მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გერმანია აშშ-ის ჯარების შემცირების ფონზე ევროპას თავდაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდებს
გერმანია აშშ-ის ჯარების შემცირების ფონზე ევროპას თავდაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდებს

გერმანია აშშ-ის ჯარების შემცირების ფონზე ევროპას თავდაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდებს

BM.GE2 მაისი, 2026, 18:57|bm.ge

გერმანიიდან აშშ-ის ჯარების დაგეგმილმა გაყვანამ ევროპელებს საკუთარი თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერებისკენ უნდა უბიძგოს, - ამის შესახებ შაბათს გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

ეს განცხადება ტრანსატლანტიკური კავშირების წინააღმდეგ ვაშინგტონის მორიგ ნაბიჯს მოჰყვა.

კერძოდ, პარასკევს პენტაგონმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გერმანიიდან (ევროპაში მისი უდიდეს ბაზიდან) 5 000 ჯარისკაცს გაიყვანს. ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმ ფონზე, როცა ირანის ომისა და ტარიფების გამო უთანხმოება აშშ-სა და ევროპას შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო ძაბავს.

პისტორიუსის თქმით, ეს ნაბიჯი მოსალოდნელი იყო.

ჯარების შემცირებით ტრამპი მიმდინარე კვირის დასაწყისშიც იმუქრებოდა, რაც გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა, რომელმაც ახლო აღმოსავლეთში ვაშინგტონის სტრატეგია ეჭვქვეშ დააყენა.

პისტორიუსის განცხადებით, ჯარების ნაწილობრივი გაყვანა გერმანიაში განლაგებულ თითქმის 40 000-კაციან ამერიკულ კონტინგენტს შეეხება (სხვა შეფასებებით, მოქმედი სამხედროების რაოდენობა 35 000-ია).

"ჩვენ, ევროპელებმა, საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ", - აღნიშნა პისტორიუსმა და დასძინა, რომ შეიარაღებული ძალების გაფართოებით, სამხედრო შესყიდვების დაჩქარებითა და ინფრასტრუქტურის მშენებლობით, გერმანია სწორ გზაზე დგას.

გერმანიას სურს, ბუნდესვერის მოქმედი ჯარისკაცების რაოდენობა ამჟამინდელი 185 000-დან 260 000-მდე გაზარდოს. თუმცა, რუსეთისგან მომდინარე მზარდი საფრთხის ფონზე, თავდაცვის მინისტრის კრიტიკოსები ამ რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას ითხოვენ.

ცნობისთვის, გერმანიაში აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობამ, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საოკუპაციო ძალის სტატუსით დაიწყო ფუნქციონირება, პიკს 1960-იან წლებში მიაღწია. ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირის დასაპირისპირებლად ქვეყანაში ასიათასობით ამერიკელი ჯარისკაცი იყო განლაგებული.

დღეს აშშ-ის ბაზები მოიცავს გიგანტურ რამშტაინის ავიაბაზასა და ლანდშტულის ჰოსპიტალს. ორივე მათგანს აშშ როგორც ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე წინა კონფლიქტების დროს, ისე ახლა, ირანის ომის მხარდასაჭერად იყენებს.

პენტაგონის გადაწყვეტილებით, გერმანიას ერთი სრული ბრიგადა დატოვებს, ხოლო შორ მანძილზე მოქმედი საცეცხლე ბატალიონის განთავსება, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს იყო დაგეგმილი, გაუქმდება.

შორ მანძილზე მოქმედი საცეცხლე ძალების დაკარგვა ბერლინისთვის განსაკუთრებით მძიმე დარტყმა იქნება, რადგან ის რუსეთის წინააღმდეგ შეკავების მნიშვნელოვან დამატებით ელემენტად განიხილებოდა იქამდე, სანამ ევროპელები თავად შექმნიდნენ მსგავს შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროპის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 103 სტატია.

  • სპორტის მინისტრმა საქართველოს სუმოს ეროვნულმა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცარუსთავი 2
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • საქართველოს ნაკრები გოლფში ევროპის გუნდურ ჩემპიონატში მონაწილეობს, რომელიც მალტაში გაიმართებაიმედი
  • კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიფორმულა
ევროპის →

მსგავსი სტატიები

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE