მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ღვედი, სიჩქარე, დრიფტი და „ბასლეინი“ - რაზე და რამდენად გაიზარდა ჯარიმები დღეიდან?
ღვედი, სიჩქარე, დრიფტი და „ბასლეინი“ - რაზე და რამდენად გაიზარდა ჯარიმები დღეიდან?

ღვედი, სიჩქარე, დრიფტი და „ბასლეინი“ - რაზე და რამდენად გაიზარდა ჯარიმები დღეიდან?

BM.GE1 მაისი, 2026, 15:18|bm.ge

დღეიდან, საქართველოში საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებული რიგი საკანონმდებლო ცვლილებები ამოქმედდა, რომელთა ფარგლებშიც სანქციები სხვადასხვა ტიპის დარღვევებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ცვლილებები შეეხო ისეთ დარღვევებს, როგორიცაა ღვედის გამოუყენებლობა, სიჩქარის გადაჭარბება, მობილურით სარგებლობა და პარკირების წესების დარღვევა.

bm.ge გთავაზობთ ძირითადი ცვლილებების ჩამონათვალს:

• სიჩქარის გადაჭარბება: 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა 50-დან 100 ლარამდე გაიზარდა. • მანევრირების წესების დარღვევა: ჯარიმა გაიზარდა 100 ლარამდე, მართვის მოწმობას კი 20 ქულა დააკლდება. • დრიფტი: თუ „დრიფტს“ მოჰყვა ნივთის ან ადამიანის მსუბუქი დაზიანება, მძღოლი 500 ლარით დაჯარიმდება და მართვის უფლება 6 თვით შეუჩერდება. • უსაფრთხოების ღვედი: მძღოლის ან მგზავრის მიერ ღვედის გამოუყენებლობაზე ჯარიმა 50 ლარი გახდა, მართვის მოწმობას კი 10 ქულა აკლდება. • მობილურით სარგებლობა: ავტომობილის მართვისას ტელეფონზე საუბარი (hands-free-ს გარეშე) 50 ლარით დაჯარიმდება. • დგომა-გაჩერება: თბილისის მსგავსად, ჯარიმა 50 ლარამდე გაიზარდა ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთსა და კურორტებზე. • ტროტუარზე დგომა: ახალი რეგულაციით, ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე ავტომობილის გაჩერება ზემოაღნიშნულ ქალაქებში 100 ლარით დაჯარიმდება (სხვა მუნიციპალიტეტებში - 10 ლარით). • ტროტუარზე მოძრაობა: ტროტუარზე ავტომობილით გადაადგილება გამოიწვევს 200-ლარიან ჯარიმას და მართვის მოწმობაზე 30 ქულის დაკლებას. • ავტობუსის ზოლი: „ბასლეინზე“ მოძრაობაზე, 100-ლარიან ჯარიმასთან ერთად, მძღოლს 15 ქულა დააკლდება. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 150 ლარია, ქულების კლება კი - 30. • საპირისპირო „ბასლეინი“: საპირისპირო მიმართულებით მოწყობილ ავტობუსის ზოლზე მოძრაობა 200 ლარით დაჯარიმდება (-20 ქულა), განმეორება კი - 300 ლარით (-30 ქულა). • სახანძრო ჰიდრანტი: შემოვიდა ახალი ნიშანი - „გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“. დარღვევა ითვალისწინებს 200-ლარიან ჯარიმას და ავტომობილის საჯარიმოზე გადაყვანას.

ასევე, თბილისში იმ სატვირთო ავტომობილების (N2, N3 კატეგორია) გადაადგილება, რომელთა დანიშნულების ადგილი დედაქალაქი არ არის (ტრანზიტი), 500 ლარით დაჯარიმდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE