მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გერმანიის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში გერმანიის დანიშნული ელჩი სპეციალურ გზავნილს ავრცელებს
გერმანიის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში გერმანიის დანიშნული ელჩი სპეციალურ გზავნილს ავრცელებს

გერმანიის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში გერმანიის დანიშნული ელჩი სპეციალურ გზავნილს ავრცელებს

BM.GE3 ოქტომბერი, 2026, 22:12|bm.ge

ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ბარბარა ფოსმა განაცხადა.

საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებით, საერთაშორისო უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოსა და გერმანიას საერთო ინტერესები აქვთ და საერთო საფრთხეების წინაშე დგანან.

„რუსეთი ევროპის დესტაბილიზაციას და ხალხის დაყოფას ცდილობს, დეზინფორმაციის, მუქარის, საბოტაჟისა და აგრესიის გზით. ქართველები რუსული შეჭრის ტკივილს ღრმად იცნობენ, მაშინ როდესაც მათი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და იციან, რომ რუსეთი არა ძალთა ბალანსისკენ, არამედ დამორჩილებისკენ ისწრაფვის. გერმანია კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და მის უფლებას, საკუთარ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არჩევანი თავად გააკეთოს. ჩვენ ნატოს სამოქმედო ჩარჩოს ფარგლებში ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან, რის მიზანსაც შესაძლო აგრესიის წინააღმდეგ თავდაცვითი შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერება და სამხრეთ კავკასიასა თუ ევროპაში უსაფრთხოების თვალსაზრისით წვლილის შეტანა წარმოადგენს“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა.

მიმართვას საელჩო შემდეგი სათაურით აქვეყნებს: სპეციალური გზავნილი გერმანიის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით ჩვენი დანიშნული ელჩის ბარბარა ფოსისგან.

შეგახსენებთ, 30 ივნისს გერმანიის ყოფილმა ელჩმა, პეტერ ფიშერმა პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა პოსტი საქართველოში მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შესახებ. 13 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ საქართველოში გერმანიის დანიშნული ელჩი ბარბარა ფოსი გახდებოდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„მას ყოველთვის გავახარებ“ - ტრამპი ერდოღანთან მეგობრობასა და თურქეთისთვის სანქციების მოხსნის შეყოვნებაზე საუბრობს

„მას ყოველთვის გავახარებ“ - ტრამპი ერდოღანთან მეგობრობასა და თურქეთისთვის სანქციების მოხსნის შეყოვნებაზე საუბრობს

BM.GE

"ანაკლიის პორტი ყველა ინვესტორის მენიუშია, მაგრამ ჯერ ისევ პოტენციალზე ვსაუბრობთ" - თინა ხიდაშელი

"ანაკლიის პორტი ყველა ინვესტორის მენიუშია, მაგრამ ჯერ ისევ პოტენციალზე ვსაუბრობთ" - თინა ხიდაშელი

BM.GE

Tesla-ს აქციები მოსალოდნელზე მაღალი გაყიდვების ფონზე 5%-ით გაიზარდა

Tesla-ს აქციები მოსალოდნელზე მაღალი გაყიდვების ფონზე 5%-ით გაიზარდა

BM.GE

თუშეთის გზაზე თოვისა და ლიპყინულის გამო მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა - გზების დეპარტამენტის გაფრთხილება

თუშეთის გზაზე თოვისა და ლიპყინულის გამო მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა - გზების დეპარტამენტის გაფრთხილება

BM.GE