მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ₾227 ათასი სემეკიდან და ₾208 ათასი „რუსთავი 2“-იდან - რა ქონებას ფლობს სემეკის წევრის ოჯახი?|დეკლარაცია
₾227 ათასი სემეკიდან და ₾208 ათასი „რუსთავი 2“-იდან - რა ქონებას ფლობს სემეკის წევრის ოჯახი?|დეკლარაცია

₾227 ათასი სემეკიდან და ₾208 ათასი „რუსთავი 2“-იდან - რა ქონებას ფლობს სემეკის წევრის ოჯახი?|დეკლარაცია

BM.GE21 ივლისი, 2026, 21:17|bm.ge

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა გიორგი ფრუიძემ 2025 წელს ანაზღაურების სახით 227 033 ლარი, ხოლო მისმა ცოლმა ნათია ლაზაშვილმა „მედია ჰოლდინგში“ [„რუსთავი 2“] 208 035 ლარი მიიღო.

დეკლარაციის თანახმად, ანაზღაურების გარდა, ოჯახს სხვა შემოსავლებიც ჰქონდა. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში ნათია ლაზაშვილმა ბინის გაქირავებიდან ჯამურად 45 108 ლარი მიიღო. ამავე პერიოდში ლაზაშვილს ფინანსურ გასავლებში დაფიქსირებული აქვს ორი იპოთეკური სესხის მომსახურება, სადაც გადახდილმა თანხამ შესაბამისად 9 878 და 29 784 ლარი შეადგინა. თავის მხრივ, გიორგი ფრუიძეს უძრავი ქონების შეძენისას გასავლის სახით მითითებული აქვს 10 000 დოლარი.

რაც შეეხება დანაზოგს, ნაღდი ფულის სახით ნათია ლაზაშვილი ინახავს 43 000 დოლარს, 12 000 ევროსა და 10 000 ლარს, ხოლო გიორგი ფრუიძის ნაღდი დანაზოგი 6 000 აშშ დოლარსა და 5 000 ევროს შეადგენს.

საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხას რაც შეეხება, ფრუიძე ინახავს: 102 000 ლარს, 10 004 დოლარს და 20 014 ევროს. რაც შეეხება ნათია ლაზაშვილს, შემნახველი ანგარიშზე 40 761 ლარი აქვს განთავსებული.

გიორგი ფრუიძე ფლობს 145,49 კვადრატული მეტრის ფართობის ბინას თბილისში, არსენას ქუჩაზე, რომელიც 1996 წელს 9 500 დოლარად არის შეძენილი, ამავე მისამართზე მდებარე სარდაფსა და ნახევარსარდაფს, სადაც 2025 წელს 10 000 დოლარად დამატებით შეიძინა 27,078 კვ.მ მომიჯნავე ფართი. მის საკუთრებაშია ასევე საცხოვრებელი სახლი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოში, აგარაკი მცხეთაში, ლისი-მუხათწყაროს ტერიტორიაზე და 8,7 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე. ნათია ლაზაშვილის საკუთრებაშია 69,4 კვადრატული მეტრის ბინა ქობულეთში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, 47,58 კვადრატული მეტრის ბინა თბილისში, სოფიკო ჭიაურელის ქუჩაზე, 1 500 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის 66,67%-იანი წილი საგურამოში

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ქონების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 40 სტატია.

  • როგორ უნდა შეიცვალოს ქონების გადასახადი?ტვ პირველი
  • კირცხალიას თქმით, მუშაობენ ფიზიკური პირების ქონების გადასახადის ზღვრის გაზრდაზეფორმულა
  • ირაკლი კირცხალია: ვიმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკურ პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებითრუსთავი 2
  • ირაკლი კირცხალია: ვმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკური პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით. უფრო დადებითი კუთხით უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი - ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზეიმედი
ქონების →ათასი →

მსგავსი სტატიები

OpenAI-მ რეკორდული შესაძლებლობების ხელოვნური ინტელექტი GPT-6 Astra წარადგინა

OpenAI-მ რეკორდული შესაძლებლობების ხელოვნური ინტელექტი GPT-6 Astra წარადგინა

BM.GE

რუსეთმა და ჩინეთმა ახალი გაზსადენის, „ბაიკალის ძალის“ პროექტი განიხილეს

რუსეთმა და ჩინეთმა ახალი გაზსადენის, „ბაიკალის ძალის“ პროექტი განიხილეს

BM.GE

"ევრობილდს" პატარა ენგურზე ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზია გაუხანგრძლივდება

"ევრობილდს" პატარა ენგურზე ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზია გაუხანგრძლივდება

BM.GE

უკრაინას ომი ყოველდღიურად $450 მილიონი უჯდება - ანდრიი სიბიჰა

უკრაინას ომი ყოველდღიურად $450 მილიონი უჯდება - ანდრიი სიბიჰა

BM.GE