მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ₾60 000 ანაბარზე, Tesla-ს, JPMorgan-ის, Apple-ის თითო-თითო აქცია - რა ქონებას ფლობს საქართველოს ფოსტის ყოფილი დირექტორი?
₾60 000 ანაბარზე, Tesla-ს, JPMorgan-ის, Apple-ის თითო-თითო აქცია - რა ქონებას ფლობს საქართველოს ფოსტის ყოფილი დირექტორი?

₾60 000 ანაბარზე, Tesla-ს, JPMorgan-ის, Apple-ის თითო-თითო აქცია - რა ქონებას ფლობს საქართველოს ფოსტის ყოფილი დირექტორი?

BM.GE27 მაისი, 2026, 04:05|bm.ge

საქართველოს ფოსტის ყოფილმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ გასულ წელს Tesla-ს, JPMorgan Chase & co-ს, Apple Inc და Bristol-Myers Squibb Co თითო-თითო აქცია შეიძინა. ამის შესახებ სახელმწიფო კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელის მიერ შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომელიც 2025 წლის ქონებრივ მდგომარეობას ასახავს.

დოკუმენტის მიხედვით, მისი ცოლის სახელზეა 2020 წელს თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მემკვიდრეობით მიღებული ბინა.

ლევან ჩიკვაიძემ 2025 წელს იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის პოსტზე 68 199 ლარის ხელფასი მიიღო, ხოლო საქართველოს ფოსტის შვილობილი კომპანია EXPRESS-ის დირექტორის თანამდებობაზე ამავე პერიოდში 21 113 ლარის ხელფასი მიიღო.

ამასთან, ის ფლობს წილებს სხვადასხვა კომპანიაში, თუმცა ამ კომპანიებიდან შემოსავალი დეკლარაციაში მითითებული არ აქვს.

დეკლარაციის მიხედვით, ლევან ჩიკვაიძე წილებს შემდეგ კომპანიებში ფლობს:

• Apos.ge – 2026 წლის 16 თებერვალს დააფუძნა და 100%-იანი წილის მფლობელია; • ავიანეტა - 2025 წლის 12 ნოემბერს დაფუძნდა და აქ ის 51%-იან წილს ფლობს და უკრაინა-საქართველოს ორმაგ მოქალაქე რამიზ ხალილოვის პარტნიორია, რომელიც დანარჩენ 49%-ს ფლობს;

დეკლარაციაში შეტანილი სამ კომპანიის „ელ სი კომპანის“, „ელ სი რადიოს“ და „ფუტსალის კლუბი თბილისის“ რეგისტრაცია შეჩერებულია ან პროცესშია.

ამასთან, მისი ცოლი ნინო მაჭარაშვილი კომპანია „რუსთავი პურში“ 100%-იანი წილის მფლობელია.

ლევან ჩიკვაიძეს დეკლარაციის შევსების დროისთვის „საქართველოს ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 7 203 ლარი ჰქონდა და ამავე ბანკში 2 ანაბარი აქვს. ერთზე 50 467 ლარის დანაზოგი, მეორეზე კი 10 000 ლარი აქვს.

რაც შეეხება საერთაშორისო კომპანიებში შეძენილ აქციებს, ლევან ჩიკვაიძე უთითებს, რომ ისინი მან 2025 წელს შეიძინა:

• Tesla Inc – 1 აქცია 250 დოლარად; • Apple Inc – 1 აქცია 215 დოლარად; • JPMorgan Chase & co – 1 აქცია 279 დოლარად; • LM Funding America – 79 აქცია 102 დოლარად; • CaesarStone Sdot-Yam – 4 აქცია 8 დოლარად.

ლევან ჩიკვაიძეს ქონებრივ დეკლარაციაში სხვა უძრავ-მოძრავი ქონება მითითებული არ აქვს. ასევე არ აქვს აღნიშნული რა სახის დანახარჯები ჰქონდა სახელმწიფო კომპანიის ყოფილ ხელმძღვანელს 2025 წელს.

ლევან ჩიკვაიძე საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის პოსტს 2012 წლიდან იკავებდა, შესაბამისად ის სახელმწიფო საწარმოების CEO-ებს შორის თანამდებობას ყველაზე დიდხანს ინარჩუნებდა. საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე თანამდებობიდან აგვისტოს ბოლოს გაათავისუფლეს და მისი გიორგი ერაძემ დაიკავა.

4 მაისს ლევან ჩიკვაიძემ Facebook-ის პირად გვერდზე Apos.ge-ის ოპერირების შესახებ როგორც მფლობელმა განაცხადა, რომლის სლოგანიცაა „უფრო კომფორტული საფოსტო სერვისი“.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე

არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე

BM.GE

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2027 წელს რეფინანსირების განაკვეთი 7.5%-მდე შემცირდება

Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2027 წელს რეფინანსირების განაკვეთი 7.5%-მდე შემცირდება

BM.GE

ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, მთავარია დროული რეაგირება - კახა კალაძე სემეკის განცხადებაზე

ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, მთავარია დროული რეაგირება - კახა კალაძე სემეკის განცხადებაზე

BM.GE

საზოგადოებრივი ჯანმრთელობა: ინფორმაციის, რეგულაციისა და არჩევანის ბალანსი

საზოგადოებრივი ჯანმრთელობა: ინფორმაციის, რეგულაციისა და არჩევანის ბალანსი

BM.GE