
₾7.5 მილიონით მეტი წინა წელთან შედარებით - პარკირების დარღვევებისთვის გადახდილი ჯარიმები 69%-ით გაიზარდა
BM.GE|bm.ge
2026 წლის იანვარ-სექტემბერში თბილისში პარკირების წესების დარღვევისთვის აკრეფილი ჯარიმების მოცულობა 2-ჯერ გაიზარდა - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი.
დოკუმენტის თანახმად, გადახდილი ჯარიმების საერთო მოცულობამ 18,242,013 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 69%-ით, ანუ 7.5 მილიონი ლარით მეტია.
ბოლო სტატისტიკით, თბილისში 28 516 საპარკინგე ადგილია, საიდანაც თითქმის ნახევარი ზონალური, ნახევარი კი არაზონალური საპარკინგე არეალია.
თბილისში არასწორი პარკირებისთვის ჯარიმა 50 ლარს შეადგენს.
გაზიარება:
BM.GE
წყარო: bm.ge