მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გარემოს დაცვის სამინისტრო საქართველოს ეროვნული ხის შერჩევაზე მუშაობს
გარემოს დაცვის სამინისტრო საქართველოს ეროვნული ხის შერჩევაზე მუშაობს

გარემოს დაცვის სამინისტრო საქართველოს ეროვნული ხის შერჩევაზე მუშაობს

BM.GE15 ივლისი, 2026, 16:23|bm.ge

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს ეროვნული ხის შერჩევის კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი ხელმძღვანელობდა.

სამინისტროს ცნობით, როგორც გიორგი წკრიალაშვილმა განაცხადა, საქართველოს ტყე ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსია, ეროვნული ხის განსაზღვრა კი, მის პოპულარიზაციას, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და ეროვნული იდენტობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

„მოგეხსენებათ, აღნიშნული ინიციატივის მიზანია ისეთი ხის სახეობის განსაზღვრა, რომელიც საუკეთესოდ გამოხატავს საქართველოს ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობას. ეროვნული ხის განსაზღვრით ქვეყანა შეუერთდება მსოფლიოს 100-ზე მეტ სახელმწიფოს, რომლებსაც უკვე აქვთ საკუთარი ეროვნული ხე, როგორც ბუნებისა და ეროვნული იდენტობის მნიშვნელოვანი სიმბოლო“,- განაცხადა გიორგი წკრიალაშვილმა.

სამინისტროს ცნობით, სხდომის ფარგლებში კომისიის წევრებმა საქართველოს ეროვნული ხის შერჩევის კონცეფცია, მისი მნიშვნელობა და ხის სახეობების შერჩევის კრიტერიუმები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ მრავალდარგობრივი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ბოტანიკოსები, მეტყევეები, კულტურისა და ისტორიის მკვლევრები, სახელმწიფო უწყებების, სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს საპატრიარქოსა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, ეკოლოგიური, სიმბოლური და ისტორიული მნიშვნელობის გათვალისწინებით შეარჩევს არაუმეტეს ხის ხუთ სახეობას. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი სპეციალური პლატფორმისა და საინფორმაციო კამპანიის მეშვეობით უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას და ჩართულობას, რის შემდეგაც კომისია, საზოგადოების მოსაზრებების გათვალისწინებით და ხმათა უმრავლესობით, საქართველოს ეროვნულ ხეს დაასახელებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტრო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 108 სტატია.

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღესიმედი
  • სოფელ სნოს საჯარო სკოლასთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს რუსთავი 2
  • ჯანდაცვის სამინისტრო იშვიათი დაავადების მედიკამენტს შეიძენსნეტგაზეთი
  • BMG: ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებსტვ პირველი
სამინისტრო →

მსგავსი სტატიები

სოფელ  ქვენატკოცასა და აბანოში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს - სამინისტრო

სოფელ  ქვენატკოცასა და აბანოში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს - სამინისტრო

BM.GE

სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა

სოფელ თვალივთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა

BM.GE

ცხრა დემონსტრანტის შეწყალება მისასალმებელია, მაგრამ ეს მართლმსაჯულება არ არის - Amnesty International

ცხრა დემონსტრანტის შეწყალება მისასალმებელია, მაგრამ ეს მართლმსაჯულება არ არის - Amnesty International

BM.GE

2 კლინიკას და 5 ექიმს გაფრთხილება მიეცა - რა განიხილეს პროფესიული განვითარების საბჭოზე?

2 კლინიკას და 5 ექიმს გაფრთხილება მიეცა - რა განიხილეს პროფესიული განვითარების საბჭოზე?

BM.GE