მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "გარკვეული ფინანსური რესურსის გამოყოფა არასაკმარისია" - როგორ უნდა განვითარდეს IT სექტორი საქართველოში?
"გარკვეული ფინანსური რესურსის გამოყოფა არასაკმარისია" - როგორ უნდა განვითარდეს IT სექტორი საქართველოში?

"გარკვეული ფინანსური რესურსის გამოყოფა არასაკმარისია" - როგორ უნდა განვითარდეს IT სექტორი საქართველოში?

BM.GE12 ივლისი, 2026, 22:04|bm.ge

„სტარტაპ ეკოსისტემის წარმატება მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერაზე არ არის დამოკიდებული“ - ამის შესახებ „საქმიანი დილის“ ეთერში ციფრული ტრანსფორმაციის კონსორციუმის კოორდინატორმა დავით კიზირიამ ისაუბრა.

საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით კიზირია ამბობს, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს მკაფიო სტრატეგიას, სწორად შერჩეულ პრიორიტეტებსა და იმ ნიშის განსაზღვრას, სადაც ქვეყანას გლობალურ კონკურენციაში უპირატესობის შექმნა შეუძლია.

„სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას კონსოლიდირებული და მიზანმიმართული სახელმწიფო პოლიტიკა სჭირდება. ამის წარმატებული მაგალითებია ტაივანი, რომელმაც 1970-იან წლებში ნახევარგამტარების ინდუსტრიაზე გააკეთა ფოკუსი, ესტონეთი, რომელმაც ციფრული ტრანსფორმაცია სახელმწიფო პრიორიტეტად აქცია, და ისრაელი, სადაც სახელმწიფოს გონივრულმა ინტერვენციამ ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

საქართველოსთვისაც აუცილებელია, განსაზღვროს თავისი ადგილი გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვში, გამოავლინოს კონკურენტული ნიშა და შეზღუდული რესურსები სწორედ ამ მიმართულებებზე მიმართოს. ეს არჩევანი სახელმწიფოს, ბიზნესისა და აკადემიური სექტორის ერთობლივი ხედვის საფუძველზე უნდა გაკეთდეს.

მცდარი ილუზიაა, რომ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის მხოლოდ გარკვეული ფინანსური რესურსის გამოყოფაა საკმარისი. არანაკლებ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ განსაზღვროს, რომელ სექტორებსა და ტექნოლოგიურ მიმართულებებს უნდა მიანიჭოს პრიორიტეტი. რესურსები ყოველთვის შეზღუდულია და მათი გაფანტვა შედეგს ვერ მოიტანს. ამის მაგალითია ისრაელი, რომელიც ყველა სფეროში ერთდროულად არ ახორციელებს ინვესტიციებს, არამედ სტრატეგიულად შერჩეულ მიმართულებებზე ფოკუსირდება.

ამ თვალსაზრისით საინტერესო მაგალითია უკრაინაც. ქვეყანამ მძიმე კრიზისი შესაძლებლობად აქცია და ძალიან მოკლე პერიოდში მნიშვნელოვნად განავითარა სამხედრო ტექნოლოგიები. დღეს უკრაინა ამ მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად და ინოვაციურ ეკოსისტემად მიიჩნევა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სწორი სტრატეგიის, ფოკუსირებული რესურსებისა და კოორდინირებული პოლიტიკის პირობებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქვეყნებსაც შეუძლიათ გლობალურ ბაზარზე მნიშვნელოვანი პოზიციის დაკავება.“ - განაცხადა კიზირიამ.

2026 წლის პირველი კვარტალის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 65%-ით გაიზარდა და 441.3 მილიონი დოლარი შეადგინა. როგორც ეროვნული ბანკის სტატისტიკა აჩვენებს, ზრდა 2025-ის პირველ 3 თვესთან შედარებით 175 მილიონი დოლარი იყო. აქვე კი უნდა ითქვას, რომ ინდუსტრიისთვის რეკორდული იყო 2025 წელიც, - გასულ წელს მთლიანმა შემოსავალმა 1.15 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 67%იან ზრდას ნიშნავდა.

IT სექტორში არსებული ბუმი პირველ რიგში მიგრაციულ ეფექტს უკავშირდებოდა, რადგანაც საქართველოში დროებით საცხოვრებლად ათასობით რუსი, უკრაინელი და ბელარუსი IT სპეციალისტი გადმოვიდა, მათ კი თავის მხრივ დაარეგისტრირეს როგორც კომპანიები, ასევე მიიღეს ინდივიდუალური მეწარმეების სტატუსი შესაბამისად, მათი საქმიანობაც საქართველოდან მიწოდებულ IT სერვისებად ითვლებოდა.

თუკი 2021 წლის ბოლოს ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში 30.6 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, ეს 2022 წელს ჯერ 39 ათასამდე გაიზარდა, 2025 წელს კი 54.5 ათასს მიაღწია.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ხელოვნურ ინტელექტს 20 მლნ ბავშვი იყენებს და მას ისინი უფროსებზე სწრაფად ითვისებენ"|UNICEF

"ხელოვნურ ინტელექტს 20 მლნ ბავშვი იყენებს და მას ისინი უფროსებზე სწრაფად ითვისებენ"|UNICEF

BM.GE

TOP-10 საკურიერო კომპანია მსოფლიოში

TOP-10 საკურიერო კომპანია მსოფლიოში

BM.GE

რომელი ქვეყნები მოიპოვებენ ყველაზე მეტ ბუნებრივ აირს?

რომელი ქვეყნები მოიპოვებენ ყველაზე მეტ ბუნებრივ აირს?

BM.GE

კიბოს შემთხვევების ნახევარზე მეტი აზიის რეგიონზე მოდის, მეხუთედი - ევროპაზე|ჯანმოს ანგარიში

კიბოს შემთხვევების ნახევარზე მეტი აზიის რეგიონზე მოდის, მეხუთედი - ევროპაზე|ჯანმოს ანგარიში

BM.GE