მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გამკაცრებული კონტროლისთვის 11 რეგიონულ დეპარტამენტს ქმნის
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გამკაცრებული კონტროლისთვის 11 რეგიონულ დეპარტამენტს ქმნის

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გამკაცრებული კონტროლისთვის 11 რეგიონულ დეპარტამენტს ქმნის

BM.GE22 მაისი, 2026, 19:50|bm.ge

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (გზდ) კონტროლის გამკაცრებისა და კანონდარღვევების პრევენციის მიზნით 10-11 ახალი რეგიონული განყოფილების შექმნას გეგმავს. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ პარლამენტში „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვისას განაცხადა.

ზურაბ ეზუგბაიას განმარტებით, დეპარტამენტი ეტაპობრივად ვითარდება და საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ჯარიმების ზრდას და პრევენციული ზომების მიღებას მოიცავს უწყების შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება.

„გზდ არის სტრუქტურა, რომელიც თანმიმდევრულად ვითარდება. ეს კანონპროექტი ემსახურება გზდ-ს მხრიდან კანონდარღვევების გამოვლენას და პრევენციას. საუბარია რამდენიმე ათეულ ადამიანზე, ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა ამ ეტაპზე მიჭირს, მაგრამ რაც არის ამ კანონპროექტის გარდა, გზდ-ს მიმართულებით გულისხმობს 10-11 ახალი რეგიონალური განყოფილების ჩამოყალიბებას. ეს განყოფილებები უნდა ჩამოყალიბდეს, დაკომპლექტდეს კადრებით“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს პარლამენტში ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებები გარემოსდაცვითი მოთხოვნების დარღვევისთვის დაწესებული სანქციების მნიშვნელოვან ზრდას ითვალისწინებს. ცვლილებები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის და მიზნად გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილების გაფართოებასა და სანქციების გამკაცრებას ისახავს.

რეგულაციები შეეხება ისეთ ობიექტებს, როგორიცაა ენერგეტიკული ობიექტები, ნავთობბაზები, წიაღის მომპოვებელი კომპანიები, მეტალურგიული და ქიმიური საწარმოები, ინფრასტრუქტურული პროექტები, ჩამდინარე წყლების მქონე ობიექტები და სხვა ინდუსტრიული საქმიანობები, რომლებიც გარემოსდაცვით შეფასებას ან სკოპინგს საჭიროებს.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მოქმედი სანქციები რიგ შემთხვევებში ვერ ქმნის „შემაკავებელ ეფექტს“ და ვერ უზრუნველყოფს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის პრევენციულ ფუნქციას.

ცვლილებების თანახმად, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე განხორციელებისთვის ჯარიმა 25 000-დან 30 000 ლარამდე გაიზრდება. ამჟამად მსგავსი დარღვევისთვის სანქცია 7 000-დან 10 000 ლარამდეა განსაზღვრული.

თუ საქმიანობა სკრინინგის პროცედურას ექვემდებარება და შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე განხორციელდება, ჯარიმა 7 000-დან 10 000 ლარამდე იქნება, განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში კი – 20 000 ლარი.

პროექტი ასევე ზრდის სანქციებს ინდუსტრიული, ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული და სხვა ობიექტების ექსპლუატაციის პირობების ცვლილების შემთხვევაშიც. შესაბამისი გადაწყვეტილების გარეშე პირობების შეცვლისთვის გათვალისწინებული ჯარიმა 25 000-დან 30 000 ლარამდე იქნება, განმეორებითი დარღვევისთვის კი სანქცია 50 000 ლარს მიაღწევს.

ცვლილებების მიხედვით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს ადგილზე სამართალდარღვევის განხილვისა და საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებაც ექნებათ იმ შემთხვევებში, როდესაც დამატებითი ადმინისტრაციული მოკვლევა საჭირო არ იქნება.

კანონპროექტი პარლამენტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ არის ინიციირებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE