მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გამარჯვებაზე - ₾90 000, ჩემპიონობაზე - ₾900 000 | მთავრობამ რაგბის ახალგაზრდული ნაკრებისთვის ფულადი პრიზები დააწესა
გამარჯვებაზე - ₾90 000, ჩემპიონობაზე - ₾900 000 | მთავრობამ რაგბის ახალგაზრდული ნაკრებისთვის ფულადი პრიზები დააწესა

გამარჯვებაზე - ₾90 000, ჩემპიონობაზე - ₾900 000 | მთავრობამ რაგბის ახალგაზრდული ნაკრებისთვის ფულადი პრიზები დააწესა

BM.GE4 მაისი, 2026, 17:10|bm.ge

მთავრობამ „სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამაში“ ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვითაც თხუთმეტკაცა რაგბიში ახალგაზრდული ნაკრები გუნდებისთვის ფულადი ჯილდოების ოდენობა და პირობები დაზუსტდა.

ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დადგენილებით, ახალგაზრდა მორაგბეები სოლიდურ პრემიებს როგორც მსოფლიო, ისე ევროპის ჩემპიონატებზე წარმატებისთვის მიიღებენ.

ცვლილებების თანახმად, მსოფლიო ჩემპიონატზე საპრიზო ადგილების დაკავებისთვის შემდეგი ჯილდოები დაწესდა:

• I ადგილი (ჩემპიონობა): 900 000 ლარი; • II ადგილი: 600 000 ლარი; • III ადგილი: 450 000 ლარი.

გარდა ამისა, ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული თითოეული გამარჯვებისთვის 90 000 ლარით დაჯილდოვდება. რაც შეეხება კონტინენტურ პირველობას, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში გუნდი 200 000 ლარს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ დადგენილების ერთ-ერთი პუნქტი უკუძალით ვრცელდება 2025 წლის შედეგებზეც. კერძოდ, მსოფლიო ჩემპიონატზე თითოეულ მოგებაზე დაწესებული 90-ათასლარიანი პრიზი შეეხება იმ გამარჯვებებსაც, რომლებიც ახალგაზრდულმა ნაკრებმა 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე მოიპოვა.

სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამაში ეს ცვლილებები მიზნად ისახავს რაგბის პოპულარიზაციას და ახალგაზრდა მოთამაშეების მოტივაციის ამაღლებას საერთაშორისო ასპარეზზე.

დადგენილება უკვე ამოქმედდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში, გამწვანების ღონისძიებები გორში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტაში, თელავში, წალენჯიხაში, ზუგდიდსა და მცხეთაში გაიმართარუსთავი 2
  • თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდაფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანატვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE