მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Galt&Taggart-მა 2026 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.5%-მდე, ინფლაციის 5.1%-მდე გაზარდა
Galt&Taggart-მა 2026 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.5%-მდე, ინფლაციის 5.1%-მდე გაზარდა

Galt&Taggart-მა 2026 წლისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.5%-მდე, ინფლაციის 5.1%-მდე გაზარდა

BM.GE4 აგვისტო, 2026, 15:45|bm.ge

Galt&Taggart-მა 2026 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.5%-მდე გაზარდა.

როგორც საინვესტიციო ბანკი ეკონომიკურ მიმოხილვაში აღნიშნავს, წლის პირველი ნახევრის ძლიერი ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით, 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-დან 7.5%-მდე გაზარდეს.

“საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის ივნისში რეალური მშპ-ის წლიური ზრდა 8.6%-მდე დაჩქარდა, წინა თვის 6.4%-იანი ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკა 7.9%-ით გაიზარდა. ივნისის ზრდა ძირითადად განაპირობა დამამუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტის, მშენებლობის, ინფორმაცია & კომუნიკაციის და საფინანსო საქმიანობის დარგებმა. ამასთან, კლება დაფიქსირდა ენერგეტიკის და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებში”, - ნათქვამია მიმოხილვაში.

ამასთან, Galt&Taggart-მა მიმდინარე წლისთვის ინფლაციის პროგნოზსაც გადახედა. საინვესტიციო ბანკი ვარაუდობს, რომ წელს საშუალო ინფლაცია 5.1% იქნება, ნაცვლად აქამდე ნავარაუდევი 4.8%-ისა. როგორც საინვესტიციო ბანკი აღნიშნავს, ივლისში ჰორმუზის სრუტის დაკეტვის შემდეგ ნავთობის გლობალური ფასების ზრდა, სავარაუდოდ, მომდევნო თვეებში ენერგომატარებლების ფასების მოსალოდნელ შენელებას შეაფერხებს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლისთვის საშუალო ინფლაციის პროგნოზი 4.9%-დან 5.2%-მდე გაზარდა ეროვნულმა ბანკმაც. როგორც სებ-ში განმარტავენ, ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ ენერგორესურსების საერთაშორისო ფასების მერყეობა გაზარდა. ამასთან, კონფლიქტის გახანგრძლივების შემთხვევაში ენერგორესურსების გაძვირების არაპირდაპირი ინფლაციური ეფექტების რისკებიც იზრდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რამდენი სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა/მიმდინარეობს აჭარაში? | ირაკლი კობახიძე

რამდენი სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა/მიმდინარეობს აჭარაში? | ირაკლი კობახიძე

BM.GE

ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში საწვავის ფასებს გაუსაძლისი უწოდა

ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში საწვავის ფასებს გაუსაძლისი უწოდა

BM.GE

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

BM.GE

„23 წელია ამ ბიზნესში ვარ და ასეთი ცუდი წელი ჯერ არ გვქონია“ — რა ხდება ავტობაზარზე?

„23 წელია ამ ბიზნესში ვარ და ასეთი ცუდი წელი ჯერ არ გვქონია“ — რა ხდება ავტობაზარზე?

BM.GE