მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გამოფენებზე შენი ქვეყნის გაცნობისას, ყველაზე მაგარი ღვინო უნდა წარადგინო - „დების ღვინო“ გამოწვევებზე
გამოფენებზე შენი ქვეყნის გაცნობისას, ყველაზე მაგარი ღვინო უნდა წარადგინო - „დების ღვინო“ გამოწვევებზე

გამოფენებზე შენი ქვეყნის გაცნობისას, ყველაზე მაგარი ღვინო უნდა წარადგინო - „დების ღვინო“ გამოწვევებზე

BM.GE26 მაისი, 2026, 13:23|bm.ge

მეღვინეობის "დების ღვინო" დამფუძნებელი თამთა აივაზიშვილი აცხადებს, რომ ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობის ზრდის პროცესში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორი კომუნიკაცია და პასუხისმგებელი სტრუქტურების მიერ ინფორმაციის დროული და კოორდინირებული გავრცელებაა. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა.

„გამოფენებზე როდესაც შენ ქვეყანას აცნობ, იქ ყველაზე მაგარი ღვინოები უნდა გქონდეს წარმოდგენილი, რომ ღონისძიებიდან გამოსული ხალხი ეგრევე შენ მოგაწყდეს. თითოეული ასეთი შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, თუ გვინდა რეალური შედეგი მივიღოთ და არა უბრალოდ ფორმალურად მივიღოთ მონაწილეობა“, - აცხადებს ის.

საერთაშორისო გამოფენებში ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მეღვინეების აქტიური მონაწილეობის მიუხედავად, მეღვინე მიიჩნევს, რომ ქართული ღვინის წარდგენის ღონისძიებები და საინფორმაციო მხარდაჭერა ხშირად არასაკმარისად არის კოორდინირებული, რაც სექტორის ეფექტიანობას ამცირებს და მეღვინეებს ზოგჯერ კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად საექსპორტო ფასების შემცირებას აიძულებს. თამთა აივაზიშვილი ბოლო პერიოდში ვენაში გამართულ ღვინის გამოფენას იხსენებს:

"ცოტა ხნის წინ ვენაში საკმაოდ მასშტაბურ ღვინის გამოფენაში ვმონაწილეობდით, სადაც საქართველოსაც საკუთარი სივრცე ჰქონდა. დიდი ინტერესი იყო იტალიური, ფრანგული და სხვა ქვეყნების ღვინოების მიმართ, თუმცა საქართველო ჯერ კიდევ ვერ არის იმ დონეზე, რომ სრულად კონკურენტუნარიანი იყოს, მათ შორის ფასის კუთხითაც.

თვითონ გამოფენა საოცარ გარემოში ჩატარდა. პატარა ქვეყნის წარდგენა ასეთ პლატფორმაზე უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ბევრი ღონისძიების, ლექციის და ქართული ღვინის დეგუსტაციის შესახებ, რომელიც პროგრამაში ყოფილა, საერთოდ არაფერი ვიცოდით. მეტიც, დამთვალიერებლისგან გავიგე, რომ ქართული ღვინის დეგუსტაცია ტარდებოდა. რა შედეგები მოიტანა ამ დეგუსტაციამ, არ ვიცი", - აღნიშნავს ის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ქსელებში ფასების დაახლოების რისკი მაღალია - რიტეილ ექსპერტი ekalata.gov.ge-ზე

ქსელებში ფასების დაახლოების რისკი მაღალია - რიტეილ ექსპერტი ekalata.gov.ge-ზე

BM.GE

სახელმწიფო თბილისის აეროპორტის სიახლოვეს 7586 კვ.მ. არასასოფლო მიწას ყიდის|აუქციონის პირობები

სახელმწიფო თბილისის აეროპორტის სიახლოვეს 7586 კვ.მ. არასასოფლო მიწას ყიდის|აუქციონის პირობები

BM.GE

„საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები სასურველია რეგიონის, ასევე ევროპის და ნებისმიერი ქვეყნისთვის“ - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

„საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები სასურველია რეგიონის, ასევე ევროპის და ნებისმიერი ქვეყნისთვის“ - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

BM.GE

Wildberries-ის საწყობზე კიდევ ერთი თავდასხმა ვოლგოგრადში განხორციელდა

Wildberries-ის საწყობზე კიდევ ერთი თავდასხმა ვოლგოგრადში განხორციელდა

BM.GE