მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ₾400 მლნ-ის სახაზინო ვალდებულებების გამოშვება მნიშვნელოვანი ნაბიჯია კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის - კუპრაშვილი
₾400 მლნ-ის სახაზინო ვალდებულებების გამოშვება მნიშვნელოვანი ნაბიჯია კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის - კუპრაშვილი

₾400 მლნ-ის სახაზინო ვალდებულებების გამოშვება მნიშვნელოვანი ნაბიჯია კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის - კუპრაშვილი

BM.GE29 მაისი, 2026, 23:41|bm.ge

„გალტ & თაგარტის“ გენერალური დირექტორის შეფასებით, ფინანსთა სამინისტროს მიერ 400 მლნ ლარის სახაზინო ვალდებულებების გამოშვება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის.

გიორგი კუპრაშვილის განცხადებით, სახაზინო ვალდებულებების ემისიის მიმართ უცხოური ინვესტორების მაღალი ინტერესი აჩენს შესაძლებლობას, რომ სამომავლოდ მათი დაინტერესება გაჩნდეს კორპორატიული ემისიების მიმართულებითაც.

“ფინანსთა სამინისტროს მიერ 400 მლნ ლარის ოდენობის სახაზინო ვალდებულებების ლოკალური გამოშვება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის. ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც სინდიკაციის გზით ლოკალურ ბაზარზე მოხდა სახაზინო ვალდებულებების გამოშვება ეროვნულ ვალუტაში. ამ გზით გამოშვებამ შესაძლებლობა მოგვცა, მოგვეზიდა უცხოური ინსტიტუციონალური ინვესტორების დიდი ინტერესი.

„გალტ & თაგარტი“, როგორც მოწინავე საინვესტიციო ბანკი საქართველოში, ჩართული იყო ამ ტრანზაქციაში და ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მის წარმატებით დასრულებაში. ლოკალური ემისიის მიმართ უცხოური ინსტიტუციონალური ინვესტორების ასეთი ძლიერი ინტერესი აჩენს შესაძლებლობას, რომ სამომავლოდ მათი დაინტერესება პოტენციურად ვიხილოთ, ასევე კორპორატიული ემისიების მიმართულებით”, - განაცხადა გიორგი კუპრაშვილმა.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტრომ ლარის უმსხვილესი - ₾400-მილიონიანი ფასიანი ქაღალდი 2026 წლის 21 მაისს გამოუშვა. მას 9%-ის განაკვეთი და 5.9 წლის ვადიანობა აქვს. უწყებაში აცხადებენ, რომ უცხოელმა ინვესტორებმა ობლიგაციების 65% შეიძინეს, რაც თანხობრივად 260 მილიონ ლარს შეადგენდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE