მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გამორჩეული არქიტექტურა და თბილისის ისტორიული მემკვიდრეობის თანამედროვე ხედვა - Archi Grand Avenue
გამორჩეული არქიტექტურა და თბილისის ისტორიული მემკვიდრეობის თანამედროვე ხედვა - Archi Grand Avenue

გამორჩეული არქიტექტურა და თბილისის ისტორიული მემკვიდრეობის თანამედროვე ხედვა - Archi Grand Avenue

BM.GE26 სექტემბერი, 2026, 14:00|bm.ge

#1 დეველოპერული კომპანია არქის პოდკასტის მეორე სერია Grand Avenue-ს გამორჩეულ არქიტექტურასა და თბილისის ისტორიული მემკვიდრეობის თანამედროვე, ცოცხალ და მრავალფუნქციურ სივრცედ გარდაქმნის შესახებ მოგვითხობს.

ქალაქის ახალი ცენტრის ხედვას, მის არქიტექტურულ კონცეფციასა და მნიშვნელობას საერთაშორისო მასშტაბით წამყვანი პროფესიონალების გუნდი, Archi Grand Avenue-ს პროექტში ჩართული საერთაშორისო არქიტექტორები განიხილავენ: ვეი აპ ოი - Wei Yap Architects მმართველი პარტნიორი, 25+ წლიანი გლობალური გამოცდილებით ავსტრალიის, აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და კავკასიის ბაზრებზე; ავი ალკაში - Alkaş & Han Spaces-ის დამფუძნებელი და სავაჭრო ცენტრებისა და PropTech-ის გლობალური ექსპერტი; ტობი ორსბორნი - Benoy-ს დირექტორი და ლონდონის არქიტექტურული გუნდის ხელმძღვანელი.

კითხვაზე - რატომ არის ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის შენარჩუნება და ტრანსფორმაცია მნიშვნელოვანი, Wei Yap Architects-ის მმართველმა პარტნიორმა, ვეი იაპ ოიმ აღნიშნა, რომ ქარხნის ტერიტორია საქართველოსა და მთელი რეგიონის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია:

"თითოეულ ქალაქს აქვს ისტორიის ის ნაწილი, რომელიც მის კონკრეტულ ეპოქას ასახავს. კერძოდ, ამ შემთხვევაში - რკინიგზა და რკინიგზის როლი საქართველოში და როგორ შეცვალა რკინიგზამ ცხოვრება არა მხოლოდ საქართველოს შიგნით, არამედ მთლიანად რეგიონში. ეს მემკვიდრეობა მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ გვახსოვდეს.

ეს კონკრეტული მატარებლების დეპო იმ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია, რომელიც მკაფიოდ მეტყველებს იმ ეპოქაზე და, რაც მთავარია, ნამდვილად ღირს შესანარჩუნებლად. ეს სივრცე, რომელშიც ახლა ვართ, არა მხოლოდ უნდა შევინარჩუნოთ, არამედ მივანიჭოთ მას აქტუალობა და ღირებულება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აქ თუ ამ ტერიტორიის მიღმა იცხოვრებენ. 15-წუთიანი ქალაქის კონცეფცია არა მხოლოდ ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე, არამედ მთელ სამეზობლოზე მოახდენს გავლენას", - ამბობს ვეი იაპ ოი.

Alkas & Han Spaces-ის ხელმძღვანელის, ავი ალკაშის განმარტებით, პროექტის მთავარი ღირსება ისაა, რომ სტანდარტული მოლის აშენების ნაცვლად, დაგეგმარება ისტორიულ სტრუქტურას ორგანულად ერგება:

"კომპანია Benoy-ს მიმდინარე დიზაინით, ისინი არსებულ სტრუქტურაში ნამდვილად ქმნიან მარტივ და თვალსაჩინო მარშრუტს საცალო ვაჭრობისთვის. ამავდროულად ინარჩუნებენ გრძელვადიან პერსპექტივებსა და შენობის შინაარსს. ასე რომ, სტანდარტული სავაჭრო ცენტრის გეგმების ან სტრუქტურის განთავსების ნაცვლად, ჩვენ ვერგებით არსებულ გეგმარებას.

ჩვენ ვქმნით ზონებს გასტრონომიული ობიექტებისთვის, შემოქმედებითი სახელოსნოებისთვის, საერთო სამუშაო სივრცეებისთვის, საცალო ვაჭრობისთვის და საბავშვო გასართობი ზონისთვის. ასევე, ამ ადგილს შეუძლია დღის განმავლობაში 18-საათიან აქტივობას უმასპინძლოს.

ავთენტურობას ნულიდან ვერ შექმნი, ამიტომ ამ ადგილის ავთენტურობის შენარჩუნებით ჩვენ თანამედროვეობასაც ვნერგავთ. ასე რომ, წარსულიდან მომავლისკენ ჩვენ ვაპირებთ შევქმნათ კარგი მაგალითი", - ამბობს ავი ალკაში.

როგორც ცნობილი ბრიტანული არქიტექტურული ბიუროს, Benoy-ს დირექტორმა და არქიტექტურის ხელმძღვანელმა, ტობი ორსბორნმა განაცხადა, პროექტი მასშტაბითა და შინაარსით თავად ლოკაციის საზღვრებს სცდება:

"ამ შენობის მნიშვნელობა და ის ფუნქციური ერთეულები, რომლებსაც აქ განვათავსებთ, გრძელვადიანია და ამ სივრცესაც სცდება. ამ ყველაფერს ეფექტი ექნება თბილისზე, როგორც ქალაქზე, მის იდენტობაზე, სულსა და კულტურაზე.

ასეთი გუნდის ჩამოყალიბებითა და ადგილობრივ გუნდთან გაერთიანებით, ჩვენ შეგვიძლია აქ შემოვიტანოთ საერთაშორისო შთაგონება ადგილობრივ საჭიროებებთან ერთად, რათა შევქმნათ რაღაც საერთაშორისო, მაგრამ ამავდროულად ნამდვილად ძალიან ადგილობრივი - ქართული კულტურით, ინფრასტრუქტურითა და ცხოვრების წესით. ანუ, ფაქტობრივად შევქმნათ კულტურის, გასტრონომიის, შემოქმედებითობისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ცოცხალი ეკოსისტემა.

ეს იქნება ადგილი, რომელიც ხალხს შეუყვარდება. ჩვენ - არქიტექტორების გუნდი, ერთობლივად ვმუშაობთ იმაზე, რომ შევქმნათ სივრცე, სადაც ადამიანები აღმოაჩენენ, შექმნიან, ისწავლიან და სასიამოვნო დროს გაატარებენ", - ამბობს ტობი ორსბორნი.

ვეი იაპ ოის შეფასებით, ქალაქის ცენტრში ასეთი მასშტაბის სივრცის ათვისება იშვიათი შესაძლებლობაა, რაც პროექტს მსოფლიო სტანდარტის ნამუშევრად აქცევს:

"იშვიათია, როდესაც ქალაქის შუაგულში ახალი ცენტრის შესაქმნელად ასეთი შესანიშნავი შესაძლებლობა გვეძლევა. ამ მასშტაბიდან გამომდინარე, ყველაფერი, რასაც ურბანული განვითარების, ხელახალი გამოყენებისა თუ გარემოს ახლებურად გააზრების გზით აქ განვახორციელებთ, თავისთავად მემკვიდრეობად იქცევა.

პროექტის გადმოსახედიდან, ესაა იდეალური შესაძლებლობა, რათა ასეთი დიდი ტერიტორია თბილისში ცხოვრების სტილის ახალი სტანდარტის დასამკვიდრებლად გამოვიყენოთ. დავნერგოთ უპრეცედენტო ხარისხი და, შესაბამისად, აქაური მსოფლიო სტანდარტის პროექტად ვაქციოთ", - ამბობს Wei Yap Architects-ის მმართველი პარტნიორი.

თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე დეველოპერული კომპანია "არქი" ახალ მულტიფუნქციურ კომპლექსს "გრანდ ავენიუს" აშენებს. პროექტი "ქალაქი ქალაქში" კონცეფციით ხორციელდება, სადაც ტერიტორიაზე არსებული ძველი ვაგონშემკეთებელი ქარხანა ახალ დანიშნულების ადგილად გადაიქცევა.

საცხოვრებელი და რეკრეაციული ზონები, პადელ-ცენტრი, მუზეუმი, 2500 კვ.მ-ის სპორტდარბაზი, გასტრონომიული ჰაბი, სპორტული მოედნები, ველობილიკები, საბავშვო სივრცეები, სკოლა, საბავშვო ბაღი, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ბოულინგ კლუბი, რამდენიმედონიანი პარკინგი, წერეთლის გამზირთან დამაკავშირებელი გვირაბი და ხელმისაწვდომი ლოკაცია - ეს ყველაფერი "გრანდ ავენიუს" უძრავი ქონების შესყიდვის მსურველებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 193 სტატია.

  • „თბილისი მარათონის“ გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდებაიმედი
  • მოსკოვმა, ოკუპირებულმა სოხუმმა და ცხინვალმა თბილისს მოთხონები წაუყენესფორმულა
  • სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა სომხეთის დროშის ფერებში განათდარუსთავი 2
  • თბილისში საფრანგეთის და რუსეთის მოქალაქეები გარდაცვლილები ნახესტვ პირველი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა საქართველოს ენერგეტიკის სექტორზე დაფინანსების გაცემა შეზღუდეს - მაია მელიქიძე

საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა საქართველოს ენერგეტიკის სექტორზე დაფინანსების გაცემა შეზღუდეს - მაია მელიქიძე

BM.GE

ქართული სტარტაპი SAZEO რუმინეთის საერთაშორისო ენერგეტიკულ გამოფენაზე - ახალი შესაძლებლობები ევროპულ ბაზარზე

ქართული სტარტაპი SAZEO რუმინეთის საერთაშორისო ენერგეტიკულ გამოფენაზე - ახალი შესაძლებლობები ევროპულ ბაზარზე

BM.GE

ცენტრალური წყალმომარაგების მაგისტრალის ახალ მილზე გადაერთების სამუშაოები დაიწყო - წყალი 80 000-მდე აბონენტს შეუწყდა

ცენტრალური წყალმომარაგების მაგისტრალის ახალ მილზე გადაერთების სამუშაოები დაიწყო - წყალი 80 000-მდე აბონენტს შეუწყდა

BM.GE

გამორჩეული არქიტექტურა და თბილისის ისტორიული მემკვიდრეობის თანამედროვე ხედვა - Archi Grand Avenue

გამორჩეული არქიტექტურა და თბილისის ისტორიული მემკვიდრეობის თანამედროვე ხედვა - Archi Grand Avenue

BM.GE