მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "₾4 მილიონამდე ინვესტიცია ჩავდეთ" - “ბიუ ბიუმ” მუშაობა განაახლა
"₾4 მილიონამდე ინვესტიცია ჩავდეთ" - “ბიუ ბიუმ” მუშაობა განაახლა

"₾4 მილიონამდე ინვესტიცია ჩავდეთ" - “ბიუ ბიუმ” მუშაობა განაახლა

BM.GE11 ნოემბერი, 2026, 15:46|bm.ge

კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი რევაზ ვაშაკიძე ამბობს, რომ წარმოება სრული სიმძლავრით განახლდა და “ბიუ ბიუ”-ს ნედლი ქათმის ხორცის მაღაზიების უმეტესობა უკვე გახსნილია. მან ამის შესახებ BM.GE-სთან განაცხადა.

საქმე ისაა, რომ წარმოებაში მიმდინარე გეგმური ტექნიკური განახლებისა და სარემონტო სამუშაოების გამო, "ბიუ ბიუ"-ს მაღაზიათა ქსელი, აგვისტოდან მოყოლებული, დროებით არ მუშაობდა. 30 ოქტომბრიდან კი ფილიალები ოფიციალურად გაიხსნა.

როგორც რევაზ ვაშაკიძე ამბობს, გადაიარაღებას 4 მილიონ ლარამდე მოხმარდა, კომპანიის პროდუქტებზე კი მაღალი მოთხოვნა ნარჩუნდება.

"საკმაოდ დიდი რაოდენობით ინვესტიცია ჩავდეთ და განახლებული ძალით შევუდექით მუშაობას. გადაიარაღდა ყველაფერი, როგორც ფერმებში, სასაკლაოზეც. 4 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განხორციელდა. სრული სიმძლავრეებით დავბრუნდით. ჩვენი წარმოების პარამეტრები თავიდანვე მაქსიმალური იყო, დაახლოებით, დღიურად ვაწარმოებთ 80 ტონა ქათამს. ჩვენმა ერთ-ერთმა დისტრიბუტორმა 70 მაღაზიიდან გახსნა დაახლოებით 49 მაღაზია, მეორეს 8 მაღაზია ჰქონდა და ყველა გაიხსნა. 1-2 თვეში ყველა ობიექტი გაიხსნება. ჩვენი პროდუქცია სრულად მიდის და აკმაყოფილებს მოთხოვნას, გაყიდვების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. რა ფასებიც სადღეისოდ არის, იმ ფასად ვყიდით. დაახლოებით 4 თვის წინ გავჩერდით, იმასთან შედარებით ფასი მომატებულია, დაახლოებით 3%-ით", - ამბობს რევაზ ვაშაკიძე და აღნიშნავს, რომ კომპანიაში 1000-მდე დასაქმებულია: უშუალოდ წარმოებაში 600 თანამშრომელი, ხოლო სადისტრიბუციო მიმართულებით - 400.

ის აღნიშნავს, რომ კომპანია მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში ექსპორტი აღდგა. ამასთან, კომპანიას საექსპორტო მიმართულებით აქვს გეგმები.

"ექსპორტი მთლიანად აღდგა. მაგალითად, სომხეთში კვირაში დაახლოებით 160 ტონა ქათამი გაგვაქვს. ექსპორტის რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე შიდა მოხმარება დღეისთვის. აზერბაიჯანშიც გაგვაქვს და კვირაში ბაქოში დაახლოებით 60-65 ტონა მარინირებული ფილე გაგვაქვს. ამ პროდუქტის სომხეთში გატანის მიზნით გვაქვს მოლაპარაკებები.

ქათმის ნაწილების ჩინეთში ექსპორტზე ჯერჯერობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს და როდესაც დამთავრდება, მერე შეგვიძლია ქათმის ფეხების, თავის და ნაწილების გატანა. საჭიროა ჩინეთში ჩვენი კომპანიის რეგისტრაცია. დღეისთვის დამთავრებული ეს პროცესი არ არის. წლის ბოლომდე, მე მგონი მოესწრება", - ამბობს „ჩირინას“ დამფუძნებელი.

BM.GE-სთან ინტერვიუში რევაზ ვაშაკიძემ ისაუბრა გამოწვევაზეც, რაც შეღებილი ქათმის ხორცის რეალიზაციას უკავშირდება. მისი თქმით, შესაბამისი უწყებები უნდა ჩაერთონ, რომ ბაზარზე ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქტის გაყიდვა გაკონტროლდეს.

"საქართველოში ძალიან ცუდი მოვლენაა შეღებილი ქათმის რეალიზაცია. შეღებილი ქათამი იწვევს სხვადასხვა დაავადებებს. შეღებილი ქათამი არცერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში არ იყიდება, საქართველო გამონაკლისია და ეს ძალიან ცუდია. ბაზრებში მთლიანად მიდის ეს გაყვითლებული პროდუქცია. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ, სურსათის სააგენტომ მას ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ საერთოდ აიკრძალოს შეღებილი პროდუქციის გაყიდვა. ხალხი ყიდულობს, რადგან ჰგონია, ეს არის სიმინდზე გაზრდილი ქათამი, მაგრამ როგორც წესი ეს არის რეალურად ქიმიური საღებავებით გაყვითლებული ქათამი",- ამბობს რევაზ ვაშაკიძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

2027 წლის ბიუჯეტის II პროექტით საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი ₾117 მილიონით იზრდება

2027 წლის ბიუჯეტის II პროექტით საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი ₾117 მილიონით იზრდება

BM.GE

ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად

ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად

BM.GE

იტალიაში, მერანოს ღვინის საერთაშორისო ფესტივალში ქართული ღვინის 20 კომპანია მონაწილეობდა

იტალიაში, მერანოს ღვინის საერთაშორისო ფესტივალში ქართული ღვინის 20 კომპანია მონაწილეობდა

BM.GE

2015-2025 წლებში საქართველოს მოსახლეობა 208 500-ით გაიზარდა|საქსტატმა დემოგრაფიული მონაცემები გადაიანგარიშა

2015-2025 წლებში საქართველოს მოსახლეობა 208 500-ით გაიზარდა|საქსტატმა დემოგრაფიული მონაცემები გადაიანგარიშა

BM.GE