუსული მედია
დროებით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა უფლებამოსილების მოხსნისა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სამუშაოდ გადასვლის შესახებ გამოაცხადა - ამის შესახებ რუსული მედია "რია-ნოვოსტი" იტყობინება.
"გუშინ შეხვედრა მქონდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რომელმაც შემომთავაზა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მის მრჩევლად გადასვლა, რათა ხელი შევუწყო ჩვენ მიერ ხელმოწერილი შეთანხმების რეალიზაციას და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთქმედების გაუმჯობესებას", - განაცხადა მან მიმართვაში, რომელიც ე.წ. პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მედიის ცნობით, განკარგულებას გაგლოევის მრჩევლად დანიშვნის შესახებ პუტინმა ხელი უკვე მოაწერა.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას დროებით ე.წ. მთავრობის თავმჯდომარე მარატ კამბოლოვი შეასრულებს.
BM.GE
წყარო: bm.ge