მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჰორმუზის სრუტეში ვითარება გადამზიდველებისთვის კვლავ არასტაბილურია - რას წერს საერთაშორისო მედია?
ჰორმუზის სრუტეში ვითარება გადამზიდველებისთვის კვლავ არასტაბილურია - რას წერს საერთაშორისო მედია?

ჰორმუზის სრუტეში ვითარება გადამზიდველებისთვის კვლავ არასტაბილურია - რას წერს საერთაშორისო მედია?

BM.GE23 ივნისი, 2026, 17:11|bm.ge

ჰორმუზის სრუტეში ვითარება გადამზიდველებისთვის კვლავ არასტაბილურია - ბოლო დღეებში ნაოსნობის გარკვეული აღდგენა შეინიშნება, თუმცა ტრაფიკი ომამდელ ნიშნულზე ბევრად დაბალია. 19-დან 22 ივნისამდე ჰორმუზის სრუტეში მიმდინარე მოვლენების შესახებ Yahoo Finance წერს.

დამოუკიდებელმა მონიტორინგის სამსახურმა MarineTraffic-მა ორშაბათს განაცხადა, რომ სამი დღის განმავლობაში იმ გემების მიერ, რომელთაც ე.წ. "ტრანსპონდერები" ჩართული ჰქონდათ, 71 დადასტურებული გავლა დაფიქსირდა. ომის დაწყებამდე, ხშირად, ერთ დღეში სრუტეში 100-მდე გემი გადიოდა.

"დიპლომატიური გაურკვევლობა კვლავ უარყოფითად მოქმედებს აღდგენის პროცესზე", - ნათქვამია MarineTraffic-ის განცხადებაში.

მართლაც, ირანის რევოლუციურმა გვარდიამ შაბათს განაცხადა, რომ საზღვაო გზა დაიკეტებოდა, რაზეც პრეზიდენტმა ტრამპმა სამხედრო მოქმედებების განახლების მუქარით უპასუხა და კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ აშშ-ს შეუძლია, სრუტეზე კონტროლი დაამყაროს და საკუთარი გადასახადები დააწესოს.

ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა შვეიცარიაში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ განახლებული ინფორმაცია წარმოადგინა და აღნიშნა, რომ "ძალიან კარგი საფუძველი ჩავუყარეთ საბოლოო წარმატებულ შეთანხმებას". მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სრუტე ღიაა და შემუშავდა ახალი მექანიზმები ისეთი პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა წყლის დანაღმვა. ირანულმა მხარემაც გააკეთა ოპტიმისტური კომენტარი და აღნიშნა, რომ "მნიშვნელოვანი პროგრესია" მიღწეული.

მიუხედავად ამისა, გაურკვევლობა კვლავ ნარჩუნდება, - დაწერა ორშაბათს Capital Economics-ის აზიური ბაზრების ხელმძღვანელმა თომას მათეუსმა და დასძინა, რომ განახლებულმა დაძაბულობამ "კვირის დასაწყისში ბაზრებზე გარკვეული შეშფოთება გამოიწვია".

საინვესტიციო კომპანია Raymond James-მა კი აღნიშნა, რომ კვირას სრუტეში გემების მოძრაობა შემცირდა მას შემდეგ, რაც ირანი წყლის გზის ჩაკეტვით დაიმუქრა.

"გრძელი გზაა გასავლელი მანამ, სანამ მყარი მშვიდობა დამყარდება", - წერენ ანალიტიკოსები.

ჰორმუზის უმნიშვნელოვანესი წყლის გზა - სადაც ომამდე მსოფლიო ნავთობის მეხუთედი გადიოდა - კვირას, 21 ივნისს დაწყებული სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა დიპლომატმა აღიარა, რომ სრუტესთან დაკავშირებული "ბუნდოვანი გზავნილები" მოლაპარაკებების ნაწილი გახდა.

თუმცა, ეს მოლაპარაკებები ორივე მხრიდან სულ უფრო აგრესიული რიტორიკის ფონზე მიმდინარეობს.

ირანის ახლად შექმნილმა "სპარსეთის ყურის სრუტის უწყებამ" - ორგანომ, რომელმაც მომავალში გემების მოძრაობის მართვისთვის საფასური უნდა აკრიფოს - 19 ივნისს განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში სრუტის გასავლელად გემებმა "სათანადო სატრანზიტო განაცხადები უნდა წარადგინონ", თუმცა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე გადასახადი არ დაწესდება.

20 ივნისს კი, თეირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ლიბანში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო წყლის გზა ჩაკეტილად გამოაცხადა. როგორც ჩანს, ამ მუქარამ კვირას გემების მოძრაობა შეაფერხა, თუმცა არ შეუჩერებია. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ოპერატიულად უპასუხა, რომ "საერთაშორისო საზღვაო გზაზე უსაფრთხო ნაოსნობა უცვლელი რჩებოდა".

პრეზიდენტმა ტრამპმა შაბათ-კვირას სოციალურ ქსელში რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ "ნავთობი მოედინება" და რომ ირანი გადასახადებს ვერ დააწესებს, თუმცა შესაძლოა ეს აშშ-მა გააკეთოს.

კვირას მან კიდევ უფრო მკაცრი განცხადება გააკეთა და ტელეკომპანია Fox News-ს განუცხადა: "საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა სრუტეზე კონტროლი დავამყაროთ. მათ მიწასთან გავასწორებ".

ორშაბათს, აშშ-ში დაბრუნებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას, ვენსმა ორივე მხარის მუქარები უმნიშვნელოდ მიიჩნია და მათ "ცარიელი ლაპარაკი" უწოდა. თუმცა მან აღიარა, რომ ირანელები "იმუქრებოდნენ მოლაპარაკებების დატოვებით, ან მინიმუმ სოციალურ ქსელებში იყო ასეთი მუქარები, მაგრამ ჩვენ გუშინ ღამის პირველ საათამდე ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს".

ვითარება ადგილზე ჯერჯერობით შედარებით სტაბილური რჩება.

სავაჭრო ანალიტიკურმა ფირმა Kpler-მა განაცხადა, რომ კატარმა ორშაბათს ოთხი თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერი გაგზავნა ჰორმუზის სრუტეში, მიუხედავად ირანის განცხადებებისა საზღვაო გზის ჩაკეტვის შესახებ.

ენერგეტიკულმა ბაზრებმაც პოზიტიურად შეაფასეს მოვლენები: ნედლი ნავთობის ფასი შემცირდა და ბარელზე 80 დოლარს ჩამოსცდა, ხოლო ტრამპის ადმინისტრაცია ხაზს უსვამდა, რომ სრუტეში "ძალიან დიდი ტანკერები" გადიან. გარდა ამისა, ორშაბათს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ოფიციალურად მოხსნა სანქციები ირანულ ნავთობზე 21 აგვისტომდე.

გრეგორი ბრიუმ, Eurasia Group-ის წამყვანმა ანალიტიკოსმა ირანისა და ნავთობის საკითხებში, აღნიშნა, რომ მოძრაობა "ომამდელ დონესთან შედარებით კვლავ სუსტია, თუმცა გემები მაინც გადაადგილდებიან".

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სკამი, რომელზედაც ილია თოფურია UFC Freedom 250-ზე იჯდა აუქციონზე იყიდება

სკამი, რომელზედაც ილია თოფურია UFC Freedom 250-ზე იჯდა აუქციონზე იყიდება

BM.GE

"მწვავე პრობლემად საჯარო მოხელეთა გათავისუფლების ფაქტები გამოიკვეთა" - ომბუდსმენის ანგარიში

"მწვავე პრობლემად საჯარო მოხელეთა გათავისუფლების ფაქტები გამოიკვეთა" - ომბუდსმენის ანგარიში

BM.GE

ალდაგი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ავტომფლობელებს 10 მილიონ ლარს აუნაზღაურებს

ალდაგი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ავტომფლობელებს 10 მილიონ ლარს აუნაზღაურებს

BM.GE

მაუწყებლის ბორდში უმრავლესობის კვოტით დავით ქართველიშვილი და გია მურღულია აირჩიეს - ოპოზიციის ადგილი ვაკანტურია

მაუწყებლის ბორდში უმრავლესობის კვოტით დავით ქართველიშვილი და გია მურღულია აირჩიეს - ოპოზიციის ადგილი ვაკანტურია

BM.GE