მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 19-25 ოქტომბერი
გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 19-25 ოქტომბერი

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 19-25 ოქტომბერი

BM.GE25 ოქტომბერი, 2026, 13:32|bm.ge

გთავაზობთ გასული კვირის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა, ეკონომიკური ზრდის და ინფლაციის პროგნოზი კი გაზარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის ინფლაციის პროგნოზი 5.2%-დან 5.4%-მდე, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-დან 7.2%-მდე გაზარდა. სების განმარტებით, ინფლაციის პროგნოზის ზრდა გლობალურ ბაზრებზე გახანგრძლივებულმა ინფლაციურმა წნეხმა განაპირობა, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესების საფუძველი კი მოსალოდნელზე ძლიერი ეკონომიკური აქტივობაა. ამასთან, 2026 წლის 21 ოქტომბრის სხდომაზე ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.25%-ზე დატოვა.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, 2027 წლის მეორე ნახევრიდან ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება, 2027 წლის საშუალო ინფლაცია კი 3.5% იქნება.

იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 19.6%-ით, 6.15 მილიარდამდე გაიზარდა

2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ექსპორტზე 6.15 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 მილიარდი დოლარით ანუ 19.6%-ით მეტია. ექსპორტში პირველი პოზიცია კვლავ მსუბუქ ავტომობილებს უკავია, 1.5 მილიარდი დოლარით, თუმცა ამ საქონელში 23.7%-ის კლება ფიქსირდება. მეორე პოზიცია დაიკავა ნავთობპროდუქტებმა 812 მილიონი დოლარით, რაც წლიურად 1192%-ით არის გაზრდილი, აღნიშნული ძირითადად დაკავშირებულია საქართველოში პირველი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მიერ ოპერირების დაწყებასთან, მესამე პოზიციას ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები იკავებს 464 მილიონი დოლარით, სადაც ზრდა 68%-ია.

რაც შეეხება ღვინის ექსპორტს, ის 0.6%-ით, 189 მილიონ დოლარამდე შემცირდა, სპირტიანი სასმელების ექსპორტმა კი 6.5%-ით, 188 მილიონ დოლარამდე იკლო.

მთავრობამ წყალტუბოს სანატორიუმები აუქციონზე ხელახლა გამოიტანა

წყალტუბოში მდებარე 10 ყოფილი სანატორიუმის პრივატიზებისთვის სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონული აუქციონები ხელახლა გამოაცხადა. ობიექტების საწყისი საპრივატიზებო ფასები ჯამში 49.2 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო გამარჯვებულმა ინვესტორებმა ტერიტორიების განვითარებისთვის ჯამურად არანაკლებ 314.013 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელონ, დღგ-ის გარეშე.

აუქციონები 20 ოქტომბერს გამოცხადდა და 15 ნოემბერს დასრულდება. საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვე, ანუ 5 წელია.

S&P Global-მა საქართველოს რკინიგზის რეიტინგი გააუმჯობესა

S&P Global Ratings-მა „საქართველოს რკინიგზის“ სარეიტინგო შეფასება გააუმჯობესა S&P Global-მა „საქართველოს რკინიგზის“ სარეიტინგო შეფასება გააუმჯობესა. რკინიგზის დამოუკიდებელი საკრედიტო პროფილი ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად 'b'-დან 'b+'-მდე გააუმჯობესა. რეიტინგის პერსპექტივა კი, სტაბილურიდან“ „პოზიტიურით“ შეცვალა.

საბანკო სექტორის მოგება 9 თვეში 2.88 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

9 თვეში საბანკო სექტორმა ₾2.88 მილიარდის წმინდა მოგება მიიღო საბანკო სექტორმა 9 თვე 2.88 მილიარდი ლარის წმინა მოგებით დახურა. ეროვნული ბანკის ცნობით, 19-დან 15 ბანკი მოგებაზეა, 4-ი კი ზარალზე.

საქართველომ ტურიზმიდან 9 თვეში 3.8 მილიარდი დოლარი მიიღო

9 თვეში საქართველომ ტურიზმიდან 3.8 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო 9 თვეში საქართველომ ტურიზმიდან 3.8 მილიარდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 4.4%-ით ანუ 158 მილიონით აღემატება.

საქართველოში EU-დან ჩამოსულმა 474 ათასმა ვიზიტორმა უფრო მეტი დახარჯა, ვიდრე 1.3 მლნ-მა რუსეთიდან საქართველოში EU-დან ჩამოსულმა 474 ათასმა ვიზიტორმა უფრო მეტი დახარჯა, ვიდრე 1.3 მლნ-მა რუსეთიდან. 9 თვეში ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტორებმა 665.3 მლნ დოლარი დახარჯეს, რუსეთიდან ვიზიტორებმა კი, 641.3 მლნ.

სექტემბერში თბილისში $376 მილიონის ღირებულების 4 245 ბინა გაიყიდა

Colliers-ის მონაცემებით, სექტემბერში თბილისში $376 მილიონის ღირებულების 4 245 ბინა გაიყიდა. ტრანზაქციების რაოდენობამ წლიურად 6.4%-ით, ხოლო ბაზრის ზომა 24.1%-ით არის გაზრდილი. სექტემბერში, ბათუმში ბინების 48% უცხოელებმა იყიდეს Colliers Georgia-ს მონაცემებით, ბათუმი უძრავი ქონების ბაზარზე უცხოელი მყიდველების რაოდენობა კვლავ მაღალია. გაყიდული ბინების 48% სწორედ უცხოელებმა შეიძინეს.

ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ფუნქციები გაფართოვდა

მთავრობის მიერ დაფუძნებულ "ეკონომიკის განვითარების კორპორაციას" სესხების გაცემა, ასევე მსხვილი ენერგეტიკული და სტრატეგიული პროექტების დაფინანსება, სესხების გაცემა, და პროექტებში წილობრივი მონაწილეობით შესვლა შეეძლება - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მარიამ ქვრივიშვილმა კორპორაციის გაფართოებული მანდატის პრეზენტაციაზე განაცხადა. პრეზენტაციას ასევე დაესწრო პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელმაც განაცხადა რომ კორპორაციას შეერწყმება "ენერგეტიკის განვითარების ფონდის" და "საქართველოს განვითარების ფონდის" ფუნქციები.

ამ დრომდე კორპორაციის უფლებამოსილება ძირითადად პროგრამა "აწარმოე საქართველოში"-ს მართვით შემოიფარგლებოდა, ახლა კი მას თანდათან ემატება ის ფუნქციები რაც წარსულში "საქართველოს განვითარების ფონდის" (ყოფ. საპარტნიორო ფონდის) მიერ ხორციელდებოდა. თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა იქნება ამ მიმართულების ბიუჯეტი, რადგანაც ეს მიმართულებები ჯერჯერობით 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული არაა.

სილქნეტი NVIDIA-ს ტექნოლოგიით დატა ცენტრს ააშენებს

სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს სილქნეტის შვილობილი კომპანია, Silk Cloud-ი, საქართველოში NVIDIA Blackwell Ultra-ს ინფრასტრუქტურის დანერგვას აანონსებს. ინვესტიცია სუვერენული ხელოვნური ინტელექტის (AI) ინფრასტრუქტურის შექმნის პირველი ეტაპია. პროექტი ორგანიზაციებს, ბიზნესებს, სტარტაპებსა და მკვლევრებს მსოფლიო დონის გამოთვლით რესურსებზე მისცემს წვდომას, რაც მათ მოწინავე ხელოვნური ინტელექტის მოდელების სწავლებასა და გამოყენებაში დაეხმარება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კარტოფილის ექსპორტი $26.7 მილიონიდან $5.1 მილიონამდე შემცირდა - სად ვყიდულობთ და ვყიდით?

კარტოფილის ექსპორტი $26.7 მილიონიდან $5.1 მილიონამდე შემცირდა - სად ვყიდულობთ და ვყიდით?

BM.GE

აზიის ფეხბურთის კონფედერაცია ჯანი ინფანტინოს FIFA-ს პრეზიდენტად ხელახლა არჩევას მხარს უჭერს

აზიის ფეხბურთის კონფედერაცია ჯანი ინფანტინოს FIFA-ს პრეზიდენტად ხელახლა არჩევას მხარს უჭერს

BM.GE

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა - Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა - Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

BM.GE

2026 წლის 9 თვეში საქართველოში რეკორდული 158 მილიონი დოლარის მზის პანელები შემოვიდა

2026 წლის 9 თვეში საქართველოში რეკორდული 158 მილიონი დოლარის მზის პანელები შემოვიდა

BM.GE