მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 21-27 სექტემბერი
გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 21-27 სექტემბერი

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში - 21-27 სექტემბერი

BM.GE27 სექტემბერი, 2026, 14:01|bm.ge

გთავაზობთ 21-27 სექტემბრის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკასა და ბიზნესში.

ეროვნულმა ბანკმა აგვისტოში 556 მილიონი დოლარი შეისყიდა

ეროვნულმა ბანკმა აგვისტოს განმავლობაში განხორციელებული სავალუტო შესყიდვების შესყიდვების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც გასულ თვეში სებ-მა სულ 555.6 მილიონი დოლარი შეისყიდა. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, აგვისტოს ბოლოსთვის სავალუტო რეზერვების მოცულობამ 8.14 მილიარდი დოლარი შეადგინა. მთლიანობაში, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ჯამურმა წმინდა შესყიდვამ 3 მილიარდ 122 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სავალუტო რეზერვები ერთწლიან ჭრილში 56%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც რეზერვებმა ადეკვატურობის მინიმალური მოთხოვნის 128.2%-ს მიაღწია.

EBRD-მა და ADB-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესეს

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები გაზარდეს, ამის შესახებ ბანკების მიერ გამოქვეყნებულ განახლებულ ეკონომიკურ პროგნოზებში არის აღნიშნული.

• EBRD: საქართველოს რეალური მშპ-ის ზრდის პროგნოზი 0.5 პროცენტული პუნქტით გაზარდა — 2026 წლისთვის 6.5%-მდე, ხოლო 2027 წლისთვის 5.5%-მდე. ბანკის ცნობით, წლის პირველ ნახევარში ეკონომიკა 7.9%-ით გაიზარდა. • ADB: 2026 წლის ზრდის პროგნოზი 0.8 პროცენტული პუნქტით, 6.3%-მდე გაზარდა (პირველი ნახევრის მდგრადობის ფონზე), ხოლო 2027 წლის პროგნოზი უცვლელად, 5.2%-ზე დატოვა.

მევენახეთა პროტესტის ფონზე მთავრობამ სუბსიდიის ფარგლებში შესასყიდი ყურძნის ფასი გაზარდა

კახეთში მევენახეთა საპროტესტო აქციების ფონზე, მთავრობამ ჭარბი და არაკონდიციური ყურძნის შესასყიდი ფასები გაზარდა და შაქრიანობის მოთხოვნები შეამცირა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ლევან მეხუზლას თქმით, გადაწყვეტილება უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების გამო მიიღეს, რათა არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს. ახალი ტარიფები და პირობები:

• მაღალკონდიციური ყურძენი: aßaსაფერავი (20%-დან ზემოთ) — 1.50 ლარი; რქაწითელი და სხვა (19%-დან ზემოთ) — 1.30 ლარი (შაქრიანობის ზღვარი 1%-ით შემცირდა). • დაბალკონდიციური ყურძენი: საფერავი (16-20%) — 1.00 ლარი; რქაწითელი და სხვა (16-19%) — 0.90 ლარი (ფასი გაიზარდა 10 თეთრით). • 16%-ზე დაბალი შაქრიანობის ყურძენი: ფასი გაიზარდა 50 თეთრამდე (ნაცვლად 30 თეთრისა), ხოლო ჰიბრიდული ჯიშებისა — 30 თეთრამდე.

ქართულ ბანკებში დეპოზიტებმა ₾75.6 მილიარდს მიაღწია - წლიური ზრდა 21.7%-ია

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის აგვისტოს ბოლოსთვის ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 75.67 მილიარდ ლარს მიაღწია. ერთი თვის ჭრილში დეპოზიტები 1.69 მილიარდი ლარით გაიზარდა (2.40%-ით), ხოლო ერთწლიან ჭრილში კი დეპოზიტები გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 21.67%-ით არის გაზრდილი. შედარებისთვის, ეს უფრო მეტია, ვიდრე დაკრედიტების მატება, რაც წლიურად 14.83%-ით არის გაზრდილი. შესაბამისად, ამჟამად ბანკებში უფრო მეტი ფინანსური რესურსი გროვდება, ვიდრე კრედიტების სახით გაიცემა. სებ-ის თანახმად, აგვისტოში წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 626.70 მილიონი ლარით, ანუ 1.71%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.06 მილიარდი ლარით, ანუ 2.84%-ით გაიზარდა.

აგვისტოში საბანკო დაკრედიტება ₾836 მილიონით, 76.5 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის აგვისტოში საქართველოში საბანკო დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა. ბანკების მიერ გაცემული სესხების ჯამურმა მოცულობამ, ბანკთაშორისი სესხების გამოკლებით, აგვისტოს ბოლოს 76.45 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც ივლისის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე 836.34 მილიონი ლარით, ანუ 1.11%-ით მეტია. გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, ზრდა 1.16% იყო. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, აგვისტოს ბოლოს 14.83% შეადგინა. თვიურად, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 565.93 მილიონი ლარით, ანუ 1.28%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 270.41 მილიონი ლარით, ანუ 0.87%-ით მოიმატა. გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდა 0.99% იყო.

"ბიოგრაფი ლივინგმა" პატარკაციშვილების ოჯახისგან ყოფილი მაუდის ქარხნის 11 ჰექტარი შეიძინა

პატარკაციშვილების ოჯახმა, თბილისში არსებული ერთ-ერთი მსხვილი უძრავი ქონება - დიდუბეში მდებარე ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტირია გაყიდა. აღნიშნულის შესახებ ცნობილი, “Biograpi Living”-ის განცხადებიდან გახდა ცნობილი. კომპანია ადგილზე ახალი საცხოვრებელი უბნის და მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმას, რაზეც 500 მილიონი დოლარის ინვესტირება იგეგმება. უძრავი ქონების რეესტრის თანახმად, ტერიტორია 11 ჰექტარს მოიცავს.

BSP-ის ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ლიბიური ნავთობით დატვირთული მეორე ტანკერი მიიღო

ბლექ სი პეტროლიუმმა (BSP) ლიბიური წარმოშობის ნედლი ნავთობის მეორე პარტია მიიღო. დაახლოებით 90 ათასი ტონა ნავთობით დატვირთული ტანკერი FRANKOPAN-ი 25 სექტემბერს ყლევის შავი ზღვის ტერმინალში შევიდა. როგორც BMG-ის კომპანიიდან აცნობეს, "ბლექ სი პეტროლიუმი" ოქტომბრის ბოლოს ლიბიური ნედლი ნავთობის მესამე პარტიასაც მიიღებს. შესაბამისად, განხორციელებული მიწოდებები მიუთითებს, რომ ყულევის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში არარუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის მიწოდება გრძელდება. ლიბიური ნავთობის პირველი პარტია საქართველოში 30 აგვისტოს, ტანკერ KRITI LEGEND-ის საშუალებით ჩამოვიდა.

"საქართველოს რკინიგზა" 200 სატვირთო ვაგონს რუსული კომპანიისგან 9.6 მილიონ დოლარად შეიძენს

საქართველოს რკინიგზა 200 ახალ ნახევარვაგონს რუსული კომპანია „როსლავსკის ვაგონმშენებელი ქარხნისგან“ (АО „Рославский ВРЗ“) პირდაპირი შესყიდვის გზით შეიძენს. შესაბამისი გადაწყვეტილება კომპანიის სამეთვალყურეო საბჭომ 2026 წლის 27 აგვისტოს მიიღო და ის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.

შესყიდვის ღირებულება 9.6 მილიონი დოლარია, დღგ-ის გარეშე, რაც ერთი ნახევარვაგონის ფასს 48 ათას დოლარს შეადგენს. ხელშეკრულების მიხედვით, ვაგონების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეში უნდა განხორციელდეს.

8 თვეში მთავრობამ ₾15.4 მილიარდის გადასახადები აკრიფა

ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2026 წლის 8 თვის ბიუჯეტის შესრულების ოპერატიული ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც იანვარ-აგვისტოში განმავლობაში ბიუჯეტში 15.4 მილიარდი ლარის გადასახადები შევიდა, რაც 9 თვის გეგმის 90.5%-ია. კონკრეტული გადასახადების მიხედვით, შესრულება უფრო მაღალია მოგების გადასახადში - 97.8%, ხოლო დაბალი დამატებული ღირებულების გადასახადის მიმართულებით 90.1%.

კონკრეტული გადასახადების მიხედვით შესრულება ასე ნაწილდება:

გადასახადი შესრულება იანვარ-აგვისტოში 9 თვის გეგმასთან მიმართებით % დამატებული ღირებულების გადასახადი ₾5,749,276,000 90.10% საშემოსავლო გადასახადი ₾5,553,927,000 91.20% მოგების გადასახადი ₾2,381,642,000 97.80% აქციზი ₾1,766,226,200 90.10% იმპორტის გადასახადი ₾108,855,400 97.20%

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მნიშვნელოვანი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 89 სტატია.

  • 2012-2025 წლებში სოფლის მეურნეობის არაერთ მიმართულებაში წარმოებისა და პროდუქტიულობის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდაიმედი
  • მაკა ბოჭორიშვილი: ნიუ-იორკში, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაიწყო, გვექნება შესაძლებლობა უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხებირუსთავი 2
  • ზელენსკი: დაზიანდა რუსეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნავთობინდუსტრიული ობიექტიფორმულა
  • „ივანიშვილისთვის მდინარაძის დასჯა უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე რეჟიმის სტაბილურობა“ - გიორგი შაიშმელაშვილი სუს-ში ცვლილებებზეტვ პირველი
მნიშვნელოვანი →

მსგავსი სტატიები

10 ქვეყანა, სადაც პარლამენტარებს ყველაზე მაღალი ხელფასი აქვთ - სად არის საქართველო?

10 ქვეყანა, სადაც პარლამენტარებს ყველაზე მაღალი ხელფასი აქვთ - სად არის საქართველო?

BM.GE

„ჰობი“ პაკეტირებული თაფლის ექსპორტზე მუშაობს - რომელი ბაზრებიდანაა ინტერესი?

„ჰობი“ პაკეტირებული თაფლის ექსპორტზე მუშაობს - რომელი ბაზრებიდანაა ინტერესი?

BM.GE

27 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

27 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

BM.GE

8 თვეში საქართველომ $201 მილიონის ტელეფონები შეიძინა | რომელი ქვეყნებიდან შემცირდა იმპორტი?

8 თვეში საქართველომ $201 მილიონის ტელეფონები შეიძინა | რომელი ქვეყნებიდან შემცირდა იმპორტი?

BM.GE