მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. განათლების მინისტრი ელის, რომ სასკოლო ფორმებით 15 სექტემბერს მხოლოდ პირველკლასელები იქნებიან უზრუნველყოფილნი
განათლების მინისტრი ელის, რომ სასკოლო ფორმებით 15 სექტემბერს მხოლოდ პირველკლასელები იქნებიან უზრუნველყოფილნი

განათლების მინისტრი ელის, რომ სასკოლო ფორმებით 15 სექტემბერს მხოლოდ პირველკლასელები იქნებიან უზრუნველყოფილნი

BM.GE28 მაისი, 2026, 15:11|bm.ge

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ მათი მოლოდინით 15 სექტემბერს სასკოლო ფორმები მხოლოდ პირველ კლასელებს ექნებათ, პირველი სემესტრის განმავლობაში კი ეს ფორმები დაწყებითი საფეხურის მოსწავლეს ექნება. ამის შესახებ მინისტრმა გივი მიქანაძემ პარლამენტში ინტერპელაციით გამოსვლისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, აზრის კვლევაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართულმა, ასევე უცხოურმა კომპანიებმა, თუმცა მათ მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს.

განათლების სამინისტრომ 25 მაისს გამოაცხადა განმეორებითი ბაზრის კვლევა სასკოლო ფორმების შესასყიდად. ამჯერად გაიზარდა პროექტის ფასი და 44.9 მილიონი ლარის ნაცვლად, მასზე 45.6 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამინისტრო საერთო ჯამში 1.8 მილიონი ერთეული სასკოლო ფორმის შესყიდვას გეგმავს. მინისტრის თქმით, ფორმები ქართული კომპანიის მიერ შეიკერება.

ამასთან, გივი მიქანაძემ განაცხადა რომ სასკოლო ფორმები ამცირებს სოციალურ განსხვავებას მოსწავლეებს შორის. მინისტრი აცხადებს, რომ ფორმების დანერგვა "კონფრონტაციის გარეშე" მოხდება.

"სასკოლო ფორმას აქვს როგორც საგანმანათლებლო, ასევე სოციალური და კულტურული მნიშვნელობა. სასკოლო ფორმა ხელს უწყობს დისციპლინისა და სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, აძლიერებს მოსწავლის კუთვნილების განცდას საკუთარი სკოლის მიმართ. ამცირებს სოციალურ განსხვავებას რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. მშობლებისთვის ხშირად ამცირებს ყოველდღიურ ხარჯებს. აყალიბებს მოწესრიგებულ და აკადემიურ გარემოს.

რაც შეეხება შესყიდვის პროცესს, ჩვენი მიზანი იყო და არის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და არ გამოვაცხადეთ საერთაშორისო ტენდერი. თუმცა ბაზრის კვლევაში მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართულმა, ასევე უცხოურმა კომპანიებმა. სამწუხაროდ, გამოვლენილმა კომპანიებმა ვერ დააკმაყოფილეს მოთხოვნები, რის გამოც პროცესი შეწყდა და ბაზრის კვლევა განმეორებით გამოცხადდა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბაზრის კვლევის დაზუსტების პროცედურები და იმედი გვაქვს რომ უახლოეს პერიოდში იქნება გამოვლენილი გამარჯვებული კომპანია და პროცესი რამდენიმე მექანიზმით არის დაცული და გადაზღვეული. ეს არის საბანკო გარანტიები, ეს არის მიწოდების ეტაპობრივი კონტროლი, ხარისხის საექსპერტო შემოწმება და ადმინისტრაციული მონიტორინგი.

იქიდან გამომდინარე, რომ საუბარი გვაქვს საკმაოდ დიდ მოცულობაზე, 1.8 მილიონი ტანსაცმლის ერთეულის შესყიდვა-მოწოდებაზე, პროცესი დაიგეგმა ეტაპობრივად, ჩვენი მოლოდინია, რომ 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი იქნება სასკოლო ფორმით უზრუნველყოფილი და პირველი სემესტრის განმავლობაში, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კლასელები სკოლის ფორმებით იქნებიან უზრუნველყოფილი.

სასკოლო ფორმა უნდა იქცეს არამხოლოდ სავალდებულო ატრიბუტად, არამედ სკოლის იდენტობის და კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად. საზოგადოებაში ხშირად ისმის კითხვა, რატომ მხოლოდ 1-6 კლასებში, აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი რომ განვიხილავთ რომ ყოველწლიურად თითო კლასი დავამატოთ. თუკი 2026 წელს მეექვსეკლასელები პირველად ჩაიცვამენ ფორმას, მომდევნო წელს დაემატება თითო კლასი და შემდეგი წლიდან მეშვიდეკლასელებიც ჩაიცვამენ ფორმას, იმის შემდეგი წლიდან კიდევ ერთი წელი. ასე ჩამოყალიბდება ფორმის კულტურა და ბავშვები შეეჩვევიან ფორმის ტარებას და არანაირ კონფრონტაციას არ ექნება ადგილი", - პარლამენტში განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ პარლამენტში დეპუტატების კითხვაზე პასუხისას.

2026-2027 სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმის ტანსაცმლის მიწოდების ვადა განსაზღვრულია სამ ეტაპად: I ეტაპი - 301 000 ცალი - 2026 წლის 15 ივნისიდან (შესაბამისი მთავრობის განკარგულების მიღებიდან) 2026 წლის 25 აგვისტომდე; II ეტაპი - 600 000 ცალი - 2026 წლის 15 ოქტომბრამდე; III ეტაპი - 900 000 ცალი - 2026 წლის 30 ნოემბრამდე

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

["ოცნების" მთავრობის] ხელში ქართველი სტუდენტის ყოველდღიურობას "დოშირაკი" ჰქვია - ტატა ხვედელიანი

["ოცნების" მთავრობის] ხელში ქართველი სტუდენტის ყოველდღიურობას "დოშირაკი" ჰქვია - ტატა ხვედელიანი

BM.GE

ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი წარმოადგენს მნიშვნელოვან სისტემურ ცვლილებას - გივი მიქანაძე

ერთი სახელმძღვანელოს პრინციპი წარმოადგენს მნიშვნელოვან სისტემურ ცვლილებას - გივი მიქანაძე

BM.GE

პროფესიული სასწავლებლების დიპლომები უმაღლესში კრედიტების სახით იქნება აღიარებული - მინისტრი

პროფესიული სასწავლებლების დიპლომები უმაღლესში კრედიტების სახით იქნება აღიარებული - მინისტრი

BM.GE

ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

BM.GE