მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რატომ იზრდება ჯანდაცვის სექტორში ფასები? - ასოციაციის შეფასება
რატომ იზრდება ჯანდაცვის სექტორში ფასები? - ასოციაციის შეფასება

რატომ იზრდება ჯანდაცვის სექტორში ფასები? - ასოციაციის შეფასება

BM.GE12 სექტემბერი, 2026, 15:01|bm.ge

საქართველოში სამედიცინო მომსახურებაზე ფასები იზრდება. საქსტატის მონაცემებით, აგვისტოში ჯანდაცვის სექტორში ფასები ჯამურად 5.2%-ით იყო გაზრდილი.

გასულ თვეს ფასები გაზრდილი იყო როგორც სამედიცინო პროდუქციაზე, ასევე ამბულატორიულ მომსახურებასა და სტომატოლოგიაზე. სამედიცინო პროდუქცია წლიურად თითქმის 9%-ით იყო გაძვირებული, ამბულატორიული მომსახურება 2.4%-ით, ხოლო სტომატოლოგის მომსახურება - 6.5%-ით.

ჯანდაცვის ასოციაციაში სექტორში ინფლაციურ პროცესებს რამდენიმე კომპონენტით ხსნიან, მათ შორის სამედიცინო პროდუქციასა და სახარჯ მასალებზე ფასების ზრდით.

როგორც ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე BMG-სთან ამბობს, ფასები ძირითადად ისეთ სამედიცინო მომსახურებაზეა გაზრდილი როგორიცაა ამბულატორია და დიაგნოსტიკური კვლევები.

ამასთან, მაია მახარაშვილის თქმით, ფასების ცვლილება არ ხდება ისეთ სამედიცინო მანიპულაციებზე, რომლებზეც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული ტარიფებია დადგენილი.

“როდესაც გაძვირებაზე ვსაუბრობთ, ჩაშლაა საჭირო, რა მიმართულებებზეა გაძვირება. ჯანდაცვის სერვისი არ არის მხოლოდ სტაციონარული მომსახურება. რა თქმა უნდა, ვინც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული, იქ არანაირ გაძვირებას ადგილი არ ჰქონია, იმიტომ რომ ეს მიმართულებები რეგულირდება და იქ ფასების ზრდა ვერ იქნება.

სხვა ისეთი მომსახურებები, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში არ იფარება, ჩვენი ვარაუდია, რომ ზუსტად ალბათ ამ მიმართულებით გაიზარდა [ფასები]. აქ შემოდის სამედიცინო ტურიზმის ნაწილიც, პლასტიკური ოპერაციები, ყბა-სახის ქირურგია, რაშიც შეიძლება საერთო ჯამში ფასების მატება ასახულიყო.

ამბულატორიული მიმართულებითაც დასაშვებია, რა თქმა უნდა, დიაგნოსტიკური კვლევები და მოხმარება. რაც არეგულირებს ფასებს, ეს არის ღია საბაზრო ეკონომიკა, მოთხოვნა იზრდება, შესაბამისად მიწოდებაც იზრდება და ამიტომ ასე კომპლექსურად რომ შევხედოთ, მოთხოვნა ამ კვლევებზე ფაქტია, რომ გაზრდილია.

რა თქმა უნდა, ყველაფერს აქვს გავლენა. მაგალითად, აპარატურა, წლიდან წლამდე იცვლება აპარატურის ფასები, იცვლება ტექნოლოგიები და როდესაც ასეთი ცვლილებებია, ახალი ტექნოლოგიები, როგორც წესი, ძვირია”, - განაცხადა მაია მახარაშვილმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რატომ შიშობენ მეცნიერები, რომ AI კაცობრიობას გაანადგურებს?

რატომ შიშობენ მეცნიერები, რომ AI კაცობრიობას გაანადგურებს?

BM.GE

პორტებში ახალი სასაწყობე ინფრასტრუქტურა გვჭირდება - მამუკა მურჯიკნელი

პორტებში ახალი სასაწყობე ინფრასტრუქტურა გვჭირდება - მამუკა მურჯიკნელი

BM.GE

"ეკონომიკაში რიცხვებით ჟონგლიორობას წერტილი უნდა დაესვას"|ნიკა ალავიძის ანალიზი

"ეკონომიკაში რიცხვებით ჟონგლიორობას წერტილი უნდა დაესვას"|ნიკა ალავიძის ანალიზი

BM.GE

12 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

12 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

BM.GE