მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "განიხილეს „შუა დერეფნის“ განვითარების პერსპექტივები" - რა ითქვა "სოფიას ეკონომიკურ ფორუმზე"
"განიხილეს „შუა დერეფნის“ განვითარების პერსპექტივები" - რა ითქვა "სოფიას ეკონომიკურ ფორუმზე"

"განიხილეს „შუა დერეფნის“ განვითარების პერსპექტივები" - რა ითქვა "სოფიას ეკონომიკურ ფორუმზე"

BM.GE27 ოქტომბერი, 2026, 03:05|bm.ge

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სოფიაში ვიზიტის ფარგლებში, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ველისლავა პეტროვა-ჩამოვასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ბულგარეთში, „სოფიას ეკონომიკურ ფორუმში“, რომელიც „დელფოსის ეკონომიკური ფორუმის“ ორგანიზებით გაიმართა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფორუმის ფარგლებში, განხილულ იქნა რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის აქტუალური საკითხები, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონის დაკავშირებადობის გაძლიერება, „შუა დერეფნის“ განვითარების პერსპექტივები და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

"სიტყვით გამოსვლისას, მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ როლს ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის გაძლიერების პროცესში და შავი ზღვის, როგორც რეგიონებს შორის დამაკავშირებელი სივრცის, მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა „შუა დერეფნის“, როგორც კონკურენტუნარიანი სატრანსპორტო მარშრუტის, განვითარების აუცილებლობაზე.

მინისტრმა ისაუბრა საქართველოსა და ბულგარეთს შორის დაკავშირებადობის მიმართულებით თანამშრომლობაზე და აღნიშნა შავი ზღვის პორტების, საავტომობილო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობა. ამასთან, ხაზი გაესვა პარტნიორ ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს „შუა დერეფნის“ პოტენციალის სრულად ათვისებასა და საერთაშორისო სატრანსპორტო კავშირების განვითარებას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში სტაბილური და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნასა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პერსპექტივებს. მინისტრმა, ასევე, ისაუბრა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე და ქვეყნის სტაბილურობისა და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის მნიშვნელობაზე", - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა სკანდალში გაეხვია HSBC-ის ისლამური ფონდი?

რა სკანდალში გაეხვია HSBC-ის ისლამური ფონდი?

BM.GE

როგორია მოლოდინები აშშ-ის შუალედური არჩევნების მიმართ?

როგორია მოლოდინები აშშ-ის შუალედური არჩევნების მიმართ?

BM.GE

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა, იგი გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის სამიტს დაესწრება

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა, იგი გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის სამიტს დაესწრება

BM.GE

დიდი ვალების გამო, ილონ მასკი 200-მდე AI-კომპანიის გაკოტრებას პროგნოზირებს

დიდი ვალების გამო, ილონ მასკი 200-მდე AI-კომპანიის გაკოტრებას პროგნოზირებს

BM.GE