მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. გერმანული კომპანია Voltares Energy მარნეულში 73-მეგავატიან მზის ელექტროსადგურს აშენებს
გერმანული კომპანია Voltares Energy მარნეულში 73-მეგავატიან მზის ელექტროსადგურს აშენებს

გერმანული კომპანია Voltares Energy მარნეულში 73-მეგავატიან მზის ელექტროსადგურს აშენებს

BM.GE21 მაისი, 2026, 03:40|bm.ge

კომპანია „ინტერნეიშენელ ტრანს ენერჯი კომპანი“ ქვემო ქართლის რეგიონში, 73 მეგავატის სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის, 220 კვ ძაბვის ქვესადგურისა და 35 კვ მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას გეგმავს.

კერძოს, ეს მშენებლობა იქნება მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ კუმისის მიმდებარედ.

ბიზნეს რეესტრის თანახმად, კომპანია "ინტერნეიშენელ ტრანს ენერჯი კომპანი" ეკუთვნის შპს "ვოლტარეს პაუერ პროჯექტს", რომლის დირექტორი და 20%-ის მფლობელია ბიზნესმენი დავით ბარდაველიძე, ხოლო 80%-ის მფლობელი კი გერმანიაში რეგისტრირებული კომპანია "ვოლტარეს ენერჯის ბეთეილიგუნგსი". პროექტი "თიბისი ბანკის" და EBRD-ის მიერ ფინანსდება, ამ უკანასკნელის მიერ გამოყოფილი დაფინანსება 25.5 მილიონ დოლარს შეადგენს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ადგილზე ამჟამად აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და მოელიან რომ მზის ელექტროსადგური ელექტროსისტემას დენს მიმდინარე წლის ბოლომდე უკვე მიაწვდის. სადგურის ჯამური დადგმული მაქსიმალური სიმძლავრე 73 მეგავატი იქნება, ხოლო ელექტროსისტემას 50 მეგავატს მიაწვდის.

კომპანიის ვებგვერდის თანახმად, ისინი საქართველოში რამდენიმე ენერგეტიკულ პროექტის განვითარებაში არიან ჩართული, ესენია - ზესტაფონის ქარის ელექტროსადგური 50-მეგავატის დადგმული სიმძლავრით; ლუხუმი ჰესი 18-მეგავატის სიმძლავრით და ლუხუმი ჰესი 2 6.7 მეგავატის სიმძლავრით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დანაზოგი ლარსა და დოლარში... - ირაკლი კობახიძემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო

დანაზოგი ლარსა და დოლარში... - ირაკლი კობახიძემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო

BM.GE

„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს

„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს

BM.GE

17 ავტომობილის შეძენის დაპირებით, ბრალდებულები 450 900 დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ - პროკურატურა

17 ავტომობილის შეძენის დაპირებით, ბრალდებულები 450 900 დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ - პროკურატურა

BM.GE

ახლო აღმოსავლეთში განახლებული დაძაბულობა ინფლაციურ წნეხს ზრდის, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელია - თიბისი კაპიტალი

ახლო აღმოსავლეთში განახლებული დაძაბულობა ინფლაციურ წნეხს ზრდის, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელია - თიბისი კაპიტალი

BM.GE