მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გარდაბანში სახელმწიფო ქონება ₾3.2 მილიონად იყიდება|აუქციონი
გარდაბანში სახელმწიფო ქონება ₾3.2 მილიონად იყიდება|აუქციონი

გარდაბანში სახელმწიფო ქონება ₾3.2 მილიონად იყიდება|აუქციონი

BM.GE29 ივლისი, 2026, 13:27|bm.ge

გარდაბანში მდებარე სახელმწიფო ქონება ელექტრონულ აუქციონზე იყიდება.

კერძოდ, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გასაყიდად გამოტანილია ქალაქ გარდაბანში, დავით აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ 35930 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული მიწისქვეშა ნაგებობა, ასევე დავით აღმაშენებლის ქუჩა N81-ში მდებარე 9296 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნანგრევი. ობიექტის საწყისი საპრივატიზებო ფასი 3 210 000 ლარია, ვაჭრობის ბიჭი 5000 ლარი, ხოლო საგარანტიო თანხა 321 000 ლარი.

აუქციონს ახლავს შენიშვნა, რომ საპრივატიზებო ობიექტი მდებარეობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რუსთავი-გარდაბანი-ვახტანგისის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 13-ის მიმდებარედ. შესაბამისად, საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეუთანხმებლად აკრძალულია ნებისმიერი სამშენებლო და სხვა სახის სამუშაოთა წარმოება. ამასთან, უძრავ ქონებას კვეთს დაურეგისტრირებელი ხაზოვანი ნაგებობა (ელექტროგადამცემი ხაზი), ამიტომ მყიდველმა სამუშაოები უნდა აწარმოოს "ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების სრული დაცვით. საპრივატიზებო მიწის ნაკვეთიდან 635.00 კვ.მ-ზე ვრცელდება სერვიტუტის უფლება.

აუქციონი 20 ივლისს დაიწყო და 3 აგვისტოს სრულდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ქონების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 40 სტატია.

  • ქონების წარმომავლობასთან დაკავშირებით კითხვებს ლილუაშვილის მეუღლე უპასუხებსტვ პირველი
  • კირცხალიას თქმით, მუშაობენ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვრის გაზრდაზეფორმულა
  • ირაკლი კირცხალია: ვიმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკურ პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებითრუსთავი 2
  • ირაკლი კირცხალია: ვმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკური პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით. უფრო დადებითი კუთხით უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი - ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზეიმედი
ქონების →

მსგავსი სტატიები

რატომ შიშობენ მეცნიერები, რომ AI კაცობრიობას გაანადგურებს?

რატომ შიშობენ მეცნიერები, რომ AI კაცობრიობას გაანადგურებს?

BM.GE

რატომ იზრდება ჯანდაცვის სექტორში ფასები? - ასოციაციის შეფასება

რატომ იზრდება ჯანდაცვის სექტორში ფასები? - ასოციაციის შეფასება

BM.GE

პორტებში ახალი სასაწყობე ინფრასტრუქტურა გვჭირდება - მამუკა მურჯიკნელი

პორტებში ახალი სასაწყობე ინფრასტრუქტურა გვჭირდება - მამუკა მურჯიკნელი

BM.GE

"ეკონომიკაში რიცხვებით ჟონგლიორობას წერტილი უნდა დაესვას"|ნიკა ალავიძის ანალიზი

"ეკონომიკაში რიცხვებით ჟონგლიორობას წერტილი უნდა დაესვას"|ნიკა ალავიძის ანალიზი

BM.GE