მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გერმანიამ ზამთრისთვის გაზის მარაგების შევსების სამიზნე მაჩვენებელს ვერ მიაღწია
გერმანიამ ზამთრისთვის გაზის მარაგების შევსების სამიზნე მაჩვენებელს ვერ მიაღწია

გერმანიამ ზამთრისთვის გაზის მარაგების შევსების სამიზნე მაჩვენებელს ვერ მიაღწია

BM.GE2 ნოემბერი, 2026, 22:09|bm.ge

უახლესი მონაცემებით, გერმანიამ ზამთრის სეზონისთვის ბუნებრივი აირის საცავების შევსების 80%-იან სამიზნე ნიშნულს ვერ მიაღწია. ოფიციალური მონაცემებით, მარაგების მოცულობა ამჟამად 61%-ს უტოლდება, რიგ ობიექტებზე დაწესებული გამონაკლისების გათვალისწინებით კი ეროვნული სამიზნე მაჩვენებელი 70%-მდე მერყეობს.

ოპოზიციის კრიტიკის მიუხედავად, გერმანიის ეკონომიკის სამინისტროში ენერგეტიკული კრიზისის რისკებს გამორიცხავენ. უწყების პრესსპიკერის განმარტებით, ქვეყანა ზამთრის სეზონს მომზადებული ხვდება და მოსახლეობის ენერგომომარაგებას პრობლემა არ შეექმნება.

საცავების შევსების ტემპის შენელება გასული თვეების განმავლობაში დაფიქსირებულ მაღალ ფასებს უკავშირდება. ამასთან, ჰორმუზის სრუტის დაკეტვამ საზღვაო გადაზიდვები შეაფერხა, რამაც ნავთობისა და გაზის მიწოდების გლობალურ ჯაჭვებზე უარყოფითი გავლენა იქონია და ბუნებრივი აირი ერთ წელიწადში 260%-ით გააძვირა.

ცნობისთვის, მიმდინარე ვითარება 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შექმნილ ენერგეტიკულ კრიზისს არ უტოლდება. თუ ომამდე გერმანიის ბუნებრივი აირის იმპორტის 55% რუსეთზე მოდიოდა, ამჟამად ქვეყანა ალტერნატიული მომწოდებლების რესურსებს იყენებს, თუმცა თავად ბუნებრივი აირის 260%-იან გაძვირებას ეს დიდად ვერ შველის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში გაემგზავრა - რა ეკონომიკური კავშირები აქვს საქართველოს ყირგიზეთთან?

პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში გაემგზავრა - რა ეკონომიკური კავშირები აქვს საქართველოს ყირგიზეთთან?

BM.GE

ევროპის 3 ქვეყანაში სუპერმარკეტების სამაცივრე სისტემებზე მორიგი კიბერთავდასხმა განხორციელდა

ევროპის 3 ქვეყანაში სუპერმარკეტების სამაცივრე სისტემებზე მორიგი კიბერთავდასხმა განხორციელდა

BM.GE

ირანის ომის ფონზე, საუდის არაბეთის ეკონომიკა 3.8%-ით შემცირდა

ირანის ომის ფონზე, საუდის არაბეთის ეკონომიკა 3.8%-ით შემცირდა

BM.GE

ტენდერის ჩავარდნის შემდეგ, რუსთავისთვის 70 ავტობუსის შესყიდვის ტენდერი გაზრდილი ფასით გამოცხადდა

ტენდერის ჩავარდნის შემდეგ, რუსთავისთვის 70 ავტობუსის შესყიდვის ტენდერი გაზრდილი ფასით გამოცხადდა

BM.GE