მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ₾13.1 მილიარდი 6 თვეში - საქართველოში FMCG სექტორის შემოსავლები 11%-ით გაიზარდა|Galt & Taggart
₾13.1 მილიარდი 6 თვეში - საქართველოში FMCG სექტორის შემოსავლები 11%-ით გაიზარდა|Galt & Taggart

₾13.1 მილიარდი 6 თვეში - საქართველოში FMCG სექტორის შემოსავლები 11%-ით გაიზარდა|Galt & Taggart

BM.GE5 ოქტომბერი, 2026, 14:33|bm.ge

2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში FMCG (ყოველდღიური მოხმარების პროდუქციის) სექტორის შემოსავლები წლიურად 11.%-ით გაიზარდა და 13.1 მილიარდი ლარი შეადგინა. ამის შესახებ აღნიშნულია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის FMCG ბაზრის კვლევაში.

კვლევის თანახმად, ამავე პერიოდში FMCG ინფლაციამ 7.0% შეადგინა.

სექტორში ყველაზე მაღალი ზრდა ბრენდულ ქსელებს ჰქონდათ (+12.8%), სადაც შემოსავალმა 5.4 მლრდ ლარს მიაღწია. არაბრენდული მაღაზიების შემოსავლები 12%-ით გაიზარდა, ხოლო სხვა ფორმატების 8.1%-ით.

მთლიან FMCG შემოსავლებში ბრენდული ქსელების წილმა 41.1% შეადგინა (გასული წლის 40.4%-თან შედარებით).

• გეოგრაფიული გადანაწილება: ბრენდული ქსელების შემოსავლების 56.8% თბილისზე მოდის, ხოლო 43.2% - რეგიონებზე. • საშუალო შემოსავალი: 2026 წლის 6 თვეში ერთი მაღაზიის საშუალო შემოსავალმა თბილისში 1.4 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო რეგიონებში - 1.1 მლნ ლარი. • პროდუქციის კატეგორიები: ჯამურ გაყიდვებში ყველაზე დიდი წილი საკვებ პროდუქციას უკავია (68%), რასაც მოსდევს სასმელი (13%), თამბაქო (8%), საყოფაცხოვრებო ნივთები (6%) და პირადი ჰიგიენა (5%).

Galt & Taggart-ის მონაცემებით, მთლიან ბრენდულ ბაზარზე ლიდერის პოზიციას „დეილი ჯგუფი“ ინარჩუნებს 27.3%-იანი წილით. მეორე ადგილზეა „2 ნაბიჯი“ (20.3%), რომლის შემოსავლებიც საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო მესამეზე „ნიკორა“ (15.9%).

ქალაქების მიხედვით ბაზარზე განსხვავებული სურათია, თბილისში ბაზრის ლიდერი „2 ნაბიჯი“ გახდა (20.5%), რომელმაც ოდნავ გადაუსწრო „დეილი ჯგუფს“ (19.5%). მესამე ადგილზეა „ნიკორა“ (18.9%), ხოლო მეოთხეზე - „კარფური“ (10.3%).

რეგიონებში კი, მკაფიო ლიდერად რჩება „დეილი ჯგუფი“, რომელიც ბაზრის 37.6%-ს აკონტროლებს. მეორე ადგილზეა „2 ნაბიჯი“ (19.9%), მესამეზე კი - „ნიკორა“ (14.5%).

კვლევაში აღნიშნულია, რომ ბრენდულ ქსელებში ახალი მაღაზიების გახსნის ტემპი 2025-2026 წლებში შენელებულია წინა წლებთან (2021-2024) შედარებით. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ბრენდული მაღაზიების რიცხვი 41-ით გაიზარდა. ქსელების ზრდა ძირითადად არსებულ მაღაზიებში გაყიდვების მატებით (LFL ზრდა +10.3%) იყო განპირობებული.

ამასთან, ბრენდული ქსელების საშუალო EBITDA მომგებიანობის მარჟა 5.4%-დან 4%-მდე შემცირდა. Galt & Taggart-ის ანალიტიკოსების განმარტებით, კლება ძირითადად საერთო მოგების მარჟის შემცირებითა (27.1%-დან 26.3%-მდე) და სახელფასო ხარჯების წილის ზრდით იყო გამოწვეული. 1H26-ში სახელფასო ხარჯების ფარდობამ შემოსავალთან 12.9% შეადგინა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის ფარგლებში ბოლო ეტაპის გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის ფარგლებში ბოლო ეტაპის გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

BM.GE

აკუმულატორში დამალული 8 კგ-მდე ოქროს ნაკეთობების შემოტანისთვის დაკავებულია ერთი პირი - საგამოძიებო

აკუმულატორში დამალული 8 კგ-მდე ოქროს ნაკეთობების შემოტანისთვის დაკავებულია ერთი პირი - საგამოძიებო

BM.GE

ADB-მა "კრედო ბანკს" მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად, ₾120-მილიონიანი კრედიტი გამოუყო

ADB-მა "კრედო ბანკს" მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად, ₾120-მილიონიანი კრედიტი გამოუყო

BM.GE

"დღევანდელ საქართველოში ბიზნესის კეთება გაცილებით მარტივია, ვიდრე - პოლიტიკის… პოლიტიკა მოკლეს"|ივა ჭყონია

"დღევანდელ საქართველოში ბიზნესის კეთება გაცილებით მარტივია, ვიდრე - პოლიტიკის… პოლიტიკა მოკლეს"|ივა ჭყონია

BM.GE