მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „გამიმართლა“, რომ სხვა უცხო ენები არ ვიცი, თორემ, ალბათ, სხვა ქვეყნების „აგენტადაც“ გამომაცხადებდნენ - ირაკლი ღარიბაშვილი
„გამიმართლა“, რომ სხვა უცხო ენები არ ვიცი, თორემ, ალბათ, სხვა ქვეყნების „აგენტადაც“ გამომაცხადებდნენ - ირაკლი ღარიბაშვილი

„გამიმართლა“, რომ სხვა უცხო ენები არ ვიცი, თორემ, ალბათ, სხვა ქვეყნების „აგენტადაც“ გამომაცხადებდნენ - ირაკლი ღარიბაშვილი

BM.GE7 სექტემბერი, 2026, 23:29|bm.ge

ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება "ტყუილად წვალობს", როდესაც მას "დიფ-სტეიტის" აგენტად აცხადებს. ამის შესახებ ის თავის მე-6 წერილში წერს. „გამიმართლა“, რომ სხვა უცხო ენები არ ვიცი, თორემ, ალბათ, სხვა ქვეყნების „აგენტადაც“ გამომაცხადებდნენ - წერს ღარიბაშვილი და ხელისუფლებას მოუწოდებს თავი დაანებონ მის წინააღმდეგ წარმოებულ ბინძურ თამაშებს.

"ქართული ოცნების" ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამ წერილში პასუხს არავის სცემს შალვა პაპუაშვილის გარდა და ამბობს, რომ ის არავის ებრძვის.

"ხელისუფლების პანიკურმა რეაქციამ და აბსოლუტურად არაადეკვატურმა ქცევამ სისტემის სრული ლუსტრაცია მოახდინა. საზოგადოებამ იხილა ხელისუფლების მორიგი სასაცილო და, ამავდროულად, სრულიად ამაზრზენი და ტრაგიკული მასკარადი.

ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას დროული და გამჭვირვალე განმარტებები გაეკეთებინა კონკრეტულ ფაქტებსა და დასმულ კითხვებთან დაკავშირებით, ვიხილეთ არასერიოზული გამოკითხვების სერია, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ჩემი დაკავშირება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და პროცესის იმგვარად წარმოჩენა, თითქოს ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი და რადიკალურ ოპოზიციასთან კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო.

ასევე, ამ დღეებში გავარკვიე, რომ თურმე „დიფ-სტეიტის“ აგენტი ვყოფილვარ და, ამავდროულად, საფრანგეთის აგენტი.. „გამიმართლა“, რომ სხვა უცხო ენები არ ვიცი, თორემ, ალბათ, სხვა ქვეყნების „აგენტადაც“ გამომაცხადებდნენ...

ამ სასაცილო და უსუსურ პროპაგანდისტულ მეთოდზე ხელისუფლებას მინდა შემდეგი პასუხი გავცე: ტყუილად ნუ წვალობთ! როგორც წყალი და ზეთი არ შეერევა ერთმანეთს, ისევე შეუძლებელია ჩემი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთმანეთთან დაკავშირება!

საზოგადოებას შევახსენებ, რომ, როგორც გავიგე, თითქმის ხუთი თვეა მიმდინარეობს გამოძიება ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე, თუმცა ის ადამიანები და ჟურნალისტები, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში საჯაროდ სვამდნენ კითხვებს, დღემდე არ დაუკითხავთ. სამაგიეროდ, ჩემი წერილის გამოქვეყნებისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყეს ყველა იმ ადამიანის დაკითხვა, ვინც საჯაროდ გამოეხმაურა ჩემს წერილს.

თავი დაანებეთ ჩემ წინააღმდეგ ამ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს! ხალხმა იცის, ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი, და ჩვენი საზოგადოება ჩემს სიტყვასა და თქვენს სიტყვას ძალიან კარგად განასხვავებს.

ხალხმა ისიც კარგად იცის, რომ მე არც დასავლეთს, არც აღმოსავლეთს, არც ჩრდილოეთს და არც სამხრეთს არ ვემსახურები. მე საქართველოს ვემსახურები! ბოლო დღეებში ბევრი სახედაკარგული ადამიანის უღირსი, ყალბი და ფარისევლური განცხადება და კომენტარი მოვისმინე.

შესაძლოა, მათ აქვთ მოლოდინი, რომ პასუხს გავცემ, მაგრამ მინდა ვუთხრა მათ, რომ ისინი ჩემგან პასუხის ღირსნიც კი არ არიან.

მხოლოდ შალვა პაპუაშვილს მინდა ვუპასუხო: შალვა, ეს არ არის სამართლებრივი პროცესი - ეს არის დაუნდობელი პოლიტიკური დევნა!

აქვე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ყველას: მე არავის ვებრძვი - ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით… ახლა კი მე იძულებული ვარ დავიცვა ჩემი თავი და ჩემი ოჯახი ამ უსამართლობისა და სისასტიკისგან", - წერს ღარიბაშვილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ღარიბაშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 216 სტატია.

  • ღარიბაშვილი: საზოგადოებამ იხილა ხელისუფლების სასაცილო, ამაზრზენი და ტრაგიკული მასკარადიფორმულა
  • ირაკლი ღარიბაშვილი "ქართულ ოცნებას" პასუხობს - ახალი წერილიტვ პირველი
  • გიორგი ვოლსკი ღარიბაშვილზე: ძალიან მიმძიმს ირაკლიზე საუბარი, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ სპეკულაციური თემის კალათაში შემოტანა არის კიდევ ერთი გარკვეული მცდელობა, რომ იქნებ რაიმე მძიმე პროცესი განვითარდეს, რაც პირადად მისთვის იქნება შვების მომტანი. მაინც მგონია, რომ შეცდომაშია შეყვანილი ამ რევოლუციური ჯგუფის მიერიმედი
  • ცოტნე ანანიძე:  იქმნება შთაბეჭდილება, რომ ღარიბაშვილი და სააკაშვილი, ციხეში, ერთმანეთს გადაძახილებით ეხმარებიან პოლიტიკური წერილების წერაშირუსთავი 2
ღარიბაშვილის →

მსგავსი სტატიები

დონალდ ტრამპმა ნიუ-მექსიკოს შტატისთვის „ნიუ-ამერიკის“ დარქმევის ინიციატივა წამოაყენა

დონალდ ტრამპმა ნიუ-მექსიკოს შტატისთვის „ნიუ-ამერიკის“ დარქმევის ინიციატივა წამოაყენა

BM.GE

ბათუმის სასტუმროებში ტურისტების სეგმენტი იცვლება - როგორია ტენდენციები?

ბათუმის სასტუმროებში ტურისტების სეგმენტი იცვლება - როგორია ტენდენციები?

BM.GE

"მთვარე ჩვენია" - დონალდ ტრამპი

"მთვარე ჩვენია" - დონალდ ტრამპი

BM.GE

მერია თბილისის მეტროს პირველი ხაზის 5 კილომეტრით დაგრძელებას კვლავ გეგმავს - გიორგი შარკოვი

მერია თბილისის მეტროს პირველი ხაზის 5 კილომეტრით დაგრძელებას კვლავ გეგმავს - გიორგი შარკოვი

BM.GE