მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "გენერაციის შეზღუდვით 7 მგვტ-იანმა ჰესმა $470,000-ით იზარალა…-მოსაფიქრებელია მომავალში რას ვიზამთ" - დავით მირცხულავა
"გენერაციის შეზღუდვით 7 მგვტ-იანმა ჰესმა $470,000-ით იზარალა…-მოსაფიქრებელია მომავალში რას ვიზამთ" - დავით მირცხულავა

"გენერაციის შეზღუდვით 7 მგვტ-იანმა ჰესმა $470,000-ით იზარალა…-მოსაფიქრებელია მომავალში რას ვიზამთ" - დავით მირცხულავა

BM.GE1 სექტემბერი, 2026, 03:00|bm.ge

მიმდინარე წლის ზაფხულში მოთხოვნა-მიწოდების სიჭარბის გამო გენერაციის შეზღუდვამ და თურქეთის ბაზარზე ელექტროენერგიაზე ფასების ვარდნამ ქართულ ენერგოსექტორს, წინასწარი შეფასებით, რამდენიმე ათეულ მილიონ ლარამდე ზარალი მიაყენა.

გალტ & თაგარტის უახლესი კვლევის მიხედვით, მოთხოვნა-მიწოდებას შორის სიჭარბე წინა 2 თვის მსგავსად ივლისშიც დაფიქსირდა, რამაც ელექტროსისტემის მხრიდან გენერაციის შეზღუდვა გამოიწვია. საინვესტიციო ბანკის შეფასებით, გენერაციის შეზღუდვა დაახლოებით 5%-ს შეადგენდა, ხოლო ბარტერის გარეშე ეს მოცულობა 10-15%-მდე გაიზრდებოდა.

ენერგეტიკოს დავით მირცხულავას თქმით, სექტორის ჯამური დანაკარგი სავარაუდოდ 100 მილიონი ლარის ფარგლებშია. ის BM.GE-სთან ინტერვიუში ფორსმაჟორულ სიტუაციებში გადასახადების შემცირების ან განულების აუცილებლობაზე საუბრობს, რათა დეველოპერებმა ენერგიის ექსპორტზე დაბალ ფასად გატანა მაინც შეძლონ.

“ზაფხულში ერთი მცირე ჰესის ზარალმა, რომლის სიმძლავრე 7 მეგავატამდეა, დაახლოებით 470,000 დოლარი შეადგინა. წარმოიდგინეთ ახალაშენებულ ჰესს რომ ასეთი ზარალი აქვს, ვერ ხდება ნორმალურად სესხების მომსახურება და თუ უფრო დეტალებში შევალთ, ფაქტიურად გამოვიდა, რომ ამ დაღვრის გამო გამომუშავება 90%-იან უზრუნველყოფაზე დაბლა იყო და ამან შექმნა პრობლემა. ფაქტობრივად მოსატანი გახდა ის თანხა, რათა სესხებს მომსახურებოდნენ. მომავალ პროექტებზე უკვე ბანკები მეტი სიფრთხილით მოეკიდებიან ამ სექტორს, იმიტომ რომ შეზღუდვები უკვე სისტემური პრობლემაა.

ანალოგიური ხდება დასავლეთ ევროპაში, მაგრამ იქ გარკვეული მექანიზმები არსებობს. საჭირო იყო გარკვეული პოლიტიკის შემუშავება ამ შეზღუდვებთან დაკავშირებით. ჩაიარა ამ წელმა საკმაოდ ზარალიანად ყველა დეველოპერებისთვის და მოსაფიქრებელია მომავალში რას ვიზამთ.

უნდა ვიფიქროთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როცა დაბალია მეზობელ ქვეყნებში ფასები ზაფხულის პერიოდში, როცა ჩვენ სიჭარბე გვაქვს, გადასახადების შემცირება ან განულება მოხდეს, რათა გენერაციის ობიექტებისთვის მხარდაჭერა იყოს ამ პერიოდში. როცა დეველოპერები ასეთ დღეშია, ბუნებრივია რაღაც გამოსავალი არის მოსაძებნი.

7-8 მეგავატიანი სადგური როცა ნახევარ მილიონ დოლარიან ზარალს ნახულობს, ბუნებრივია ეს ფინანსურ მოდელში აისახება. 90%-იან უზრუნველყოფაზე დაბალ მაჩვენებელზე გავდივართ, რაც ფაქტიურად ნებისმიერი ბანკისთვის მიუღებელია. აქედან გამომდინარე, მოსაძებნია გადაწყვეტილებები, რათა ერთ-ერთ ფუნდამენტალურ საკითხს - საინვესტიციო კლიმატს ენერგეტიკაში გადაწყვეტა მოვუძებნოთ”,-აცხადებს ენერგეტიკოსი.

მისი შეფასებით, ინვესტორებისთვის საიმედო კლიმატის შესაქმნელად, დღის წესრიგში დგება მსხვილი, წყალსაცავიანი ჰესების (ხუდონი, ნამახვანი, ნენსკრა) მშენებლობის აუცილებლობა. ამასთან მირცხულავას თქმით, მზისა და ქარის სადგურების ინტეგრაციას აუცილებლად სჭირდება მანევრული სიმძლავრეები და შემნახველი ბატარეები.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გენერაციის შეზღუდვით ძალიან ბევრი ჰიდროელექტროსადგურის შემოსავალი 60%-მდე შემცირდა - მაია მელიქიძე

გენერაციის შეზღუდვით ძალიან ბევრი ჰიდროელექტროსადგურის შემოსავალი 60%-მდე შემცირდა - მაია მელიქიძე

BM.GE

წლევანდელი რთველის ფარგლებში მოსავალი შემცირდება, მაგრამ გაცილებით ხარისხიან ყურძენს მივიღებთ - "ღვინუკა"

წლევანდელი რთველის ფარგლებში მოსავალი შემცირდება, მაგრამ გაცილებით ხარისხიან ყურძენს მივიღებთ - "ღვინუკა"

BM.GE

როგორია არსებული ვითარება აშშ-სა და ირანს შორის 31 აგვისტოს მდგომარეობით?

როგორია არსებული ვითარება აშშ-სა და ირანს შორის 31 აგვისტოს მდგომარეობით?

BM.GE

რთველის სუბსიდირებაზე ნაკლები თანხები უნდა დაიხარჯოს - "ღვინუკა"

რთველის სუბსიდირებაზე ნაკლები თანხები უნდა დაიხარჯოს - "ღვინუკა"

BM.GE