მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "რუსეთთან ურთიერთობის სპეციალური წარმომადგენლის მანდატის გაფართოება საფრთხის შემცველია" - დიპლომატთა საზოგადოება
"რუსეთთან ურთიერთობის სპეციალური წარმომადგენლის მანდატის გაფართოება საფრთხის შემცველია" - დიპლომატთა საზოგადოება

"რუსეთთან ურთიერთობის სპეციალური წარმომადგენლის მანდატის გაფართოება საფრთხის შემცველია" - დიპლომატთა საზოგადოება

BM.GE22 ოქტომბერი, 2026, 22:25|bm.ge

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილის დანიშვნა და მისი მანდატის გაფართოება სახიფათო ტენდენციის მაჩვენებელია - ამის შესახებ "საქართველოს დიპლომატთა საზოგადოების" განცხადებაშია ნათქვამი.

ორგანიზაციის შეფასებით, მოქმედი დიპლომატისთვის ამ სტატუსის მინიჭება შესაძლოა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ერთგვარ ფორმად ან ამისთვის საფუძვლის მომზადებად ჩაითვალოს, რაც წინააღმდეგობაში მოდის დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პრინციპულ მიდგომასთან. გარდა ამისა, დიპლომატთა საზოგადოებაში მიიჩნევენ, რომ მანდატში "რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების" დამატება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატს საფრთხის ქვეშ აყენებს.

bm.ge "საქართველოს დიპლომატთა საზოგადოების" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მიღებული გადაწყვეტილება, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილის დანიშვნის და მისი მანდატის გაფართოების შესახებ საკმაოდ სახიფათო ტენდენციის მაჩვენებელია.

აქამდე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს მხრიდან სპეციალური წარმომადგენელი არასდროს ყოფილა საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი დიპლომატი. ამასთანავე, სპეციალური წარმომადგენლის მანდატი ყოველთვის შემოიფარგლებოდა ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული საკითხებით, ხოლო შეხვედრები არაფორმალურ ხასიათს ატარებდა. შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრის მოქმედი პირველი მოადგილისთვის ამ სტატუსის მინიჭება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ერთგვარ ფორმად ან ამისთვის საფუძვლის მომზადებად შეიძლება ჩაითვალოს. რაც წინააღმდეგობაში მოდის დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პრინციპულ მიდგომასთან.

განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილებით პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის მანდატს დაემატა "რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება", რაც ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატისთვის პირდაპირი ალტერნატივის შექმნას ნიშნავს. ქართული დიპლომატიის მიზანს ყოველთვის წარმოადგენდა საქართველო-რუსეთის კონფლიქტი გამხდარიყო საერთაშორისო ფორმატში განხილვის საგანი და ამ მოლაპარაკებებში საქართველო რუსეთის პირისპირ მარტო არ დარჩენილიყო. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, რომელიც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშიდობიანი გზით მოგვარების და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა, სადაც ევროკავშირი, გაერო და ეუთო მედიატორის სტატუსით არიან წარმოდგენილნი, ხოლო აშშ მონაწილეობს.

მიღებული გადაწყვეტილება, წინააღმდეგობაში მოდის როგორც დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პრინციპულ მიდგომასთან, ასევე საფრთხის ქვეშ აყენებს ჟენევის ფორმატს და აზიანებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივას".

ცნობისთვის, 21 ოქტომბერს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა. მან აღნიშნულ პოსტზე გიორგი ქაჯაია ჩაანაცვლა, რომელსაც ეს თანამდებობა 2024 წლის მარტიდან 2025 წლის დეკემბრამდე ეკავა. ბოლო 10 თვის განმავლობაში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა ვაკანტური იყო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 298 სტატია.

  • რუსეთის თქმით, მზადაა უკრაინა-აშშ-სთან ომის დასასრულებლად მოლაპარაკებები განაახლოსფორმულა
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
  • დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ვიცე-პრემიერი რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსანი გახდატვ პირველი
  • დავით ჩიხელიძე: "რუსეთთან მებრძოლად" წარმოჩენილი სააკაშვილის დროს საქართველომ ომი და ტერიტორიების ოკუპაცია განიცადა, "რუსეთთან მეგობრობაში" დადანაშაულებული "ქართული ოცნების" მმართველობისას კი რუსეთთან ურთიერთობა დაპირისპირების მთავარ თემად რჩებარუსთავი 2
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

ქვეყნები, სადაც ადამიანები ყველაზე ადრე/გვიან გადიან პენსიაში

ქვეყნები, სადაც ადამიანები ყველაზე ადრე/გვიან გადიან პენსიაში

BM.GE

Meta-ს შემოსავალმა $64.6 მილიარდს, Muse-ს მომხმარებლებმა კი 10 მილიონს მიაღწია

Meta-ს შემოსავალმა $64.6 მილიარდს, Muse-ს მომხმარებლებმა კი 10 მილიონს მიაღწია

BM.GE

რატომ ვერ გააიაფა "დიზელის შეთანხმებამ" საწვავი?

რატომ ვერ გააიაფა "დიზელის შეთანხმებამ" საწვავი?

BM.GE

ნოემბრიდან, რუსეთი ქართული რძის 2 საწარმოს ბაზარზე დაუშვებს - "როსსელხოზნადზორი"

ნოემბრიდან, რუსეთი ქართული რძის 2 საწარმოს ბაზარზე დაუშვებს - "როსსელხოზნადზორი"

BM.GE