მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გაუძვირდება თუ არა მოსახლეობას გაზის და წყლის ტარიფები? - შოთა ბერეკაშვილის პასუხი
გაუძვირდება თუ არა მოსახლეობას გაზის და წყლის ტარიფები? - შოთა ბერეკაშვილის პასუხი

გაუძვირდება თუ არა მოსახლეობას გაზის და წყლის ტარიფები? - შოთა ბერეკაშვილის პასუხი

BM.GE27 ოქტომბერი, 2026, 18:32|bm.ge

„გაუძვირდება თუ არა მოსახლეობას ტარიფები?“ - ამ შეკითხვაზე პარლამენტში ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა, შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის ტარიფი არ იცვლება, ხოლო ბუნებრივი აირის შემთხვევაში სოციალური კომპონენტი შენარჩუნდება.

ენერგომატარებლებისა და წყალარინების გადასახადის მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ კითხვებით პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებმა მიმართეს.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, თუ რამდენად სამართლიანია გაზის ტარიფის მოხმარების მოცულობაზე მიბმა.

შალვა კერესელიძე დაინტერესდა, რჩება თუ არა უცვლელი ელექტროენერგიის მოხმარების არსებული საფეხურები (100 კვტ-მდე, 100-დან 300 კვტ-მდე და 300 კვტ-ზე მეტი) და გაუძვირდება თუ არა მომხმარებელს გადასახადი.

სოფიო ხორგუანმა კი ხაზი გაუსვა, რომ მაღალმთიან და ცივ რეგიონებში გაზის მეტი მოხმარება ოჯახის მაღალ შემოსავალზე არ მიუთითებს.

„თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ მეტი მოხმარება ნიშნავს იმას, რომ ის სოციალურად დაუცველია? ეს არ არის ელექტროენერგიაზე ლაპარაკი, ეს არის გაზზე. ჩვენ გვაქვს რეგიონები... მაგალითად, ბორჯომში, ახალციხეში, ახალქალაქში გაზის მოხმარება გაცილებით მეტია დღეს... სოციალურად დაუცველს, თუ ცხოვრობს ახალციხეში, მაინც მოუწევს უფრო მეტი გაზის გამოყენება, რომ გათბეს და არ გაიყინოს, იმიტომ რომ -15, -20 გრადუსია იმ რეგიონში. და თუ ის უფრო მეტს მოიხმარს, გამოდის, რომ მან უფრო მეტი უნდა გადაიხადოს“ - იკითხა ხორგუანმა.

შოთა ბერეკაშვილის განმარტებით, განხილვაში არსებული საკანონმდებლო ცვლილება ელექტროენერგიის ტარიფებს საერთოდ არ ეხება, რადგან მას სემეკი ადგენს, ხოლო გაზის მოხმარებაზე ენერგოეფექტურობის მოდელი დაინერგება.

„აღნიშნული კანონპროექტი არ ეხება ელექტროენერგიის ტარიფს. ელექტროენერგიის ტარიფის ფასს სემეკი განსაზღვრავს და ეს უკვე დადგენილია. საუბარი გვაქვს გაზის მოხმარებაზე, პირველ რიგში, ფიზიკური პირებისა და ოჯახების მიმართ. აქ განსაკუთრებული მიდგომა იქნება, რომ სოციალური კომპონენტი, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს. გვქონდეს ისეთი მექანიზმი, რომ თითოეულ ჩვენგანს სურვილი გვქონდეს, ენერგია დავზოგოთ“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.

უმრავლესობის დეპუტატის განმარტებით, გაზის ტარიფების დადგენისას სოციალური კომპონენტი უმთავრესი იქნება, თუმცა მოდელი ენერგოეფექტურობის სტიმულირებასაც ისახავს მიზნად.

„აქ საუბარი გვაქვს გაზის მოხმარებაზე პირველ რიგში ფიზიკური პირების მიმართ და ასე რომ ვთქვათ, ოჯახების მიმართ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, განსაკუთრებული მიდგომა იქნება, რომ სოციალურ კომპონენტში, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია. აქ გვინდა, ეფექტურობის და დაზოგვის საშუალებით ისეთი მექანიზმი გვქონდეს, რომ ენერგია დავზოგოთ“, - განმარტა მან.

შოთა ბერეკაშვილის თქმით, წყალარინების დიფერენცირებული ტარიფის წესი უკვე მოქმედებს და ახალი კანონით მისი ვადა 2036 წლის 1 იანვრამდე ხანგრძლივდება. მან აღნიშნა, რომ მოსახლეობისთვის ტარიფი დაბალია, ხოლო მაღალი გადასახადი საწარმოებს ეხება.

„ტარიფი განსხვავებულია დღეის მდგომარეობით ოჯახებისთვის და ფიზიკური პირებისთვის წყლის მოხმარების შემთხვევაში. ტარიფი ძალიან დაბალია, უმნიშვნელოა. აქ მაღალი არის, ამ შემთხვევაში, კომერციული ტარიფი, როდესაც კონკრეტული საწარმოები გამოიყენებენ წყალს. როდესაც წყალზე გვაქვს ჩვენ საუბარი, ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის, რომ ხშირ შემთხვევაში არსებობს დანაკარგი ქსელში და ამის გამო შემდეგ მოცულობა, მოხმარების მოცულობა იზრდება. ეს კომერციულ ტარიფს რაც შეეხება და მოხმარებას და ფიზიკური პირის შემთხვევაში ის უმნიშვნელოა, ძალიან დაბალია“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

გამოსვლის ბოლოს შოთა ბერეკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროპასთან შედარებით დაბალი სატარიფო პოლიტიკა აქვს.

„ჩვენ ქვეყანას რეგიონში ერთ-ერთი დაბალი სატარიფო პოლიტიკა აქვს ენერგორესურსების სხვასთან შედარებით. განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებთან შედარებით, მნიშვნელოვნად დაბალია და ეს გვაძლევს ჩვენ საშუალებას, რომ მომავალ ეკონომიკურ განვითარებაში შევინარჩუნოთ იაფი წვდომა, იაფ ენერგორესურსებზე, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ კონკურენტუნარიანი ეკონომიკა შევქმნათ“, - აღნიშნა კანონპროექტის წარდგენისას ბერეკაშვილმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორ მიიღეს ინვესტორებმა სერბეთის არჩევნების შედეგები?

როგორ მიიღეს ინვესტორებმა სერბეთის არჩევნების შედეგები?

BM.GE

Vento Energy-ის 43.2 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურზე ტურბინების მონტაჟი დასრულდა

Vento Energy-ის 43.2 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურზე ტურბინების მონტაჟი დასრულდა

BM.GE

ნიდერლანდების მთავრობამ 25,000 საჯარო მოხელის AI-ით ჩანაცვლება გადაწყვიტა

ნიდერლანდების მთავრობამ 25,000 საჯარო მოხელის AI-ით ჩანაცვლება გადაწყვიტა

BM.GE

ქონების სააგენტო სახელმწიფო საწარმოების მართვას სრულფასოვნად ვერ უზრუნველყოფს - აუდიტი

ქონების სააგენტო სახელმწიფო საწარმოების მართვას სრულფასოვნად ვერ უზრუნველყოფს - აუდიტი

BM.GE