მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ₾2.5 მლნ - ინვესტიცია, ₾2.7 მლნ - ბიუჯეტში | „ჰანიველ ცემენტს“ მთავრობამ კირქვის მოპოვების ლიცენზია 20 წლით გაუგრძელა
₾2.5 მლნ - ინვესტიცია, ₾2.7 მლნ - ბიუჯეტში | „ჰანიველ ცემენტს“ მთავრობამ კირქვის მოპოვების ლიცენზია 20 წლით გაუგრძელა

₾2.5 მლნ - ინვესტიცია, ₾2.7 მლნ - ბიუჯეტში | „ჰანიველ ცემენტს“ მთავრობამ კირქვის მოპოვების ლიცენზია 20 წლით გაუგრძელა

BM.GE23 მაისი, 2026, 14:00|bm.ge

მთავრობამ „ჰანიველ ცემენტს“ დედოფლისწყაროში კირქვის მოპოვების ვადა 20 წლით გაუხანგრძლივა და დარჩენილი მოსაპოვებელი რესურსის მოცულობა განუსაზღვრა. ამისთვის კი კომპანიამ დადგენილ ვადებში ბიუჯეტში 2 714 542 ლარი უნდა გადაიხადოს და ამასთან 2.5 მლნ ლარის საინვესტიციო ვალდებულებები შეასრულოს.

საქართველოს მთავრობის 1000-ე განკარგულების მიხედვით, მთავრობამ აღნიშნული ცვლილებებისთვის კომპანია „ქართულ ცემენტს“, რომელიც „ჰანიველ ცემენტს“ საინვესტიციო ვალდებულებებიც გაუწერა და „დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრაზე თანხმობა „მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოზე გასცა“.

კონკრეტულად, „ქართულ ცემენტს“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში საბადოზე საცემენტე კირქვის მოპოვების MI1000794 ლიცენზიის მოქმედების ვადა 2027 წლის 15 თებერვლიდან 2047 წლის 15 თებერვლამდე გაუგრძელდა.

სალიცენზიო პირობების მიხედვით კი „ჰანიველ ცემენტი“ ვალდებულია:

• ლიცენზიის ვადის გაგრძელებისთვის, მის ფარგლებში მოსაპოვებელი რესურსის დარჩენილი მოცულობისთვის, რაც 22 528 536 ტონას შეადგენს, სახელმწიფო ბიუჯეტში 2 714 542 ლარი შეიტანოს; • 3 წლის განმავლობაში საბადოზე წიაღისეულის რესურსი შეისწავლოს და მარაგები გამოთვალოს, რისთვისაც 100 000 ლარის ინვესტიცია განახორციელოს; • 5 წლის ვადაში „ქართულმა ცემენტმა“ რუსთავის ცემენტის ქარხნის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 2 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს; • დედოფლისწყაროს კირქვის საბადოს დამუშავებისთვის 400 000 ლარის ინვესტიცია ჩადოს; • ლიცენზიაში ცვლილებების შეტანიდან 2 თვეში „მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს“ ბანკის მიერ გაცემული 250 000 ლარის გამოუხმობი გარანტია უნდა წარუდგინოს;

"ქართული ცემენტი"

ქვეყნის უმსხვილეს ცემენტის მწარმოებელ კომპანია "ჰანიველ ცემენტში" ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის Hunnewel Partners-ს, რომელსაც ის ბიზნესპარტნიორებთან - ბენჯამინ ალბერტ მარსონთან და იგორ ალექსეევთან ერთად ფლობს, 45.45%-ის წილი ეკუთვნის. ამავე კომპანიის 44.55%-ის წილს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული "თანაინვესტირების ფონდი" ფლობს. კომპანიის დირექტორი დავით ჯუღაშვილია.

ამ დროისთვის "ქართულ ცემენტს" გამოქვეყნებული აქვს 2024 წლის ფინანსური ანგარიში, რომლის მიხედვითაც, რეალიზაცია 17%-ით, 659 მილიონ ლარამდე გაიზარდა, წმინდა მოგება კი თითქმის გაორმაგდა და 189 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, კომპანიის აქტივები 627 მილიონ ლარს შეადგენს.

ამასთან, „ჰანიველ ცემენტი“ კასპში ახალ საინვესტიციო პროექტს ახორციელებს, რომლის ჯამური ღირებულება 70 მლნ აშშ დოლარია. ის კლინკერის წარმოებისა და ცემენტის დაფქვის თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში კლინკერის წლიური წარმოება 400,000 ტონით გაიზრდება და ჯამურად 2 მილიონ ტონას მიაღწევს. პარალელურად, შენდება ცემენტის დაფქვის ახალი ხაზი, შედეგად, ცემენტის წლიური წარმოება 2.7 მილიონ ტონას მიაღწევს. ორივე ქარხნის ექსპლუატაციაში შესვლა 2028 წლიდან იგეგმება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში, გამწვანების ღონისძიებები გორში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტაში, თელავში, წალენჯიხაში, ზუგდიდსა და მცხეთაში გაიმართარუსთავი 2
  • თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდაფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანატვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE