ორიგინალი
„განვადების რვეული“ გვაქვს, ბანკებად ვიქეცით. რად გვინდა ეს, როცა სხვა მექანიზმები არსებობს?!“ - მამუკა მახარაძე
BM.GE·23:30

„განვადების რვეული“ გვაქვს, ბანკებად ვიქეცით. რად გვინდა ეს, როცა სხვა მექანიზმები არსებობს?!“ - მამუკა მახარაძე

28 ნოემბერი, 2026 · 23:30

„დეველოპერისთვის რატომ გახდა ეს არჩევანი ერთადერთი?! ბედნიერები ვართ ამით?! რაღაცამ მიგვიყვანა ხომ აქამდე?! და ეს რაღაცა იყო ზუსტად ის, რომ ჩვენივე თანხებზე წვდომა გვინდოდა გვქონოდა“, - ეს განცხადება „იელთი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, მამუკა მახარაძემ, უძრავი ქონების კონფერენცია GREMO-ზე შიდა განვადებების არსებულ პრაქტიკაზე საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, კომპანიები არსებული რეგულაციების გამო ფაქტობრივად „ბანკად იქცნენ“ და „განვადების რვეულები“ გაუჩნდათ, მაშინ როცა ბაზარზე უფრო მოქნილი და გამართული ფინანსური მექანიზმების არსებობა ბევრად უკეთესი იქნებოდა.

მახარაძემ მაგალითად მოიყვანა შემთხვევები, როდესაც პროექტის დასრულებას 2 მილიონი სჭირდებოდა, ანგარიშებზე კი 5 მილიონი იყო, თუმცა მკაცრი რეგულაციებისა და იპოთეკური გაყიდვების გამო დეველოპერი ამ თანხას ვერ ითვისებდა.

კომპანიაში ამბობენ, რომ ბაზარი მზად არის თანხები Escrow-ანგარიშზე განათავსონ და მშენებლობის პროგრესის პროპორციულად მიიღონ, თუმცა აუცილებელია, რომ რეგულაციებმა და სისტემამ, როგორც მყიდველის, ისე დეველოპერის ინტერესები თანაბრად გაითვალისწინოს.

„ჩვენ იძულებული გავხდით აქეთ გადავრთულიყავით და ბანკად ვიქეცით, რაღაც განვადების რვეული გვაქვს, რად გვინდა ეს, როცა შესაძლებელია სხვა მექანიზმები არსებობდეს. დავდოთ Escrow-ზე და ჩემი მშენებლობის პროგრესის პროპორციულად ჩაგვერიცხოს ეს თანხა, მზად ვართ ამისთვის!“ - განაცხადა მახარაძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „განვადების რვეული“ გვაქვს, ბანკებად ვიქეცით. რად გვინდა ეს, როცა სხვა მექანიზმები არსებობს?!“ - მამუკა მახარაძე

თემა: გვაქვს

ამ თემას 21 ქართული წყარო აშუქებს — სულ 75 სტატია.

  • კომერსანტი·22:50
    4-ჯერ არის გაზრდილი საქართველოს ეკონომიკა, გაზრდილია ტურიზმი, მრეწველობა, ყველა სფეროში გვაქვს ფუნდამენტური ზრდა, 28 მილიარდიდან 100 მილიარდს გადასცდა ეკონომიკა - ირაკლი კობახიძე
  • აჭარის ტელევიზია·22:30
    პრემიერი: აზერბაიჯანს ჰყავს ღირსეული ლიდერი, ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული, მეზობლური ურთიერთობები, გარკვეული საკითხებია, რაზეც არ გვაქვს საერთო პოზიცია, ერთ-ერთი საკვანძოა დავით გარეჯის საკითხი
  • რუსთავი 2·22:28
    ირაკლი კობახიძე: შობადობასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მძიმე ტენდენციები, მიგრაციასთან დაკავშირებითაც ასევე გვქონდა წლების განმავლობაში უარყოფითი მაჩვენებელი, შარშან და შარშანწინ პირველად დაფიქსირდა დადებითი მაჩვენებელი
  • იმედი·22:22
    პრემიერ-მინისტრი: შობადობასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მძიმე ტენდენციები, მიგრაციასთან დაკავშირებითაც ასევე გვქონდა წლების განმავლობაში უარყოფითი მაჩვენებელი, შარშან და შარშანწინ პირველად დაფიქსირდა დადებითი მაჩვენებელი, დადებითი მიგრაციული სალდო, ანუ იმაზე მეტი დაბრუნდა ქვეყანაში, ვიდრე ქვეყნიდან გავიდა
გვაქვსროცა

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·22:53

თავისუფლების მოედანზე აქცია მიმდინარეობს - პოლიტიკოსების განცხადებები

თავისუფლების მოედანზე აქცია მიმდინარეობს - პოლიტიკოსების განცხადებები
BM.GE·22:50

ნაძვის ხის მარაგების დაახლოებით 40% უკვე გაყიდულია - Winter Time

ნაძვის ხის მარაგების დაახლოებით 40% უკვე გაყიდულია - Winter Time
BM.GE·22:15

ჩინური BYD-ი საფრანგეთში ქარხანას ყიდულობს

ჩინური BYD-ი საფრანგეთში ქარხანას ყიდულობს
BM.GE·21:54

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება მხოლოდ დემოკრატიულ გარემოშია შესაძლებელი! - თამაზ დაუშვილი

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება მხოლოდ დემოკრატიულ გარემოშია შესაძლებელი! - თამაზ დაუშვილი
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.