მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გასტრონომიის სააგენტოს ხელმძღვანელს სამი მოადგილე ეყოლება - მინისტრმა დებულება დაამტკიცა
გასტრონომიის სააგენტოს ხელმძღვანელს სამი მოადგილე ეყოლება - მინისტრმა დებულება დაამტკიცა

გასტრონომიის სააგენტოს ხელმძღვანელს სამი მოადგილე ეყოლება - მინისტრმა დებულება დაამტკიცა

BM.GE16 ივლისი, 2026, 15:30|bm.ge

სსიპ გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს სამი მოადგილე ეყოლება. ამის შესახებ წერია ახალი სსიპ-ის დებულებაში, რომელიც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაამტკიცა.

დებულების თანახმად, სააგენტოს უხელმძღვანელებს სააგენტოს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. შესაბამისად, სააგენტოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებული იქნება მინისტრისა ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

სააგენტოს თავმჯდომარეს სამი მოადგილე ეყოლება, სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეებს თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე, მინისტრთან ან/და კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით.

სააგენტოში შეიქმნება 10-მდე დეპარტამენტი და სამსახური, კერძოდ:

ა) გასტრონომიული მემკვიდრეობის დეპარტამენტი;

ბ) გასტრონომიის განვითარების დეპარტამენტი;

გ) გასტრონომიის პოპულარიზაციის დეპარტამენტი;

დ) გასტრონომიული პროექტების მართვის დეპარტამენტი;

ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ვ) საფინანსო დეპარტამენტი;

ზ) საერთაშორისო ურთიერთობის სამსახური;

თ) გასტრონომიული სექტორის კოორდინაციისა და ანალიტიკის სამსახური;

ი) იურიდიული სამსახური;

კ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.

ამასთან, დებულების თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილებები და ვალდებულებებია:

ა) ეროვნული გასტრონომიული მემკვიდრეობის იდენტიფიცირება, კვლევა, დოკუმენტირება, სისტემატიზაცია, ციფრული აღრიცხვა და პოპულარიზაცია, მათ შორის, ტრადიციული რეცეპტების, პროდუქტების, დამზადების მეთოდების, გასტრონომიული პრაქტიკისა და გასტრონომიული რეესტრის შექმნის გზით;

ბ) ენდემური და ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო კულტურების, ჯიშებისა და სახეობების შენარჩუნების, აგრეთვე ტრადიციული გასტრონომიული წეს-ჩვეულებების დაცვისა და განვითარების ხელშეწყობა;

გ) სურსათთან დაკავშირებული ხარისხის სქემების, მათ შორის, ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის სისტემების პრაქტიკული გამოყენების მხარდაჭერა, პრიორიტეტული პროდუქტების შერჩევის, ტექნიკური სპეციფიკაციების მომზადების ხელშეწყობის, მწარმოებელთა ჯგუფებთან მუშაობის და შესაბამის კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებთან კოორდინაციის გზით;

დ) ხარისხის სქემებთან, ადგილწარმოშობის დასახელებებსა და გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლება, მწარმოებელთა ტექნიკური მხარდაჭერა და პროდუქტების კომერციალიზაციისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორცილებელ სტრუქტურებთან თანამშრომლობა;

ე) გასტრონომიის განვითარების მიზნით ტრადიციული პროდუქტების კომერციალიზაციის, ადგილობრივი მწარმოებლების შესაძლებლობების გაძლიერების, რეგიონული გასტრონომიული მარშრუტების და ბაზარზე წარდგენის მექანიზმების შემუშავება;

ვ) გასტრონომიის სფეროს საჭიროებების ანალიზი და მის საფუძველზე პროფესიული განათლების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ხელშეწყობა;

ზ) გასტრონომიის სფეროში დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განვითარება და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა;

თ) გასტრონომიული პოტენციალის, ტრადიციული და ადგილობრივი სასურსათო პროდუქტების ცნობადობისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, მათ შორის მარკეტინგული და საინფორმაციო კამპანიების განხორციელება, ფესტივალების, გამოფენების, კონკურსების, დეგუსტაციების, ბაზრობებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზება;

ი) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

რაც შეეხება სააგენტოს დაფინანსების წყაროებს, დებულებას თანახმად, ესენია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები, სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასური და მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

ცნობისთვის, გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ დადგენილება 18 ივნისს ირაკლი კობახიძის ხელმოწერით გამოქვეყნდა. მისი ამოქმედება 20 ივლისს იგეგმება.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს ახალშექმნილ სსიპ-ს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსეთში ინფლაციამ 13-წლიან მაქსიმუმს მიაღწია

რუსეთში ინფლაციამ 13-წლიან მაქსიმუმს მიაღწია

BM.GE

"ოცნების" ეკონომიკური პოლიტიკა დასულია იმაზე, როგორ ვიყოთ რუსეთ-უკრაინის ომის ბენეფიციარი - გოგა ხიშტოვანი

"ოცნების" ეკონომიკური პოლიტიკა დასულია იმაზე, როგორ ვიყოთ რუსეთ-უკრაინის ომის ბენეფიციარი - გოგა ხიშტოვანი

BM.GE

ერთი ფანჯრის პრინციპით, პორტებში გემის მოცდის დრო 1 საათამდე შევამცირეთ – თამარ იოსელიანი

ერთი ფანჯრის პრინციპით, პორტებში გემის მოცდის დრო 1 საათამდე შევამცირეთ – თამარ იოსელიანი

BM.GE

"მომავალი ზამთარი, შესაძლოა, კიდევ უფრო რთული იყოს" - უკრაინის ახალი პრემიერი

"მომავალი ზამთარი, შესაძლოა, კიდევ უფრო რთული იყოს" - უკრაინის ახალი პრემიერი

BM.GE