მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რთველის სუბსიდირებაზე ნაკლები თანხები უნდა დაიხარჯოს - "ღვინუკა"
რთველის სუბსიდირებაზე ნაკლები თანხები უნდა დაიხარჯოს - "ღვინუკა"

რთველის სუბსიდირებაზე ნაკლები თანხები უნდა დაიხარჯოს - "ღვინუკა"

BM.GE1 სექტემბერი, 2026, 02:48|bm.ge

ღვინის სექტორის წარმომადგენლების ნაწილის შეფასებით, წლევანდელი რთველის პირობები გასულ წლებთან შედარებით მეტად ხარისხზეა ორიენტირებული.

როგორც მეღვინეობა ”ღვინუკას დამფუძნებელმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, უფრო ჯანსაღი მოდელია, როდესაც ყურძნის ჩაბარების ფასი მისი შაქრიანობის მიხედვით განისაზღვრება.

თუმცა მისივე თქმით, აუცილებელია, რომ მომდევნო პერიოდში ეტაპობრივად რთველის სუბსიდირებაზე გამოყოფილი თანხები შემცირდეს.

“[რთველის] სუბსიდირების მოდელს მისი შემოტანის დღიდან, რომელიც დაახლოებით 2006-2007 წლებში შემოვიდა პირველად, რუსული ემბარგოს დროს, ეკონომიკურ დატვირთვასთან ერთად ჰქონდა სოციალური დატვირთვა ყოველთვის. თუმცა დღეს თითქმის 20 წელია გასული და რეალობა მნიშვნელოვნად შეიცვალა — მნიშვნელოვნად გაიზარდა გაშენებული ფართობები და ამავდროულად რაოდენობრივად მნიშვნელოვნად გაიზარდა [მოსავალი]. სუბსიდირების ის მოდელი, რაც წინა წლებში გვქონდა, რა თქმა უნდა, უფრო ნაკლოვანი იყო, ვიდრე წელს გვექნება, იქიდან გამომდინარე, რომ ელემენტარულად მევენახეებს არ ჰქონდათ მოტივაცია, რომ ხარისხიანი ყურძენი ეწარმოებინათ და პრაქტიკულად თანხის უდიდესი ნაწილი იხარჯებოდა არაკონდიციურ და უხარისხო ყურძნის შესყიდვაში. წლევანდელი მოდელი მნიშვნელოვნად უფრო გაუმჯობესებულია. ისევ ვრჩებით სუბსიდიების ნაწილში, მაგრამ ალბათ ეს ბოლო წლების განმავლობაში შედარებით უფრო ნორმალური და ხარისხზე ორიენტირებულია [მოდელი]. რა თქმა უნდა, შემდგომი ნაბიჯები ალბათ უნდა იყოს, რომ მაქსიმალურად მოხდეს თანხების ნაკლები ხარჯვა და სუბსიდირებიდან გამოსვლა”, - განაცხადა ზუკა მაისაშვილმა.

თუმცა “ღვინუკას” დამფუძნებელი ასევე აღნიშნავს, რომ გამოსავალი მხოლოდ რთველის სუბსიდირების პირობების ცვლილება ვერ იქნება და აუცილებელია, რომ მომდევნო პერიოდში ჭარბი რქაწითელის ჩანაცვლება ყურძნის სხვა უფრო მოთხოვნადი ჯიშებით მოხდეს.

“თუმცა თუ არ მოხდება ჭარბი რქაწითელის ჩანაცვლება ან სხვა ყურძნით, ან სხვა კულტურით, რომელსაც უბრალოდ ბიზნესი ვერ შეისყიდის და ხდება მისი შემდგომ სპირტად წარმოება, ძალიან რთული იქნება მხოლოდ სუბსიდირების მოდელის ცვლილებით ამ წრიდან გამოსვლა. როდესაც რქაწითელი გვაქვს თითქმის ნახევარი გაშენებული ფართობების ჭარბი, ის ან სხვა ჯიშის ყურძნით უნდა ჩანაცვლდეს, რომელიც უფრო გაყიდვადია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, ან სოფლის მეურნეობის სხვა კულტურით, რომელიც უფრო ეკონომიკურად მომგებიანია. იმიტომ, რომ რქაწითელის ფასი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არ იცვლება. ამავდროულად, ამ ყურძნისგან ნაწარმოები ღვინო ექსპორტზე ვერ გადის და ვერ იყიდება იმ ფასად, როგორც, პირობითად, საფერავი ან სხვა ჯიშები შეიძლება გაიყიდოს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ რქაწითელის ჩანაცვლება მოხდეს”, - განაცხადა ზუკა მაისაშვილმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორია არსებული ვითარება აშშ-სა და ირანს შორის 31 აგვისტოს მდგომარეობით?

როგორია არსებული ვითარება აშშ-სა და ირანს შორის 31 აგვისტოს მდგომარეობით?

BM.GE

"გენერაციის შეზღუდვით 7 მგვტ-იანმა ჰესმა $470,000-ით იზარალა…-მოსაფიქრებელია მომავალში რას ვიზამთ" - დავით მირცხულავა

"გენერაციის შეზღუდვით 7 მგვტ-იანმა ჰესმა $470,000-ით იზარალა…-მოსაფიქრებელია მომავალში რას ვიზამთ" - დავით მირცხულავა

BM.GE

ვინ არიან ყაზახეთის ახალი ვიცე-პრეზიდენტი და პრემიერი?

ვინ არიან ყაზახეთის ახალი ვიცე-პრეზიდენტი და პრემიერი?

BM.GE

ინგლისის ბანკის ხელმძღვანელმა დიდი ოცეულის წევრები ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებზე გააფრთხილა

ინგლისის ბანკის ხელმძღვანელმა დიდი ოცეულის წევრები ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებზე გააფრთხილა

BM.GE