მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. განათლების სამინისტრო თურქმენეთთან ერთობლივი პროექტების, მათ შორის გაცვლითი პროგრამების განხორციელებაზე იმუშავებს
განათლების სამინისტრო თურქმენეთთან ერთობლივი პროექტების, მათ შორის გაცვლითი პროგრამების განხორციელებაზე იმუშავებს

განათლების სამინისტრო თურქმენეთთან ერთობლივი პროექტების, მათ შორის გაცვლითი პროგრამების განხორციელებაზე იმუშავებს

BM.GE17 ივლისი, 2026, 18:31|bm.ge

განათლების სამინისტრო თურქმენეთთან ერთობლივი პროექტების, მათ შორის გაცვლითი პროგრამების, განხორციელებაზე იმუშავებს. როგორც განათლების უწყება იტყობინება, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით თურქმენეთთან მემორანდუმი გაფორმდა

„საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თურქმენეთის განათლების მინისტრთან შედგა ოფიციალური შეხვედრა, სადაც განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები.

საქართველოსა და თურქმენეთს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც იძლევა საშუალებას, პარტნიორობის გაღრმავების მიზნით, ჩამოვაყალიბოთ ქმედითი ფორმატი. კერძოდ, მინისტრის მოადგილეების დონეზე შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომელთა წარმომადგენლები იმუშავებენ, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სფეროებში ერთობლივი პროექტების, მათ შორის გაცვლითი პროგრამების, განხორციელებაზე,“ – აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, სექტემბერში თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება, სადაც საქართველოსა და თურქმენეთის განათლების მინისტრების მონაწილეობით სამუშაო ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

„სექტემბრის დასაწყისში დაიგეგმა ჩემი ვიზიტი თურქმენეთში, სადაც მინისტრების მონაწილეობით ჩატარდება პირველი სამუშაო შეხვედრა, სადაც უკვე განისაზღვრება კონკრეტული სამოქმედო გეგმა. ამ გეგმის განხორციელება მინისტრის მოადგილეებს დაევალებათ. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის – განსაკუთრებით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში. ჩვენ ორიენტირებულები ვართ, რომ არსებული ურთიერთობები განვითარდეს, გაღრმავდეს და მაქსიმალურად გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა,“ – აღნიშნა მინისტრმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტრო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 109 სტატია.

  • სავარაუდოდ, მოხდება რეგიონული განვითარების სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანება - შალვა პაპუაშვილირუსთავი 2
  • შალვა პაპუაშვილი: სავარაუდოდ, მოხდება რეგიონული განვითარების სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებაიმედი
  • ჯანდაცვის სამინისტრო იშვიათი დაავადების მედიკამენტს შეიძენსნეტგაზეთი
  • BMG: ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებსტვ პირველი
სამინისტრო →

მსგავსი სტატიები

შემოსავლების სამსახური კომპანიების საგადასახადო შემოწმებების გააქტიურებაზე Kreston Georgia-ს განცხადებას პასუხობს

შემოსავლების სამსახური კომპანიების საგადასახადო შემოწმებების გააქტიურებაზე Kreston Georgia-ს განცხადებას პასუხობს

BM.GE

აგვისტოში შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო შემოწმებები გაააქტიურა - დავით პაპიაშვილი

აგვისტოში შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო შემოწმებები გაააქტიურა - დავით პაპიაშვილი

BM.GE

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში ნავთობის გადამუშავება 20-წლიან მინიმუმამდე შეამცირეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში ნავთობის გადამუშავება 20-წლიან მინიმუმამდე შეამცირეს

BM.GE

პუტინმა პატიმრობაში მყოფ რობერტ ქოჩარიანს დაბადების დღე მიულოცა

პუტინმა პატიმრობაში მყოფ რობერტ ქოჩარიანს დაბადების დღე მიულოცა

BM.GE