მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გალფის მთელ ქსელში ჩამსხმელი ოპერატორის სრულ სერვისს, QR თვითმომსახურების სერვისიც დაემატა
გალფის მთელ ქსელში ჩამსხმელი ოპერატორის სრულ სერვისს, QR თვითმომსახურების სერვისიც დაემატა

გალფის მთელ ქსელში ჩამსხმელი ოპერატორის სრულ სერვისს, QR თვითმომსახურების სერვისიც დაემატა

BM.GE14 ივლისი, 2026, 13:30|bm.ge

QR თვითმომსახურების სერვისი, რომელიც გალფის Self Service სადგურებზე მოქმედებდა და მომხმარებლებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობდა, უკვე საქართველოს მასშტაბით გალფის მთელ ქსელში დაინერგა. დღეიდან მომხმარებლებს უკვე ნებისმიერ გალფის სადგურზე შეუძლიათ ისარგებლონ QR თვითმომსახურებით - დაასკანერონ სადგურზე განთავსებული QR კოდი, გადაიხადონ საწვავის ღირებულება Gulf Club-ის მობილური აპლიკაციით და საწვავი ავტომობილში თავად ჩაასხან. ასეთ დროს მომხმარებელი უფრო მეტი ფასდაკლებით სარგებლობს საწვავზე, ვიდრე ჩამსხმელი ოპერატორის მომსახურების შემთხვევაში. გარდა ამისა აღნიშნული სერვისი საწვავის ჩასხმის პროცესს უფრო მარტივს და სწრაფს ხდის.

QR თვითმომსახურების სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა Gulf Club-ის მობილური აპლიკაციის გადმოწერა, ავტორიზაციის გავლა და საბანკო ბარათის დამატება. ამის შემდეგ მომხმარებელი აპლიკაციით ასკანერებს სადგურზე განთავსებულ QR კოდს, ირჩევს საწვავის ტიპს, უთითებს სასურველ თანხას ან ლიტრაჟს, იხდის თანხას და თავად ასხამს საწვავს. QR გადახდისას საწვავის ღირებულების დაფარვა შესაძლებელია როგორც საბანკო ბარათით, ისე Gulf Club-ის ქულებით.

QR თვითმომსახურების სერვისის მთელ ქსელში გაფართოებით, გალფი მომხმარებლებს აძლევს არჩევანის მეტ თავისუფლებას - ისარგებლოს როგორც ჩამსხმელი ოპერატორის მომსახურების სრული სერვისით, ასევე სურვილის შემთხვევაში ისარგებლოს თვითმომსახურების უპირატესობებით რაც საწვავის შეძენის უფრო თანამედროვე, სწრაფ და ხელსაყრელ შესაძლებლობას გულისხმობს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 109 სტატია.

  • მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენსიმედი
  • ტრამპის განცხადებით, ირანი სრული ჩამოშლის პროცესშიარუსთავი 2
  • მამუკა მდინარაძის პრესსამსახური ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე: სრული აბსურდიაფორმულა
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
სრულად →

მსგავსი სტატიები

ყაზახეთის მთავრობა გადადგა

ყაზახეთის მთავრობა გადადგა

BM.GE

საქართველოში ნორვეგიას ახალი ელჩი ჰყავს

საქართველოში ნორვეგიას ახალი ელჩი ჰყავს

BM.GE

NVIDIA-ს შეფასება ერთ დღეში $440 მილიარდით გაიზარდა

NVIDIA-ს შეფასება ერთ დღეში $440 მილიარდით გაიზარდა

BM.GE

ძლიერმა წვიმამ ზესტაფონის სოფელ სვირში საუბნო გზები დააზიანა, დაიტბორა სახნავ-სათესი მიწები | რა ვითარებაა დღეს?

ძლიერმა წვიმამ ზესტაფონის სოფელ სვირში საუბნო გზები დააზიანა, დაიტბორა სახნავ-სათესი მიწები | რა ვითარებაა დღეს?

BM.GE